ვიმარაგებ ჭარხალს, რომ გავანებივრო ოჯახის წევრები გემრიელი სადილით.

460

ჭარხლის და ყველის სალათი ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და ჯანსაღო კერძი. ჭარხალი შეიცავს ბევრ ვიტამინს, რაც საკვებს კვებით ღირებულებას უმაღლებს. აუცილებლად შეინახეთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შემოთავაზებული რეცეპტი, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ მიიტანოთ სადღესასწაულო სუფრაზეც.

სალათი ჭარხლით და ყველით

ეს სალათი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც დამოუკიდებელი კერძი, ისე გარნირი მაგალითად, ხორცთან. შემწვარი ქათამი, ან ღორის ხორცი შესანიშნავი კომპანიონია ჭარხლისთვის.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი ჭარხალი
  • 4 კიტრი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • ნიორი
  • 150 გრ. მაგარი ყველი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • ზეთი
  • სანელებლები
  • მწვანილი

მომზადების წესი

  1. კარგად გარეცხეთ ჭარხალი და მოაცილეთ ზედმეტი ფოთლები. ჩადეთ წყლიან ქვაბში და დადგით მოსახარშად. ამას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება და მანამდე დაიწყეთ სხვა ინგრედიენტების მომზადება.
  2. მცირე რაოდენობის მცენარეულ ზეთში მოშუშეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. უკვე მოხარშული ჭარხალი ჩაყარეთ ჯამში, რომელშიც ყინულიანი წყალი გექნებათ წინასწარ მომზადებული. როგორც კი ბოსტნეული გაცივდება, გახეხეთ მსხვილ სახეხზე და შეურიეთ შემწვარ ხახვს.
  3. ხახვს და ჭარხალს დაუმატეთ მწვანილი, კიტრი და ყველი. ყველი გახეხეთ სახეხზე, კიტრი კი შეგიძლიათ დაჭრათ პატარა კუბებად. კარგად აურიეთ ინგრედიენტები და დაუმატეთ სანელებლები.
  4. მოამზადეთ არაჟნის და მაიონეზის სოუსი სალათისთვის. ცალკე ჯამში აურიეთ არაჟანი, მაიონეზი, ლიმონის წვენი, ნიორი, სანელებლები, მდოგვი და ცოტა შაქარი. კარგად აურიეთ და მოასხით სალათს. კარგი იქნება, თუ სუფრაზე მიტანამდე ეს კერძი რამდენიმე საათით მაცივარში შეინახება.

ჭარხლის და ყველის სალათი ახალი ენერგიისთვის – გირჩევთ ეს ცივი სალათი მიირთვათ ხორციან კერძებთან, ახალ კარტოფილთან, ან წვნიანებთან ერთად. თავად ჭარხალი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

დამეთანხმებით, ამ სასარგებლო, ფერადი და ხელმისაწვდომი ბოსტნეულის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. თქვენ გიყვართ ჭარხალი? ხშირად არის ის თქვენი ოჯახის კვების რაციონში? გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი რეცეპტი კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს