მომბეზრდა მაღაზიის მაიონეზი, არც გემო აქვს, არც არომატი, ვამზადებ სახლში მე თითონ.

1354

მაიონეზი ლიმონით, უფრო სწორად ლიმონის წვენით, სულ რამდენიმე წუთში მზადდება! გამოდის ძალიან გემრიელი, სურნელოვანი, სქელი, სასიამოვნო, კრემისებური ტექსტურით და პრიალა ზედაპირით. რაც მთავარია, ის უფრო უვნებელია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი!დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ მაიონეზის მომზადების ორ რეცეპტს. სწრაფი, მარტივი და გემრიელი!

მაიონეზი ლიმონით

ინგრედიენტები

  • 250 მლ. ზეთი არომატების გარეშე
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი

  1.  წინასწარ გამოიღეთ კვერცხი მაცივრიდან, რათა ოთახის ტემპერატურის იყოს. ფრთხილად გატეხეთ ისე, რომ გული არ დააზიანოთ.
  2. გამოგადგებათ მხოლოდ ხელის ბლენდერი, დაადეთ პირდაპირ კვერცხის გულზე და ტურბო რეჟიმში ათქვიფეთ დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და თქვიფეთ რამდენიმე წამი.
  3. გაითვალისწინეთ, რომ ბლენდერის ტრიალი და მოძრაობა არ შეიძლება. მისი ოდნავ აწევა შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა მაიონეზი შესქელდება. ეს არის მთავარი შეცდომა, რომელსაც კეთების დროს უშვებენ.
  4. თუ გსურთ პროვანსალის მომზადება, შეგიძლიათ დაამატოთ ერთი ჩაის კოვზი მდოგვი. ტარტარისთვის კი დაუმატეთ ნიორი და წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი. გემრიელად მიირთვით!

ვეგანური მაიონეზი

ინგრედიენტები

  • 300 მლ. ზეთი არომატების გარეშე
  • 100 მლ. სოიოს რძე
  • 1 ს/კ მდოგვი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 0,5 ლიმონი
  • 1 ც/კ მარილი
  • 1 ს/კ თეთრი ძმარი

მომზადების წესი

  1. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. კარაქი და რძე ჩაასხით ქილაში, ხელის ბლენდერით ათქვიფეთ ინგრედიენტები შესქელამდე. ჭურჭელი უნდა იყოს ვიწრო და მაღალი, არ ამოძრავოთ ბლენდერი!
  2. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კვლავ ათქვიფეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საყვარელი მწვანილი ან სანელებლები არომატისთვის.
  3. სულ ეს არის, ვეგანური მაიონეზი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: სახლში მომზადებული მაიონეზი ლიმონით უხდება თითქმის ყველა კერძს. სცადეთ შეავსოთ ეს რეცეპტები სულ მცირე რაოდენობით სოიოს სოუსით. დამიჯერეთ, მას შეუძლია სასწაულების მოხდენა!გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ასეთი მაიონეზი ინახება მაცივარში ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში არა უმეტეს 4-5 დღისა.

თქვენ რომელ მაიონეზს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს