სომნოლოგი-ნევროლოგი ელენა ცარევა: ზრდასრული ადამიანების შემთხვევაში დღის განმავლობაში ძილის მუდმივი სურვილი არის „არანორმალური სიტუაცია“ და მისი მიზეზები შეიძლება იყოს პათოლოგიური.
სომნოლოგმა ცარევამ ინტერვიუში თქვა, რომ დღის ძილისადმი მუდმივი ლტოლვა ნორმალური არ არის. ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს გამართლებულია, არის ის, როცა ადამიანს დღის განმავლობაში ძილი სურს დაღლილობისა და ღამის განმავლობაში არასაკმარისი ძილის გამო.
„ადამიანს ან არასწორი რეჟიმი ან სამუშაო გრაფიკი აქვს, ან ღამის ძილის ხარისხი და ხანგრძლივობა არ არის დამაკმაყოფილებელი“, – თქვა სპეციალისტმა.
ცარევას თქმით, დღის განმავლობაში რეგულარულად გაჩენილი დაძინების სურვილი შეიძლება მიუთითებდეს არსებულ დეპრესიაზე. თუ ძლიერი ძილიანობა დღის განმავლობაში დაკავშირებულია საკვების მიღებასთან, ან ჩნდება მის შემდეგ მალევე, ეს სავარაუდოდ მიუთითებს არსებულ ინსულინრეზისტენტობაზე.
ექიმმა შუა სამუშაო დღის განმავლობაში ძილიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად გასცა რეკომენდაცია – გარკვეული დროით უნდა უყუროთ თეთრი და ლურჯი ფერების მქონე გაჯეტების ნათელ ეკრანებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია: მოერიდეთ ჭარბ კოფეინს. მას გააჩნია შარდმდენი მოქმედება და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ისეთი ნივთიერებების გამოდევნას, რომლებიც მას სტრესის უკეთესად გადატანაში ეხმარება. სტრესის დროს ძილის სურვილი მატულობს – ასე ზოგავს და აგროვებს ორგანიზმი რესურსებს რთულ სიტუაციასთან გასამკლავებლად.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.