მოვამზადოთ უგემრიელესი ქათმის კატლეტი

895

დღეს დიასახლისები კატლეტის მოსამზადებლად იყენებენ სხვადასხვა პროდუქტს: ხორცს, ფრინველს, თევზს და ბოსტნეულს. ეს ქათმის ფარშით მომზადებული კერძი ყველაზე ნაზია. ბევრი ადამიანი მას ანიჭებს უპირატესობას, რადგან ასეთი ძირითადი ინგრედიენტი უფრო იაფია, ვიდრე ღორის ან საქონლის ხორცი. გარდა ამისა, ქათმის ფარშის კატლეტი ძალიან სწრაფად მზადდება. ეს ბოლო პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც არ აქვს ბევრი დრო სამზარეულოში გასატარებლად. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი ქათმის კატლეტი.

ზოგიერთი ფრინველის ხორცს არ იყენებს ასეთი კერძისთვის, რადგან თვლის, რომ მშრალი გამოვა. თუმცა ქათმის ფარშით შესაძლებელია ყველაზე წვნიანი კატლეტის მომზადება. არსებობს 6 პროფესიონალური მეთოდი, ასეთი ფარშის ყველაზე წარმატებულ ხორცის კერძად გადაქცევისა.

უგემრიელესი ქათმის კატლეტი: მომზადების ნიუანსები

დაუმატეთ ხახვი

ხახვი წარმოდგენილია ქათმის კატლეტის თითქმის ყველა რეცეპტში. ამის ერთი მარტივი მიზეზი არსებობს. ხახვი კერძს არა მხოლოდ უფრო საინტერესო გემოს მატებს, არამედ მას ბევრად უფრო წვნიანს ხდის. ეს ბოსტნეული შეგიძლიათ დაუმატოთ დაფქულ ხორცს უმი ან მზესუმზირის ზეთში შემწვარი.

დაუმატეთ ყაბაყი

ქათმის და ამ ბოსტნეულის კომბინაცია ყოველთვის კარგია. კერძში ყაბაყის დამატებით, შეგიძლიათ არა მხოლოდ დაზოგოთ ხორცზე, არამედ ასევე შეგიძლიათ კატლეტი უფრო წვნიანიც გახადოთ. მზა ხორცპროდუქტებში ამ ბოსტნეულის გემო პრაქტიკულად არ იგრძნობა. ამიტომ, ისინიც კი, ვისაც ყაბაყი დიდად არ უყვარს თვალის დახამხამებაში გააქრობენ კატლეტებს ასეთი დანამატით.

დაუმატეთ თეთრი პური

პურის რბილობი ასევე ეხმარება ქათმის ფარშს, რომ გაცილებით წვნიანი გახდეს. საჭიროა, რძეში 10-15 წუთის განმავლობაში გაჟღენთვა და ამ დროის შემდეგ ზედმეტი ტენის გამოწურვა. ასე მომზადებული პური ქათმის კატლეტის იდეალური დამატებაა.

არ დაგვავიწყდეს კარაქი

ასეთი კერძის მომზადებისას ზოგიერთი მზარეული ერთ ხრიკს მიმართავს – კარაქს იყენებს. მას ძალიან მცირე რაოდენობით უმატებენ და ამის წყალობით, კატლეტი უფრო წვნიანი გამოდის, მაგრამ არც ძალიან ცხიმიანი ხდება.

მანანის ბურღულის დამატება

ქათმის ფარშს მზარეულები ასევე უმატებენ მანანის ბურღულს. ეს ხელს უწყობს ხორცის წვენის შენარჩუნებას პროდუქტების შიგნით. კატლეტების თერმული დამუშავებისას ბურღული აგროვებს ტენიანობას. შედეგად, კერძი გამოდის ფუმფულა, გემრიელი და წვნიანი.

ყინულის დამატება

ალბათ ყველას ერთხელ მაინც ჩაუსხამს ცოტაოდენი ცივი წყალი ფარშში, რათა ის უფრო წვნიანი გამხდარიყო. თუმცა, მზარეულები უფრო შორს წავიდნენ. ამ მიზნით იყენებენ დაქუცმაცებულ ყინულს, რაც ხელს უწყობს კატლეტების გადაქცევას ყველაზე წვნიან ხორცპროდუქტად.

არასოდეს მოგიმზადებიათ მსგავსი კერძი ქათმის ფარშისგან, რადგან გეგონათ, რომ მშრალი გამოვიდოდა? დროა დაძლიოთ თქვენი შიში. ამ 6 ხრიკის დახმარებით თქვენ მარტივად შეძლებთ ამის გაკეთებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს