დილით ყავის ან ფორთოხლის წვენის დალევა ეს სასიამოვნო პროცესია ორგანიზმისთვის უსიამოვნო შედეგებით. მიუხედავად იმისა, რომ ნუტრიციოლოგები ყავას მიიჩნევენ ცალკე საკვებად, მისი დალევა უზმოზე არ არის კარგი იდეა. დღეს paparazzi.ge ამ სტატიაში მოგიყვებათ პროდუქტებზე, რომლის უზმოზე ჭამა არ არის სასურველი და შემოგთავაზებთ მის ჯანსაღ ალტერნატივას.
პროდუქტები საუზმეზე
- ყავა – თავად ყავა არ არის ცუდი პროდუქტი. ის შეიცავს კოფეინს, რომელიც გვაფხიზლებს და კარგ ხასიათზე გვაყენებს. აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას თუ მიიღებთ ზომიერების ფარგლებში, მაგრამ არა დილით, უზმოზე. მშიერ კუჭზე ყავის დალევა არ შეიძლება, რადგან ის ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას. ამის მაგივრად ჯობია მიირთვათ მწვანე ჩაი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით და კოფეინით. ანუ, თბილი წყალი შიძლება, ჩაი შეიძლება, ყავა კი ჯობია სხვა დროს მიირთვათ. სპეციალისტები გვირჩევენ დავაყოლოთ ყავა ცილოვან პროდუქტებს.
- ტკბილეული – გოგონები, რომლებიც ფიგურას უფრთხილდებიან, დილით მიირთმევენ ხოლმე ტორტის ნაჭერს, ან შოკოლადს. კი, ნახშირწყლები დღის განმავლობაში გაიხარჯება, სწორია მისი მირთმევა დღის პირველ ნახევარში, მაგრამ არა მშიერ კუჭზე. თუ ისაუზმებთ ტკბილეულით, მოხდება ინსულინის მომენტალური გამოტყორცნა და ნახევარ საათში გამოფხიზლების მაგივრად იგრძნობთ დაღლილობას და გაღიზიანებას.
- იოგურტი – იოგურტი ზარმაცი და უსარგებლო საუზმეა. ის შეიცავს ბაქტერიებს, რომელიც საჭმლის გადამუშავებას უწყობს ხელს. ხოლო თუ მას მიირთმევთ მშიერ კუჭზე, მიიღებთ მხოლოდ ნახშირწყლებს დ არა სასარგებლო მიკროფლორას. ბიფიდობაქტერიებს კი კუჭის წვენი გაანადგურებს. მავნე ასეთ საუზმეში არაფერი არ არის, მაგრამ არც სასარგებლოა. ამიტომ ჯობია რძიანი ფაფა მიირთვათ ჯერ. ორგანიზმი მიიღებს რთულ ნახშირწყლებს, კალიუმს, კალცს და D ვიტამინს.
- ფორთოხალი – ციტრუსი შეიცავს მჟავებს, რომელიც ჯობია გამოიყენოთ დესერტად, რათა არ გააღიზიანოთ კუჭი. ამავე მიზეზით არ არის სასურველი ლიმნიანი წყლის ან უმი ბოსტნეულის მიღება. დიდი რაოდენობით უჯრედისს და მჟავებს კუჭი ვერ გაუმკლავდება უზმოზე.
- ფანტელები – ყველა მშრალი საუზმე შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. ის არ ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით და შიმშილის პროვოცირებას იწვევს. ამიტომ სარგებელი ასეთი საუზმისგან არაფერია. სხვა საქმეა ფაფებუ, მუსლი რძით.
საუზმე უნდა შეადგენდეს დღიური რაციონის 25%. მიაჩვიეთ ორგანიზმი დილით, გაღვიძებიდან ნახევარ საათში ჭამას. თავიდან გეგონებათ, რომ არ გშიათ, მაგრამ მერე შეეჩვევით და ორგანიზმი თავად მოგთხოვთ ამას. თქვენ საუზმობთ დილით? გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი კერძი, რომელიც ძილის შემდეგ ენერგიით და კარგი განწყობით გავსებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს