ამ ცომის რეცეპტი ნამდვილი მონაპოვარია, არ სჭირდება საფუარი და იდეალურია პიცისთვის.

0
499
ფოტო: pikrepo & pxhere / edited by paparazzi.ge

როცა სტუმრები უკვე კართან არიან, სამზარეულო კი ცარიელია, პიცის უსაფუვრო ცომის მომზადება ნამდვილად მოგცემთ ხელს. მისი მოზელა ძალიან მარტივია, განსაკუთრებით, თუ ხელთ დაწვრილებითი ინსტრუქცია გაქვთ.

ამის შემდეგ, ზემოდან უბრალოდ დაადებთ ძეხვს, სოკოს, პომიდორს, ყველს თუ სხვა პროდუქტებს, რომლებსაც მაცივარში იპოვით, და გაუშვებთ ღუმელში დასასვენებლად.

პიცის უსაფუვრო ცომის მომზადება

ამ ცომს, სოდისა და საფუვრის სახით, არ სჭირდება გამაფხვიერებლები, ამიტომ გამოდის თხელი და საკმაოდ მჭიდრო, ლავაშის მსგავსად. თუმცა, ეს პიცას ძალიან მოუხდება, რამდენადაც თხელი ქერქი ხელს არ შეგიშლით პიცის გულსართით ტკბობაში.

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. გაცერით ფქვილი ღრმა ჭურჭელში.
  2. თანდათან დაუმატეთ წყალი. ჩაასხით ცოტაოდენი და სცადეთ მოზელა, თუ საჭირო იქნება – დაუმატეთ.
  3. დაუმატეთ ზეთი და მარილიც. უმჯობესია ზეითუნის ზეთის გამოყენება. მოზილეთ ცომი.
  4. დაახურეთ ცომს საცხობი ფენა და დაასვენეთ 20-30 წუთით. ამ დროში იგი უფრო ელასტიური გახდება, მარტივად გაბრტყელდება და არ დაიხევა.
  5. 30 წუთში შეგიძლიათ გააბრტყელოთ.
  6. მითითებული ინგრედიენტებისგან მიიღებთ 1 საცხობ ფორმაზე 2-3 მმ სისქის ცომს.

უსაფუვრო სწრაფი ცომი ღუმელში 7-10 წუთით, 200 გრადუსზე უნდა გამოაცხოთ. ასევე, იგი კარგია პიცის ტაფაზე მოსამზადებლად.

თქვენ რას მოაყრიდით ამ პიცას?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი