“დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ როდესაც გავთხოვდებოდი მარტოხელა მეგობრები სახლში არ უნდა შემომეშვა. ამას ჩემი ფსიქოლოგიც ადასტურებს. მაგრამ მყავს დიდი ხნის მეგობარი, რომელთანაც სკოლის ასაკიდან ვმეგობრობ. ეხლა ბავშვი ძუძუზე მყავს, კაფეშიც არ შემიძლია ცოტა ხნით გასვლა კომუნიკაციის გარეშე ოთხ კედელში პატარა ბავშვთან ერთად ძალიან რთულია.” – ამბობს მარი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:მარი სამი წლის წინ დაქორწინდა. მას უკვე ყავს ქალიშვილი და ცოტა ხნის წინ მეორე პატარაც შეეძინა. ის მზრუნველი დედა და ცოლია. დროდადრო მეგობრები სტუმრობენ ხოლმე, მაგრამ ყველზე ხშირად მარის მეგობარი ნინა მოდის.
მარტოხელ დაქალი
“ნინა ჩემი ქალიშვილის ნათლიაა, მასთან არ მოიწყენ, საინტერესო მოსაუბრე და კარგი გოგოა. მიკვირს კიდეც, რომ ისევ გაუთხოვარია. ხუმრობით ამბობდა ხოლმე, რომ ქორწინება მისთვის თავისუფლების დაკარგვას უდრის. ბოლო დროს გავაცნობიერე, რომ მისი სტუმრობა მაღიზიანებდა.სხვა მეგობრებიც გვსტუმრობენ ხოლმე, მაგრამ როდესაც ნინა მოდის, ეჭვიანობის შეგრძნება მღრღნის. შეიძლება ეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ბრალია, მაგრამ ბოლო დროს ბევრი საეჭვო დამთხვევა იყო.ერთხელ ძალიან გამჭვირვალე კაბით მოვიდა, ჩანდა, რომ საცვლები არ ეცვა! სუფრასთან გამომწვევად იქცეოდა და ჩემმა ქმარმა აღარ იცოდა თვალები საით წაეღო. ხოლო როდესაც ბავშვის საჭმელად გავდიოდი, ნინა სიამოვნებით ჭუკჭუკებდა ჩემს ქმართან სამზარეულოში.
ახალი წლის საჩუქარი – ახალი წლის წინ ინამ დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვებისთვის საჩუქრის გაკეთება სურდა. ვთხოვე, რომ სხვა დროს მოსულიყო, მაგრამ დაიჟინა, ახალი წლის საჩუქარი სწორედ ახალ წელს უნდა გადმოეცა. შემომთავაზა ჩემი ქმარი ჩამეშვა ქვემოთ და გამოერთმია. ამის გაკეთება მეც თავისუფლად შემეძლო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მის ინტერესებში არ შედიოდა.ჩემს ქმარს ვენდობი, მაშინაც კი, თუ მის გარშემო მომხიბვლელი, გაუთხოვარი ქალბატონები ტრიალებენ, მაგრამ ჩემს მეგობართან ყველაფერი სხვაგვარად არის. მე მას დიდი ხანია ვიცნობ და არაერთი რომანი ჰქონდა ცოლიან მამაკაცებთან. თუ რამეს ჩაიფიქრებდა, წინ ვერავინ გადაეღობებოდა.
მიუხედავად მისი მრავალფეროვანი სასიყვარულო ისტორიებისა, ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, რომ ნინა მეგობრობას არ უღალატებდა და ჩემს ქმართან ფლირტს არ დაიწყებდა. იკადრებს თუ არა ის ამას? იქნებ უბრალოდ ვაზვიადებ რამეს?გადავწყვიტე, რომ სტუმრად აღარ დავპატიჟო, მას ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევხვდე ხოლმე, მაგრამ თუ ის ჩემს ქმარს ეპრანჭება, რაში მჭირდება ასეთი მეგობარი? არ ვიცი როგორ მოვიქცე, რთულია საკუთარ თავში ეჭვების და წყენის დაგროვება.”
რჩევა რედაქციისგან: ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ გსურთ გქონდეთ ბედნიერი ოჯახი დიდხანს, გათხოვილ მეგობრებთანაც ფრთხილად უნდა იყოთ. გათხოვილები სხვის ქმარს ქვეცნობიერად საკუთარს ადარებენ, გაუთხოვრები კი მოწყენილობის გამო გართობას გადაწყვეტენ ხოლმე.როდესაც რაღაც გაწუხებთ და თავს არაკომფორტულად გრძნობთ, მაშინვე უნდა თქვათ. რაც უფრო მალე გამოხატავთ თქვენს პოზიციას, მით უფრო გაგიადვილდებათ ადამიანებთან ურთიერთობა და საკუთარი აზრის დაცვა.
თქვენ როგორ მოიქცეოდით მარის ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.