სალიანკა – კერძი, რომელიც კულინარიული ფანტაზიისთვის მაქსიმალურ თავისუფლებას ტოვებს. მას შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი სახეობის ხორცი, ძეხვი, შებოლილი (ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც მაცივარში დაგრჩათ).
როგორც ნებისმიერ ხორცის კერძს, სალიანკას მომზადების თავისი საიდუმლოებები გააჩნია.
„პაპარაცი“ კლასიკური სალიანკას მომზადების საიდუმლო ხრიკებზე გიამბობთ, რომელთა შესახებ შეიძლება გამოცდილმა მზარეულმაც არ იცოდეს.
როგორ მოვამზადოთ ხორცის სალიანკა
1. ბულიონი
სალიანკას გასაოცარი განსაკუთრებულობა: ბულიონი შეგიძლიათ წინასწარ მოხარშოთ, ხოლო თავად წვნიანი სწრაფად „მოხარშოთ“ მზა პროდუქტებით, რომელთაც თერმოდამუშავება არ სჭირდებათ.
სალიანკის ბულიონი ძალიან სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, რომ მან ყველა არომატით გაჯერება და ოდნავ გასქელება მოასწროს. ბულიონის ადუღების დროს ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წვნიანი ბუნდოვანი გამოვა.
2. კიტრი
სალიანკის გემო კიტრის ხარისხზე დიდად დამოკიდებულია. მცოდნეები გირჩევენ, რომ კასრის დამარილებული კიტრი გამოიყენოთ და არა ქილაში დამწნილებული. მსხვილ კიტრს ქერქი მოაჭერით, ხოლო თუ უხეშია, წინასწარ გახეხეთ.
ხშირად კითხულობენ, შეიძლება თუ არა დამარილებული კიტრის მწნილით ჩანაცვლება. ჩანაცვლება შეიძლება, მაგრამ რიგი მომენტები უნდა გაითვალისწინოთ.
კიტრი, როგორც წესი, ძმარში მწნილდება, ხოლო დამარილების დროს ლიმონი გამოიყენება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ზედმეტად მჟავე წვნიანი მიიღოთ. როგორც ვარიანტი: კიტრის მწნილი კარგად გარეცხეთ და ოდნავ შეწვით.
სალიანკა გემრიელი რომ გამოვიდეს, ზოგჯერ მას ადუღებულ კიტრის მარილწყალს უმატებენ (მაგრამ არა მწნილის წყალს).
3. ინგრედიენტების დაჭრა
ინგრედიენტები ისე უნდა დაჭრათ, რომ კოვზზე თავისუფლად დაეტიოს. ჩვეულებრივ, კუბებად ან მოკლე ზოლებად ჭრიან.
4. მოსართავი
როგორც წესი, სოლიანკას „ბრეზით“ რთავენ, რომელიც ზეთში შემწვარი ხახვის, დაჭრილი კიტრისა და პომიდვრის წვენისგან შედგება. გემრიელი სოლიანკის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ყველა კომპონენტი ბულიონის და მწიკვი შაქრის დამატებით 1 საათის განმავლობაში ღუმელში ითუშება.
5. ბოლო შტრიხები
სალიანკაში როგორც მინიმუმ 4 სახეობის ხორცის პროდუქტი (ხორცი, ძეხვი, სოსისი, ბეკონი) გამოიყენება. შებოლილი ხორცი სჯობს წინასწარ შეწვათ, რომ ზედმეტი ცხიმი გაადნოთ.
უფრო ძლიერი და გაჯერებული გემოს მისაღებად სალიანკას ზეთისხილს და კაპარს უმატებენ. თუმცა ამ ინგრედიენტების გადახარშვა არ შეიძლება, კაპარი შეიძლება მომწარო გახდეს, ხოლო ზეთისხილმა თავისი პიკანტური გემო დაკარგოს.
ამის თავიდან ასაცილებლად, კაპარი და ზეთისხილის მომზადების ყველაზე ბოლო ეტაპზე დაამატეთ, ლიმონი და მწვანე ხახვი – უშუალოს სუფრაზე გატანის წინ.
ხორციანი სალიანკის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 400 გრ ხორცი (ღორის და ძროხის ხორცი)
- 500 გრ ხორცის პროდუქტი (ძეხვი, სოსისი, ლორი)
- 150 გრ დამარილებული კიტრი
- 2 ხახვი
- 1 სტაფილო
- 1 ლიმონი
- 50 გრ ზეთისხილი
- კაპარი (სურვილის მიხედვით)
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება:
- წარმოუდგენლად გაჯერებული გემოს მქონე ბულიონი რომ მიიღოთ, ხბოს მკერდი ძვლებიანად და ღორის ნეკნები გამოიყენეთ. ხორცი ქვაბში მოათავსეთ და ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, ქაფი მოხადეთ, გახეხილი სტაფილო და ხახვი დაუმატეთ. ბულიონი მინიმუმ 1,5 საათით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. ამის შემდეგ ბულიონიდან სტაფილო და ხახვი ამოიღეთ: ისინი აღარ დაგჭირდებათ. ძვლებს ხორცი მოაშორეთ და კუბებად დაჭერით.
- ხორცის დელიკატესები მოკლე ზოლებად დაჭერით და ტაფაზე ოდნავ შეწვით.
- ხახვი წვრილად, კიტრი კი კუბებად ან ზოლებად დაჭერით.
- ხახვი ზეთში ოდნავ შეწვით, შემდეგ კიტრი დაუმატეთ. ბოსტნეულის ზეთში შეწვა კიდევ 3-5 წუთით გააგრძელეთ.
- ცეცხლს დაუწიეთ, პომიდორი დაუმატეთ და 10 წუთით თუშეთ. შედეგად, მოსართავ „ბრეზს“ მიიღებთ.
- ბრეზი ბულიონს აურიეთ, ხორცი და ხორცის დელიკატესები დაუმატეთ. წვნიანს ადუღება აცადეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ.
- ყველაზე ბოლოს, ზეთისხილი და კაპარი დაუმატეთ.
- ლიმონის ნაჭრები სუფრაზე გატანის წინ დაუმატეთ.
- გემრიელი ხორცის სოლიანკა მზადაა. გემრიელად მიირთვით!
სალიანკას თეფშზე დასხმის დროს, 1 კოვზი არაჟნის, ლიმონის ნაჭრის და ნებისმიერი მწვანილის დამატება არ დაგავიწყდეთ. ჭვავის პურთან ერთად შეგიძლიათ რამდენიმე ცხარე წიწაკა დაუმატოთ. სალიანკა ცხარე, ნოყიერი და მადის აღმძვრელი უნდა იყოს და ორგანიზმს სადილისთვის ამზადებდეს.