ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ბროწეულის ლიქიორის რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საბჭოთა კავშირში ეს იყო გენერალური მდივნების საყვარელი სასმელი.ეს ნამდვილად ასე იყო თუ არა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ მწიფე ბროწეულით გაჟღენთილ სასმელს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ის უხვად გვამარაგებს ვიტამინებით, რომელიც ასე გვაკლია ცივ ზამთარში.
ლიქიორის რეცეპტი
ლიქიორის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მწიფე და წვნიანი ბროწეული. ჭურჭლად უმჯობესია, გამოიყენოთ მინის ჭურჭელი და არავითარ შემთხვევაში პლასტმასი, რომელმაც შეიძლება სასმელს გაუფუჭოს სასმელს გემო.
ინგრედიენტები
- 3 ცალი ბროწეული
- 500 მლ. არაყი
- 200 გრ. შაქარი – გემოვნებით
- 1 ცალი ლიმონი
- 0,5 ღერი დარიჩინი
მომზადების წესი
- კარგად გარეცხეთ ბროწეული გამდინარე წყალში, გაამშრალეთ. შემდეგ მოაჭერით თავი და დასერეთ რადიალური ტიხრების გასწვრივ. ძირითადად, ბროწეულზე ასეთი 5-7 ტიხარია.
- ჩაარჭეთ დანა ბროწეულის ცენტრში და ჩაჭერით დასერილი ადგილების გასწვრივ.
- მოაცილეთ კანი და დააკაკუნეთ კოვზით უკანა მხრიდან. მარცვლები თასში თავისით ჩაიყრება.
- გაწურეთ წვენი თქვენთვის მოსახერხებელი წესით და ჩაასხით მინის ჭურჭელში.
- დაუმატეთ ჭურჭელში ჩასხმულ ბროწეულის წვენს ლიმონის ცედრა.
- ჩაყარეთ შაქარი და ჰერმეტულად დაახურეთ.
- დადგით ხუთი დღით თბილ მზიან ადგილას, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე და ყოველ დღე შეანჯღრიეთ.
- მიღებულ ნაყენში ჩაასხით არაყი, დარიჩინი და აურიეთ.
- დაახურეთ თავსახური და დადგით გრილ ადგილას კიდევ 10 დღით, ამჯერად შეანჯღრიეთ 2-3 დღეში ერთხელ.
- შემდეგ გაწურეთ ნაყენი დოლბანდის ნაჭრით და გასინჯეთ. თუ სურვილი გექნებათ, დაუმატეთ შაქარი ან გააზავეთ წყლით.
- ბროწეულის ლიქიორი მზად არის! გემრიელად მიირთვით!
სახლის პირობებში მომზადებული ბროწეულის ლიქიორის შენახვა შეგიძლიათ 3 წლის განმავლობაში ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში. სასმელი გამოდის ძალიან არომატული, მათრობელა და გამაცოცხლებელი. ვერაფერი შეედრება გემოების ამ სიმფონიას.მოამზადეთ ეს საოცარი სასმელი და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.