ხანდახან მოგინდება ტოლმა აქ და ახლა, მაგრამ კომბოსტოს მოსამზადებლად იმდენი დროა საჭირო… კარგია, რომ ახლა ერთი ხრიკი ვიცი

1625

ზოგიერთი დიასახლისი ძალიან იშვიათად ამზადებს ტოლმას, რადგან ფიქრობს, რომ დიდი დრო დასჭირდება. კომბოსტოს ფოთლების მომზადება განსაკუთრებით დამწყებ მზარეულებს არ უყვართ. მაგრამ იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანებს ამ უგემრიელესი კერძი გაუმასპინძლდეთ, არ არის აუცილებელი, რომ მთელი დღე სამზარეულოში გაატაროთ. შეგიძლიათ კომბოსტოს ფოთლები წინა დღეს მოამზადოთ, ტოლმა კი მეორე დღეს გააკეთოთ. არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა წყალობითაც კომბოსტოს ფოთლები სწრაფად მზადდება და ტოლმის მომზადების დრო მნიშვნელოვნად მცირდება.

იმისთვის, რომ კომბოსტოს ფურცლები თხელი და ლამაზი იყოს, კომბოსტოს სწორი სახეობა უნდა აირჩიოთ. კომბოსტოს მყარი, მრგვალი და მძიმე თავები უხეში ფოთლებით – არ გამოდგება. უმჯობესია აიღოთ ფართო და ბრტყელი ეგზემპლარები, რომლებსაც თანაბარი და თხელი ფოთლები აქვთ. კომბოსტოს რამდენიმე თავიდან არჩევანი იმაზე შეაჩერეთ, რომელიც უფრო მსუბუქი იქნება.

ტოლმისთვის კომბოსტოს მომზადების სხვადასხვა მეთოდი არსებობს.

1. შეგიძლიათ კომბოსტო წინასწარ მოამზადოთ. ბორშის, სალიანკის ან რაგუს მომზადებამდე საჭიროა, კომბოსტოს ზედა ნაწილი მოაჭრათ, ცელოფანში მოათავსოთ და საყინულეში შედგათ. ტოლმის მომზადებას თუ გადაწყვეტთ – უნდა ამოიღოთ და გაალღვოთ. ფოთლები ლამაზი, ელასტიური და უხეში ძარღვების გარეშე იქნება.

2. შეგიძლიათ კომბოსტო მთლიანად გაყინოთ. ზედა ფოთლები უნდა მოაშოროთ, ყუნწი უნდა ამოაჭრათ, ცელოფანში მოათავსოთ და საყინულეში ჩადოთ. ეს უნდა გაკეთდეს, როდესაც კომბოსტო ბევრია და იწყებს გაფუჭებას. შემდეგ, საჭიროებისამებრ, ამოიღებთ და გაალღობთ, როდესაც ტოლმის მომზადებას დააპირებთ.

3. ტოლმისთვის კომბოსტოს მომზადება მიკროტალღურ ღუმელშიც შეიძლება. კომბოსტოს თავი უნდა გაიწმინდოს (გაირეცხოს), გაფუჭებული ფოთლები მოცილდეს და ყუნწი დიდი დანით უნდა ამოიჭრას. მიკროტალღური ღუმელი უნდა იყოს დაყენებული 800 ვტ-ზე და კომბოსტოს თავი, რომლის წონა 1,5 კგ-დან 2 კგ-მდეა, უნდა მოვათავსოთ მასში 10-12 წუთის განმავლობაში.

სასურველია, რომ ეს პროცესი უყურადღებოდ არ მიატოვოთ და მუდმივად აკონტროლოთ იგი. სხვადასხვა ჯიშის კომბოსტოს მომზადებას შეიძლება მეტი ან ნაკლები დრო დასჭირდეს. როცა დარწმუნდებით, რომ ფოთლები საკმარისად დარბილდა, ამოიღეთ კომბოსტო და გააგრილეთ ცივ წყალში ან ონკანის ქვეშ. შემდეგ კი ფრთხილად მოხსენით სათითაო ფურცელი და თეფშზე დაალაგეთ, რათა მოგვიანებით ტოლმა მოამზადოთ. ან ფურცლები ცელოფანში მოათავსეთ და საყინულეში შედგით შესანახად.

სხვა რჩევები

ბევრი დიასახლისი კომბოსტოს ტრადიციული მეთოდით მდუღარე მარილიან წყალში თუთქავს. ამ გზით შეგიძლიათ რამდენიმე თავი კომბოსტო ერთდროულად ჩათუთქოთ და მომავალი გამოყენებისთვის მოამზადოთ: დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და ცოტა მარილი ჩაყარეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და შიგნით კომბოსტოს თავები მოათავსეთ.

ორთქლზე მოსამზადებლად აუცილებელია კომბოსტოს თავებს გაფუჭებული ზედა ფოთლები მოვაცილოთ და ყუნწები მოვაჭრათ. როგორც კი მზად იქნება, დარბილებული ფოთლები მოვაცალოთ და კომბოსტოს თავი ისევ ადუღებულ წყალში მოვათავსოთ, სანამ ბოლო გამოსადეგ ფოთოლამდე არ დავახარისხებთ. ფოთლები შეგვიძლია პორციებად გადავანაწილოთ, ცელოფნებში ჩავალაგოთ და საყინულეში მოვათავსოთ.

ტოლმისთვის შეგვიძლია კომბოსტო დავამწნილოთ. ფოთლებს სამ ლიტრიან ქილაში ათავსებენ, მარილწყალს ასხამენ და პლასტმასის თავსახურს აფარებენ. მარილწყლისთვის გასუფთავებულ წყალს იყენებენ (წყაროს ან ჭის წყალს) და 1 ლიტრ სითხეს 3 სუფრის კოვზ ჩვეულებრივ მარილს უმატებენ. ქილებს გრილ და ბნელ ადგილას ინახავენ. ტოლმის მომზადებამდე ასეთი კომბოსტო ცოტა უნდა მოხარშოთ, რათა სიმჟავე მოშორდეს და ფოთლები უფრო რბილი და ელასტიური გახდეს.

შეარჩიეთ ტოლმისთვის კომბოსტოს მომზადების თქვენთვის შესაფერისი მეთოდი, მოამზადეთ კომბოსტოს ფურცლები წინასწარ და ეს კერძი ხშირად, სწრაფად და სიამოვნებით მოამზადეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს