აფთიაქების გაჩენამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, ადამიანი ბევრ სასარგებლო საკვებს მიირთმევდა. მაგალითად, ძველი აცკეტები საჭმელში ამატებდნენ ჩიას და სეზამის თესლს, რადგან თვლიდნენ სილამაზის და ჯანმრთელობის წყაროდ და სწორადაც იქცეოდნენ. პაპარაცის რედაქციამ შეკრიბა ყველაზე სასარგებლო მარცვლები სამკურნალო, პროფილაქტიკური, გამაჯანსაღებელი ეფექტით. დაიმახსოვრეთ ისინი”
10 სასარგებლო მარცვალი
- სელი – იცოდით, რომ იმპერატორ კარლოს დიდს იმდენად უყვარდა ეს მცენარე, რომ გამოსცა კანონი მისი მოხმარების აუცილებლობის შესახებ? სელის თესლი არეგულირებს მადას, რადგან აქვეითებს ლიპიდურ ცვლას სისხლში. ამიტომ, თუ გსურთ დაიკლოთ რამდენიმე კილოგრამი, უბრალოდ დაუმატეთ სელის თესლი სალათებს, კოქტეილებს ან საჭმელს. მისი გამოყენება აფერხებს კიბოს წარმოქმნის რისკს, არეგულირებს ჰორმონალურ ფონს ქალებში.
- ჩია – ჩიას თესლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანში შესული ადამიანებისთვის, რადგან ის კარგად ამაგრებს იმუნიტეტს. დიდი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს ამაღლებს მუშაობის ხარისხს, არეგულირებს სისხლის წნევას და თრომბის წარმოქმნას. მისი მიკროელემენტები პირდაპირ გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე, ებრძვის აკნეს.
- გოგრის თესლი – ეს უნიკალური მარცვლები შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინს. მიირთვით 100 გრამი დღეში, რაც უდრის 54% ცილის დღიურ ნორმას. თუ დანიშნული გაქვთ B ჯგუფის ვიტამინები, იცოდეთ, რომ გოგრის თესლი უფრო იაფი და ეფექტური საშუალებაა, ვიდრე აფთიაქის პრეპარატები. ხოლო ისინი, ვინც ებრძვიან დეპრესიას და უხასიათობას, გოგრის თესლით მარტივად გაუმკლავდებიან მას, რაც ხდება ქიმიური ნაერთის – L-ტრიფტოფანის ხარჯზე, რომელიც ამაღლებს განწყობას.
- გარგარის და ვაშლის კურკა, ფეტვი – ვერც კი წარმოიდგენდით, რომ გარგარის კურკის გული შეიცავს ვიტამინს B-17, რომელიც ანადგურებს კიბოს უჯრედებს. ამიგდალინი ანუ B-17 შედის აგრეთვე მწვანე მარცვლეულში, ვაშლის კურკასა და ფეტვში. ბიოქიმიკოსი ერნსტ კრებსი გვარწმუნებს, რომ ადამიანი, რომელიც შეჭამს 12 ცალ გარგარის კურკის გულს, დაცული იქნება კიბოსგან მთელი ცხოვრება.
- სეზამის მარცვალი – სეზამი – ერთ-ერთი უძველესი სანელებელია. ის არის სპილენძის, ფოსფორის, მაგნიუმის, რკინის და კალციუმის წყარო. შეიცავს აგრეთვე დიდი რაოდენობით თუთიას, ვიტამინს B1 და უჯრედისს. თუ გაქვთ წნევის ხშირი ცვალებადობა, ჩართეთ რაციონში სეზამის მარცვალი და დაემშვიდობეთ ამ პრობლემას.
- მზესუმზირა – მაგნიუმი არეგულირებს წნევის ცვალებადობას და ამცირებს თავის ტკივილს. მზესუმზირის მარცვალი კი ამ მიკროელემენტს დიდი რაოდენობით შეიცავს. მიირთვით ის ყოველდღიურად. ამით საგრძნობლად შეამცირებთ გულის შეტევის რისკს.
- კუმინი ანუ ძირა – ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ძირა მოსწონდათ თავისი სამკურნალო თვისებების გამო. ის სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის პრობლემების დროს. ასევე კარგია გაციების და ყელის ტკივილისას. მისი დახმარებით კურნავენ ართრიტს და ასთმას.
- კანაფის თესლი – 20 ამინომჟავა, ცილის მაღალი კონცენტრაცია, ომეგა-3, ომეგა-6, ლინოლენის მჟავა და კიდევ მრავალი ელემენტი შედის კანაფის თესლში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის და იმუნიტეტის გასამაგრებლად ნამდვილი აღმოჩენაა!
- ბროწეულის მარცვალი – მისი სარგებლობა უკავშირდება ძვლოვან სისტემას. ბროწეულის მარცვალი ამცირებს ძვლის გამყიფებას ართრიტის დროს. ეს არომატული ხილი აქტიურად ებრძვის ანთებით პროცესებს და ფერმენტებს, რომელიც იწვევს ძვლის გამყიფებას.
- ყურძნის წიპწები – ყურძენი შეიცავს ლინოლენის მჟავას და დიდი რაოდენობით ვიტამინ E-ს. ის იცავს ადამიანს გულის დაავადებების, მაღალი წნევისა და ქოლესტერინისგან. ყურძნის წიპწები ებრძვის კარცენოგენურ უჯრედებს და აქვეითებს ინფექციების რისკს.
როგორც ხედავთ, ის, რასაც დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, საკმაოდ დიდ სარგებელს ატარებს და ფასეულია ადამიანის ორგანიზმისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს