ნამდვილი უკრაინული ბორშის გაკეთების ყველა წესი.

449

ბორშის რეცეპტი იმდენია, რამდენი დიასახლისიც არსებობს, მაგრამ კლასიკური უკრაინული ბორში კვლავ რჩება კამათის საგანი. მიზეზი ბევრია: შევურიოთ თუ არა ლობიო, სავალდებულოა თუ არა კომბოსტო, ცალკე უნდა შეიწვას თუ არა ბოსტნეული?როგორი ბორში ითვლება კანონიკურად? იმისათვის, რომ არცერთი მეომარი მხარე არ შეურაცხვყოთ, პაპარაცის დღევანდელი სტატიისთვის ავიღეთ ისეთი რეცეპტი, რომლის მიხედვითაც ყველაზე ხშირად ამზადებდნენ ბორშს უკრაინულ ოჯახებში.

კლასიკური უკრაინული ბორში

ინგრედიენტები

  • 600 გრ. ღორის ნეკნები
  • 2 ლიტრი წყალი
  • 2 ცალი კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 150-200 გრ. კომბოსტო
  • 1 ცალი ჭარხალი
  • 2-3 ს/კ ტომატ-პასტა
  • 1 ცალი სტაფილო
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 2 კბილი ნიორი
  • შაქარი და ძმარი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი

  1. ნეკნები დაჭერით ნაჭრებად. მოათავსეთ ქვაბში და შეავსეთ ცივი წყლით, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხადეთ ქაფი.
  2. წვრილად დაჭერით ხახვი, ჩხირებად ჭარხალი.
  3. მოხარშულ ხორცს დაუმატეთ ხახვი და ჭარხალი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 45-60 წუთის განმავლობაში.
  4. ამასობაში სტაფილო დაჭერით პატარა ჩხირებად, ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე. შეწვით მცირე რაოდენობით ზეთში, დაამატეთ ტომატის პასტა, აურიეთ და შუშეთ კიდევ 2 წუთი. ზაფხულში, ტომატ-პასტის ნაცვლად, შეგიძლიათ დაამატოთ ახალი პომიდორი. შემდეგ დაუმატეთ 1-2კოვზი ბულიონი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში.
  5. წვრილად დაკეპეთ კომბოსტო, დაჭერით პატარა ნაჭრებად კარტოფილი.
  6. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, როცა ჭარხალი დაკარგავს წითელი ფერს, ბორშს დაუმატეთ კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და წიწაკის მარცვლები. ადუღეთ 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება.
  7. 10 წუთის შემდეგ ბორშჩს მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ კომბოსტო და მოშუშული სტაფილო.
  8. აურიეთ და ხარშეთ კიდევ 10 წუთი, სანამ კომბოსტო არ დარბილდება.
  9. ხარშვის ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ნიორი.
  10. ბორში ადუღეთ კიდევ 1-2 წუთით და გადმოდგით ცეცხლიდან. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ შაქარი, ძმარი ან ლიმონმჟავა. სუფრასთან მაშინვე ნუ მიიტანთ, 15-20 წუთით, ან კიდევ უკეთესი, მეორე დღეს უფრო გემრიელი იქნება. ცნობილია, რომ სქელი და ყველაზე გემრიელი ბორში მეორე დღეს მიიღება!
  11.  მიირთვით მწვანე ხახვთან, სალასთან, ნიორთან და არაჟანთან ერთად.

გემრიელად მიირთვით და გისურვებთ, რომ თქვენს სახლში მუდამ ტრიალებდეს გემრიელი სადილის და ხალი პურის სურნელი.

თქვენ როგორ ამზადებთ ბორშს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს