საზამთროს თესლი ონკოლოგიურ პაციენტებს დაეხმარება

0
421
საზამთროს თესლი | ფოტოს ავტორი ProjectManhattan | წყარო wikimedia

„1 თვის წინ სწორი ნაწლავის ნაწილის მოსაშორებლად (I-II სტადიის სიმსივნე, მეტასტაზების გარეშე) ოპერაცია გამიკეთეს. რეკომენდებულია ქიმიოთერაპია, მაგრამ იშემიური ინსულტის გადატანის შემდეგ პროცედურა ჩემთვის უკუჩვენებულია. შესაძლოა, ხალხური მეთოდები არსებობს, რომლებიც დაავადების გართულებას თავიდან აცილებაში დამეხმარება? პატივისცემით, ვალერი“.

წერილს ჯანმრთელობის მკვლევარი ნიკოლ მარჩენკო პასუხობს.

ამ სიტუაციაში, ასევე საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, გირჩევთ ქიმიოთერაპიის ნაცვლად (ასევე, მანამდე და შემდეგ) დაავადების რეციდივის საწინააღმდეგოდ კომპლექსურ პროფილაქტიკას მიმართოთ.

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ კვებას, რაციონიდან პური და შაქრის შემცველი პროდუქტები გამორიცხეთ. უფრო მეტი სტაფილო, ნიახური და გოგრა მიირთვით. უპირატესობა ცოცხალ საკვებს მიანიჭეთ: სალათი ნიახურით, სტაფილოთი, ჭარხლით, კომბოსტოთი, კამის თესლით ან კამით და მწვანილებით. სალათები არ დაამარილოთ და ცოტა მზესუმზირას (ოღონდ ცივი დაწურვის, შეუმწვარი თესლიდან მიღებული), ზეითუნის ან სელის ზეთი აურიეთ. მცირე პორციებით, დღეში 4-5-ჯერ ჭამეთ.

კომბოსტო სიფრთხილით მიიღეთ, რადგან პროდუქტი შებერილობას იწვევს. აი, გოგრას უპირატესობა მიანიჭეთ – მას ზოგჯერ ადგილობრივ ჯენშენსაც უწოდებენ. უმი გოგრა შეჭამეთ (სალათებში ნაჭრებად დაუმატეთ), წვენი დალიეთ, გამოაცხვეთ, შავ ქიშმიშთან და კალიუმით მდიდარ ფეტვთან ერთად მოხარშეთ.

საზამთრო | ფოტოს ავტორი Annalise Batista | წყარო Pixabay

ცალკე უნდა ითქვას გოგრის თესლის და ყურძნის ან საზამთროს კურკების შესახებ (ოღონდ იმ კენკრიდან, რომელსაც თავად მოიხმართ). გოგრის თესლს ნარინჯისფერ ბოჭკოებს არ აშორებენ და არ რეცხავენ, არამედ აშრობენ. საზამთროს, ნესვის და ყურძნის თესლი შეიცავს ნაერთ ნივთიერებას, რომელიც მეტასტაზების წარმოქმნას აფერხებს და ონკოლოგიური უჯრედების ინკაფსულაციას ხელს უწყობს. 1 ჩ/კ დაფქული ან გატარებული თესლი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ. მკურნალობის კურსი 14-28 დღე. ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

სისხლის გასაწმენდად რაციონი წითელი (თეთრი ვენების გარეშე) ჭარხლით ან მისი წვენით გაამდიდრეთ. ასევე, შეგიძლიათ წვენიდან ჭარხლის პასტილა მოამზადოთ. გაურჩეველი, გარეცხილი ჭარხლიდან წვენი გაწურეთ და ემალის ქვაბში სუსტ ცეცხლზე გასქელებამდე ხარშეთ. ვთვლი, რომ ჭარხალი წითელი სხეულების მთავარი მიმწოდებელია, მაგრამ 40-50 მლ-ზე მეტი წვენის მიღება არ ღირს.

ასეთი პრობლემების მქონე პაციენტებისთვის სასარგებლოა ღორის ყურების ლაბა ქათმის ან ინდაურის ხორცის დამატებით.

რაც შეეხება პურს, შეგიძლიათ ჭვავის პური შეჭამოთ ან წიწიბურა-ჭვავის პური საფუარის გარეშე თავად გამოაცხოთ. პირველად ამისთვის აფუებული ცომი მოამზადეთ, შემდეგისთვის კი ცოტა ცომი მოიტოვეთ. პურის მიღება ღორის ქონთან და ნიორთან ან ხახვთან ერთად სასარგებლოა.

საკვების შეწვას არ გირჩევთ, მაგრამ თუ მაინც შეწვას გადაწყვეტთ, სჯობს ამისთვის ქონი და არა მცენარეული ზეთი გამოიყენოთ.

სასარგებლოა ბევრი წყლის დალევა, მაგრამ ბიუვეტურული წყლის დალევას არ გირჩევთ, ის ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს. სჯობს გამოხდილი ან ცოცხალი (ტუტე გარემო აქვს) წყალი დალიოთ.

რაც შეეხება ისეთ მცენარეებს, როგორიცაა ქრისტესისხლა ან იაპონური სოფორა, ისინი დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ. სოფორა დააქუცმაცეთ და 1 ჩ/კ 1 ჭიქა წყალში მოხარშეთ. ჩაი მსგავსად დალიეთ. ქრისტესისხლასაც ასე ხარშავენ, მაგრამ 30 მლ-ზე მეტი არ დალიოთ.

მკურნალობის კურსის შემდეგ შარდის ანალიზი (კერძოდ, ამიაკზე) და სისხლის ანალიზი ჩააბარეთ. თუ შედეგებმა აჩვენა, რომ PH მაჩვენებელი, ჰემოგლობინი და ESR (ერითროციტების დალექვის დონე) გაიზარდა – დიეტა სწორად არის შერჩეული.

თუ მებაღეობით ხართ გატაცებული შეგიძლიათ ნატურალური და სრულიად ჯანმრთელი საზამთრო საკუთარი ხელით მოიყვანოთ ჩვენი დეტალური ინსტრუქციის მიხედვით. ან უბრალოდ შეისწავლოთ საუკეთესო საზამთროს შერჩევის წესი და შეძენისას შეცდომა არ დაუშვათ. საზამთროს კურკებს ნურცერთ შემთხვევაში ნუ გადაყრით რადგან ის საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია და ფართო გამოყენება აქვს ხალხურ მედიცინაში. თავად საზამთროსგან კი შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი ჯელე ზამთრისთვის.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი