ბადრიჯანი – საკმაოდ პრეტენზიული კულტურაა. კარგი ზრდისთვის მას შესაფერისი ნიადაგი, შესაბამისი მოვლა და რეგულარული კვება და მორწყვა ესაჭიროება. სრულფასოვანი განვითარებისა და უხვი ნაყოფიერებისთვის მას ყველა საჭირო პირობა უნდა შევუქმნათ. ეს მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია!
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რომელი საკვები ელემენტები ესაჭიროება ამ პრეტენზიულ ბოსტნეულს და რა დროს არის რეკომენდებული მათი მიწოდება, რით უნდა გამოვკვებოთ ბადრიჯანი და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად.
ბადრიჯნის სასუქი ზაფხულისთვის: რისთვის არის საჭირო
ბადრიჯანს საკვები ნივთიერებები ესაჭიროება ნერგების დროული ზრდისთვის ბუნებრივი განრიგის შესაბამისად. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
- 1.ფესვთა სისტემის ზრდა მნიშვნელოვნად ფერხდება საკვები ნივთიერების დეფიციტის დროს.
- 2. ნებისმიერი ელემენტის ნაკლებობა ყველაზე ძლიერ ნერგებსაც კი მავნებლებისა და დაავადებების მიმართ დაუცველს ხდის.
ბადრიჯანს სასუქი ფესვიდან უნდა მიაწოდოთ. ფოთლებსა და ღეროებს არაფერს ასხურებენ. თუ სასუქი შემთხვევით მცენარის ამ ნაწილს მოხვდება, აუცილებლად ჩამორეცხეთ წყლით. სასუქად არ ღირს ახალი ნაკელის გამოყენება. პირველ კვებას ნერგების დარგვიდან 2 კვირის შემდეგ აძლევენ. უკეთეს შემთხვევაში – 3 კვირის შემდეგ. ზაფხულში სასუქი უნდა მისცეთ რეგულარულად სამჯერ ან ექვსჯერ.
რა სასუქი უნდა მივცეთ ბადრიჯნის ნერგებს: კალიუმის და აზოტის სასუქი
გამოცდილმა მებოსტნეებმა იციან, რომ ბადრიჯნისთვის უკეთესია მზა მინერალური სასუქის გამოყენება, რომელიც შემდეგი ნარევისაგან შედგება:
- კალიუმი;
- აზოტი;
- ფოსფორი.
ეფექტური ხალხური საშუალებები ბადრიჯნისთვის
ბალახი
აიღეთ 80 – 100 ლიტრი მოცულობის კასრი, მისი 2/3 ბალახით შეავსეთ, დაასხით წყალი და გააჩერეთ 7 დღე-ღამის განმავლობაში. თითოეული მცენარის ქვეშ, დილით და საღამოს, თითო ლიტრი მზა პროდუქტი დაასხით.
ნაკელი და ბალახი
50 ლიტრიანი კასრის 2/3 ახალ მოთიბული ბალახით შეავსეთ. დაამატეთ 200 გრამი ხის ნაცარი და 1 სათლი ახალი ნაკელი (ძროხის). კარგად შეურიეთ. ნაყენი ერთ კვირაში სრულიად მზად იქნება. მორწყვის წინ 3 ლიტრ ნარევს 1 ლიტრი სუფთა წყალი უნდა შეურიოთ. თითოეული მცენარის ქვეშ თითო ლიტრი მზა ნარევი დაასხით.
კარტოფილი
ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან მარტივია. სასუქის მოსამზადებლად კარტოფილის ნარჩენები უნდა მოხარშოთ, გააგრილოთ და მორწყოთ ბადრიჯნის ახალგაზრდა ბუჩქები.
ქათმის ნაკელზე დამზადებული სასუქი
1 კილოგრამ ნაკელს 15 ლიტრი წყალი შეურიეთ. ნარევი 1 კვირის მანძილზე გააჩერეთ. მიღებული სითხით აკურატულად მორწყეთ ბადრიჯანი, საშუალება ფოთლებს არ უნდა მოხვდეს.
უნივერსალური სასუქი დიდი ბადრიჯნების გასაზრდელად
შემდეგი სქემის მიხედვით სასუქის მიცემის შემთხვევაში უჩვეულოდ დიდი ზომის ნაყოფს მიიღებთ. პირველი სასუქი ნერგების დარგვიდან 15 – 20 დღის შემდეგ მიეცით, შემდეგ კი – 3 კვირის შემდეგ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ნაკელის ნარევი თანაფარდობით 1 : 15 ან ძროხის ნაკელის ნარევი თანაფარდობით 1:5. ვეგეტაციის დასაწყისში ბადრიჯანს მინერალური სასუქი ესაჭიროება. მისი მომზადება შემდეგი მეთოდით შეგიძლიათ: 10 ლიტრ წყალს შეურიეთ 15 გრამი კალიუმის ქლორიდი, 20 გრამი შარდოვანა და 15 გრამი სუპერფოსფატი. ნაყოფიერების დაწყებისთანავე სასუქის დოზა გააორმაგეთ.
ამ ბანალური წესების დაცვით თქვენ თქვენს მცენარეებს დაავადებებისგანაც დაიცავთ და კარგ მოსავალსაც მიიღებთ.