თუ თქვენ, როგორც მე, არ გიყვართ საფუვრიანი ცომის მომზადება, გემრიელ პიცაზე კი უარს ვერ ამბობთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს რეცეპტი. სწრაფი ცომი საფუვრის გარეშე მზადდება. სხვათა შორის, სწორედ ამ რეცეპტით ამზადებენ პიცას იტალიელები.
ცომის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი საფუვრიანზე უფრო სწრაფად მზადდება და ცხვება, რაც იმას ნიშნავს, რომ პიცის მომზადება უფრო ნაკლებ დროს დაიღებს, ვიდრე ჩვეულებრივი ცომით.
პიცის სწრაფი ცომი საფუვრის გარეშე
დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ პიცის უსაფუვრო ცომის რეცეპტს. ასე თხელ და ხრაშუნა პიცას მიიღებთ.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 1.5 ჭიქა ფქვილი
- 4 ს.კ. ზეთი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 100 მლ წყალი
მომზადება
- გაცერით ფქვილი. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ გაცრილი ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. კარგად მოურიეთ.
- ჩაყარეთ ეს ინგრედიენტები ღრმა თასში, რომელშიც ცომის მოზელას აპირებთ. ცენტრში გააკეთეთ მცირე ჩაღრმავება, ჩაასხით წყალი და ზეთი.
- მოზილეთ ცომი, ჯერ კოვზით, შემდეგ ხელებით. ზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი რბილი და ელასტიური უნდა გამოვიდეს.
- დაასვენეთ ცომი 30 წუთით და თამამად გამოაცხვეთ მისგან არომატული პიცა.
- მითითებული ინგრედიენტებისგან მიიღებთ 2-3 მმ სისქის პიცას 1 ლანგრისთვის. ასეთი ცომი უნდა აცხოთ 10-15 წუთით, 180 გრადუსზე. ასევე, ამ ცომით პიცას ტაფაზეც მოამზადებთ.
ჩვენი უმრავლესობა მიჩვეულია, რომ პიცა მსუყე საკვებია წელვადი ყველით, პომიდვრითა და ძეხვეულით, დესერტთან კი მას არავითარი კავშირი არ აქვს. ძალიან ვცდებით! არსებობს ხილის, შოკოლადისა და ჩირის პიცებიც კი.
გემრიელად მიირთვით!