როგორ მოვამზადოთ ნამდვილი ოსური ხაჭაპური ყველითა და კარტოფილით

763

დედამთილისგან ოსური ხაჭაპურის მომზადება ვისწავლე. დაბრაწული ქერქი და წვნიანი შიგთავსი ვის არ მოეწონება! ცომის მოცემული რაოდენობისგან 3 ღვეზელი გამოდის, თანაც 26-28 სმ დიამეტრით.

დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია გასწავლით ოსური ღვეზლის მომზადებას მარტივი საფუვრიანი ცომითა და უგემრიელესი გულსართით. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა სადილისთვის, წვნიანთან, პურის ნაცვლად, ან უბრალოდ ჩაისთან ერთად.

ოსური ღვეზელი კარტოფილით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 500 გ ფქვილი
  • 400 მლ რძე
  • 50 გ კარაქი
  • 10 გ შაქარი
  • 5 გ მშრალი საფუარი (ან 15 გ ნედლი)
  • 1 ჩ.კ. მარილი

ინგრედიენტები გულსართისთვის

  • 200 გ მოხარშული კარტოფილი
  • 300 გ ყველი (ოსური, სულგუმი, ადიგეური ან მოცარელა)
  • 10 გ კარაქი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

დამატებითი ინგრედიენტები

  • 30 გ კარაქი ხაჭაპურზე წასასმელად

მომზადება

  1. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ საფუარი და შაქარი, დაასხით თბილი რძე, მოურიეთ და გააჩერეთ 10-15 წუთით.
  2. დაადნეთ კარაქი და გააგრილეთ. ღრმა თასში შეურიეთ გაცრილი ფქვილი და მარილი. მშრალ მასაში პატარა ორმო გააკეთეთ და დაუმატეთ საფურვიანი მასა და კარაქი.
  3. მოზილეთ ცომი: ჯერ კოვზით, შემდეგ ხელებით. ურიეთ დაახლოებით 10-15 წუთით (ცომი ხელებზე რომ არ მიგეკროთ, წაისვით ზეთი). შედეგად, ცომი უნდა გახდეს გლუვი, რბილი და მკვრივი. დაამრგვალეთ ცომის მასა, დაახურეთ საკვები ცელოფანი და გააჩერეთ 30 წუთით თბილ ადგილას.
  4.  ჩაზილეთ ცომი და კიდევ 30 წუთით გააჩერეთ. კიდევ ერთხელ გაიმეორეთ იგივე.
  5.  სანამ ცომი სივდება, მოამზადეთ გულსართი. კარტოფილი მოხარშეთ მზაობამდე. ყველი დახეხეთ მსხვილად.
  6. დაჭყლიტეთ კარტოფილი, დაუმატეთ კარაქი და მოამზადეთ პიურე. ცხელ მასას დაუმატეთ ყველი და მოურიეთ ერთგვაროვნებამდე. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  7. დაყავით შიგთავსი სამ 170-გრამიან ნაწილად. თითოეული ნაწილი დაამრგვალეთ და დადეთ თეფშზე.
  8. ფქვილმოყრილ მაგიდაზე ჩაზილეთ ცომი და დაყავით სამ 320-გრამიან ნაწილებად. ცომის თითოეული ნაწილი კიდევ ერთხელ ჩაზილეთ, დაამრგვალეთ და დაახურეთ საკვები ცელოფანი. გააჩერეთ 5-10 წუთით.
  9. გაწელეთ ცომი ხელებით, შუაგულში დადეთ გულსართის ბურთი და შემოახვიეთ ცომი, კიდეები ერთმანეთს მიაწებეთ.
  10.  ხელით გაათანაბრეთ ღვეზლის ზედაპირი, რათა მრგვალი, ბრტყელი კვერი მიიღოთ. ცენტრში ცომი გახვრიტეთ, ჰაერმა გამოსვლა რომ შეძლოს.
  11. აცხვეთ ღვეზელი 200 °С-მდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით. როცა ღვეზელი გამოცხვება, წაუსვით კარაქი. იგივე გაიმეორეთ დანარჩენ მასალაზეც. სულ 3 ღვეზელი უნდა გამოგივიდეთ.

სულ ეს იყო, ოსური ხაჭაპური მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს