ზამთრის “თათრული სალათი” დაგეხმარებათ მაშინ, როცა კარგი კიტრი გაყიდვაში აღარ არის, ყველაზე პრეტენზიულ ნათესავსაც ძალიან მოეწონება

502

არავინ იცის რატომ, მაგრამ ამ სალათს ასეთი სახელით იცნობენ. “თათრული სალათი” აქტუალურია სწორედ ზამთარში როდესაც მრავალფეროვანი ცოცხალი და ვიტამინებით გაჯერებული ბოსტნეულით განებივრებულები აღარ ვართ. წელიწადის ამ დროს ვამუშავებთ თერმულად, ზეითუნის ზეთთან ერთად ვუმატებთ სოუსებს.თუ მისგან ძირითად კერძს არ მოვამზადებთ და უბრალოდ გარნირად გამოვიყენებთ, არც ეს იქნება ურიგო. ის მარტივად მზადდება და სხვადასხვა ფორმით მიაქვთ სუფრასთან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მის მომზადებას გასწავლით:

თათრული სალათი

ინგრედიენტები

  • 2 საშუალო ზომის ჭარხალი
  • 2 სტაფილო
  • 0,25 თავი კომბოსტო
  • 4 ცალი კარტოფილი
  • 400 გრ. ხორცი (ხბო, ღორი ან ქათამი)
  • მარილი, პილპილი
  • ხმელი სუნელი
  • მაიონეზი
  • შაქარი
  • ლიმონის წვენი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ და გამოაცხვეთ ჭარხალი მზადყოფნამდე. შემდეგ გაფცქვენით და გახეხეთ კორეული სტაფილოს სახეხზე. შემდეგ მოაყარეთ მარილი, შაქარი და მოასხით მცენარეული ზეთი, ლიმონის წვენი. ზოგ ვერსიაში ჭარხალი უმად არის მითითებული, მაგრამ თუ დაგვიჯერებთ, ამ ფორმით უფრო გემრიელია.
  2.  უმი სტაფილო გარეცხეთ, გაფცქვენით და გახეხეთ იგივე სახეხზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ დანამატების გარეშე, ან თუ სურვილი გაქვთ, დაამუშავეთ სუნელებით ისევე, როგორც ჭარხალი.
  3.  წვრილად დაჭერით კომბოსტო, დაუმატეთ მარილი, შაქარი, მცენარეული ზეთი, ლიმონის წვენი. გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით წვრილ ჩხირებად და ჩააწყვეთ წყლიან ჯამში. როდესაც ზედმეტი სახამებელი მოშორდება, გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცზე და სწრაფად შეწვით ტაფაზე და ბოლოს მოაყარეთ მარილი.
  4. დაჭერით ხორცი თხელ ნაჭრებად და შეწვით ტაფაზე, მოაყარეთ მარილი და ხმელი სუნელი. შემდეგ შეგიძლიათ დაალაგოთ ყველა ინგრედიენტი ლამაზ ნაჭრებად ან აურიოთ ერთმანეთში მაიონეზთან ერთად.

მარტივი ინგერდიენტები ერთობლიობაში საინტერესო გემოს იძლევა. მას მიირთმევენ როგორც ცივი, ისე თბილი სახით. შემადგენლობა არ ჯდება ძვირი, ასე რომ, არ გაქვთ მიზეზი მის მომზადებაზე უარი რომ თქვათ.ამ სალათის იმპროვიზირება ნებისმიერი ფორმით შეიძლება, რომელი ინგრედიენტიც არ მოგწონთ, უბრალოდ ამოიღეთ, ან ჩაანაცვლეთ თქვენთვის მისაღები ნაწილით. შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანილი, თხილეული. სცადეთ, ნამდვილად არ ინანებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს