დარწმუნებული ვარ, რომ ღანძილი ასე არასოდეს მოგიმზადებიათ

383

პირველ თბილ დღეებში ღანძილი უხვად გვჩუქნის დეფიციტურ ვიტამინებს. მისი მკვეთრი გემო და მეტად სპეციფიკური სუნი ერთმანეთისაგან განუყოფელია. ამიტომ, ზოგი ადამიანი ბევრს იფიქრებს, სანამ ამ არომატულ ბალახს რომელიმე კერძში გამოიყენებს. როგორ მოვამზადოთ ღანძილი ისე, რომ მისი სიმწარე და მკვეთრი გემო განეიტრალდეს? პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ერთ-ერთ უმარტივეს ვარიანტს – პესტოს სუსის მომზადებას!

როგორ მოვამზადოთ ღანძილი

ინგრედიენტები 

  • ღანძილი – 100 გრამი;
  • მცენარეული ზეთი – 100 მლ;
  • კაკალი – 60 -80 გრამი;
  • მარილი – 2 მწიკვი.

მომზადების წესი 

  1. ღანძილი კარგად გარეცხეთ და მსხვილად დაჭერით. თუ თვლით, რომ მის ფოთლებს ძალიან მძაფრი ნივრის გემო აქვს, მაშინ დაუმატეთ ბაბუაწვერას ახალგაზრდა ფოთლები ან ოხრახუში. გამოყენებამდე, ბაბუაწვერას ფოთლები 1 – 2 საათის განმავლობაში მარილიან წყალში უნდა გააჩეროთ.
  2. ღანძილისა და კაკლის სეზონი ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ მოგვიწევს შარშანდელი კაკლის გამოყენება. ნიგოზი ოდნავ მოხალეთ მშრალ ტაფაზე. ეს ნიგვზის გემოს უფრო გამოხატულს გახდის.თუ ექსპერიმენტის ჩატარების სურვილი გაქვთ, მაშინ ნიგვზის ნაცვლად გამოიყენეთ თხილი, პეკანი ან ფიჭვის თხილი. კიდევ უფრო საინტერესო იქნება მათი ნარევის გამოყენება სხვადასხვა პროპორციებით.
  3.  დაჭრილი ღანძილი და მოხალული ნიგოზი მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში.
  4.  დაამატეთ ორი მწიკვი მარილი. ჩაასხით მზესუმზირის, ზეთისხილის ან სიმინდის ზეთი.
  5.  დააბლენდერეთ ეს ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ მოგეჩვენებათ, რომ კონსისტენცია ძალიან მკვრივია, დაბლენდერების პროცესში დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი. ზოგადად, იტალიაში მიღებულია, რომ პესტოს სანაყში ამზადებენ, მაგრამ თუ სანაყი არ გვაქვს, ასეც გამოდგება.
  6.  გემო გაუსინჯეთ და საჭიროების შემთხვევაში მიღებულ პესტოს დაუმატეთ მარილი ან წიწაკა, ამოურიეთ და ქილაში გადაიტანეთ. ზემოდან დაასხით ზეთი, რათა არ მოხვდეს ჰაერი. ეს სოუსი ინახება მაცივარში, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში.

ახლა კი, ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ. პესტო – ნამდვილი ვიტამინური ბომბია. როგორც აღმოჩნდა, ის აგრეთვე არის საოცრად მრავალმხრივი გემოს მქონე ხემსი. თავდაპირველად, წამიერად იგრძნობა ღანძილის სიმწარე და სიახლე, შემდეგ კი მას ცვლის ნიგვზის საგრძნობი ცხიმიანობა. ბოლოს კი, გემოვნების რეცეპტორები იბნევა და საერთოდ ვერ ვსაზღვრავთ ამ უჩვეულო კომბინაციის გემოს. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ამ ყველაფრის მომზადება თითქმის უფასოა, საკმარისია გვქონდეს ერთი მუჭა ნიგოზი, ღანძილი კი – მარტივად შეგვიძლია ვიპოვოთ ტყეში ან მოვიყვანოთ საკუთარ ბოსტანში. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს