დაიწყეთ დუნდულებზე სიარულის ლუქს სავარჯიშოს შესრულება, თუ 40 წლეს გადააბიჯეთ ბრწყინვალე შედეგი გექნებათ.

0
308
ფოტო: Alexy Almond on pexels

“მეხუთე წერტილზზე” სიარული თეძოების საუკეთესო სავარჯიშოთა ათეულში შედის. მასში რთული არაფერია: უბრალოდ დაჯექით იატაკზე და იმოძრავეთ ჯერ ერთი, მერე მეორე თეძოთი, ფეხებთან ერთად.

თუმცა, ყველამ არ იცის, თუ რამხელა სარგებელი მოაქვს ამ მარტივ სავარჯიშოებს, ამიტომ მათ დილის ყოველდღიურ კომპლექსში არ რთავენ.

სავარჯიშოები თეძოებისა და დუნდულებისთვის

1. თეძოებზე სიარული არეგულირებს საკვების მომნელებელი სისტემის მუშაობას, რამდენადაც მისი დიდი ნაწილი სწორედ მენჯის არეში მდებარეობს, ასევე, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას, ყაბზობის მკურნალობას. საკვების მომნელებელი სისტემის სწორი მუშაობა მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირების წინაპირობაა.

2. სავარჯიშო ებრძვის ცელულიტსაც. რეგულარული შესრულების შემთხვევაში, იგი ერთ თვეში მოგაშორებთ ფორთოხლის ქერქს ბარძაყებზე.

3. იგი ებრძვის ჭარბ წონას და სხეული ტონუსში მოჰყავს. აძლიერებს თეძოების კუნთებს, ქვედა პრესსა და ბარძაყების შიდა ზედაპირს.

ეს სავარჯიშო თეძოებისა და ბარძაყების გასახდომად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია.

4. ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ორგანოებში, ხელს უშლის მათში მუშაობის შენელებას, აქრობს მენსტრუალურ ტკივილებს, ზრდის რეპროდუქციულ ფუნქციას.

5. წელავს და თელავს ხერხემალს, ამუშავებს გავის ძვლის კუნთებსა და მყესებს, ზრდის სახსრების მობილურობას, აუმჯობესებს სხეულის პოზას, კურნქავს სქოლიოზს.

სანამ სავარჯიშოს შესრულებას დაიწყებდეთ, საჭიროა კუნთების გახურება: იხტუნეთ ლახტით ან ირბინეთ სარბენ ბილიკზე. თავიდან იგი რბილ ზედაპირზე უნდა შეასრულოთ და გადახვიდეთ უფრო მყაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც კუნთები გაძლიერდება.

1. დაჯექით დუნდულებზე, გაშალეთ ფეხები, გაასწორეთ წინ.

2. გამართეთ ზურგი.

3. მოხარეთ ხელები იდაყვებში და გადაიტანეთ თავს უკან. თუ ხელების დახმარების გარეშე გაგიჭირდებათ, თავიდან გააკეთეთ მჭიდრო დოინჯი.

4. გადააადგილეთ მარცხენა დუნდული მარცხენა გაშლილ ფეხთან ერთად. ტორსის მარცხენა ნაწილი წინ ფეხთან ერთად უნდა გადაადგილდეს.

5. იგივე გაიმეორეთ სხეულის მარჯვენა მხარითაც.

პირველ დღეებში დაფარეთ მცირე მონაკვეთი. თანდათან გაზარდეთ მანძილი და ნაბიჯების რაოდენობა დუნდულებზე.

ამ სავარჯიშოს შესრულება სავსებით შესაძლებელია საშინაო პირობებში. უბრალოდ იატაკზე ხალიჩა უნდა დააგოთ. მისი შესრულებისთვის დღესი მაქსიმუმ 5 წუთი დაგჭირდებათ. ეს ბევრი არაა, თუმცა ეფექტი მოლოდინს გაამართლებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი