შეიძლება უ არა იმ კვერცხის ჭამა, რომელსაც გულში წითელი ლაქა აქვს? ზოგი ასეთ კვერცხს მაშინვე აგდებს, ზოგი კი ცდილობს მოაცილოს წითელი ნაწილი. რატომ აქვს კვერცხს წითელი ლაქა და შეიძლება თუ არა მისი ჭამა პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
შეიძლება თუ არა ასეთი კვერცხის ჭამა
ამბობენ, რომ ყვითელი ან თეთრი ლაქა კვერცხის გულზე არის ქათმის ემბრიონი, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში ეს ლაქები კვერცხს 15%-ში გვხვდება და ისეთი ქათმებიც დებენ, არასდროს რომ არ უნახავთ მამალი.ფორმირებულ კვერცხს გარს აკრავს მცირე კაპილარებით გაჟღენთილი პატარა ტომარა. მომწიფებისას კვერცხი თავისუფლდება და გადადის კვერცხუჯრედში. ამავდროულად დედა ქათმის კაპილარების ნაწილაკები ზოგჯერ იშლება და ყვითელ გულში ვარდება.
საინტერესოა, რომ ეს ფენომენი უმეტესად ყავისფერ ნაჭუჭიან კვერცხებს ახასიათებს. სტატისტიკის მიხედვით, წითელი ლაქები გვხვდება ყავისფერი კვერცხების 18%-ში და თეთრი კვერცხების 0,5%-ში. უფრო ხშირია ასაკოვან ქათმებში.იმისათვის, რომ ასეთი კვერცხები მაღაზიის დახლებზე არ მოხვდეს, მათ აშუქებენ ძლიერი სინათლის წყაროს ქვეშ და რადგან მუქი კვერცხების შიგთავსი უფრო ცუდად ჩანს, წითელი ლაქების აღმოჩენა ნაკლებად ხერხდება.და მაინც, საშიშია თუ არა წითელი ლაქიანი კვერცხის ჭამა? არა, ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის. ეს მხოლოდ ესთეტიკური წუნია, რომელიც არანაირად არ აფუჭებს გემოვნურ თვისებებს.
ხარისხიანი კვერცხის თვისებები – ხარისხიანი კვერცხი უნდა იყოს სუფთა, ბზარების გარეშე, თანაბარი ზომის. თითოეულს უნდა ჰქონდეს მარკირება და ეწეროს ვადა, კატეგორია.ახალი კვერცხის ნაჭუჭი უნდა იყოს მქრქალი, არ უნდა პრიალებდეს. თუ შეანჯღრევთ, არ უნდა ისმოდეს არანაირი ხმა. თუ კვერცხი ძალიან მსუბუქია, ეს ნიშნავს, რომ გაფუჭებულია.რაც უფრო ახალია კვერცხი, მით უფრო ნაკლებია მასში ბაქტერიების შემცველობა. ამიტომ შეიძინეთ მხოლოდ ის, რაც მაცივარში ინახება ყველა წესის დაცვით. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ პროდუქტი ახალია? ძალიან მარტივად: ჩაუშვით წყლიან ჯამში და დააკვირდით. თუ ჩაიძირება და გვერდი ძირამდე ჩავა, ახალია.
თუ ის ზედაპირზე იტივტივებს, ყველა ვარიანტში გაფუჭებულია. თუ ის ჩაიძირება და ფსკერამდე არ ჩავა, მისი შენახვა დიდხანს აღარ შეიძლება.გავიხსენოთ ჰიპოკრატეს სიტყვები: “მითხარი რას ჭამ და გეტყვი რითი ხარ ავად.” ამიტომ იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები მნიშვნელოვანია აირჩიოთ ის საკვები, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. თქვენ რას იტყვით?