მუხლების შეშუპება შესაძლოა სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს.

548
მუხლის შეშუპება | ფოტოს წყარო bhatnagarhospital

სპეციალისტების თქმით, შეშუპებული მუხლები, შესაძლოა, რევმატოიდული ართრიტის განვითარების ერთ-ერთი სიმპტომი იყოს. ამ დროს, ადამიანმა დრო არ უნდა დაკარგოს, თერაპია მაქსიმალურად ადრე უნდა დაიწყოს.

რევმატოიდული ართრიტი ორგანიზმში იმუნური სისტემის ზედმეტი რეაქციის შედეგად ჩნდება. ეს რეაქცია იწვევს ანთებას, სიცხეს, სახსრების ტკივილებსა და შეშუპებას.

განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში გახლავთ 40 წელს გადაცილებული ქალბატონები. ამასთან, ექსპერტები თვლიან, რომ ადამიანთა უმრავლესობა ართრიტით ისე ცხოვრობს, რომ მის არსებობაზე არც კი ეჭვობს.

თუ ამ დაავადებას 3 თვეზე მეტხანს უგულებელყოფთ, სახსრებში სერიოზული დაზიანებები გაჩნდება. იზრდება ხანგრძლივი ინვალიდიზაციისა და ქრონიკული ტკივილების რისკი – ნებისმიერი მოძრაობა ძალიან მტკივნეული გახდება.

გარდა ამისა, დროული მკურნალობის გარეშე, ქრონიკული ანთების შედეგად, იზრდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, მათ შორის, გულის დაავადებაც.

როგორც კვლევებმა აჩვენა, ართრიტით დაავადებულ პაციენტთა 60% დაავადების საწყის სტადიაზე უგულებელყოფდა სიმპტომებს, ტკივილსა და ანთებას დაბერების ნორმალურ ნიშნებად მიიჩნევდა. მათი მესამედი კი ამას მიწასთან მუშაობას ან საშინაო საქმეებით გადაღლას უკავშირებდა.

ექიმები შეგვახსენებენ: რევმატოიდული ართრიტის განვითარების პირველი 12 კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ აქტიურ მკურნალობას სწორედ ამ პერიოდში დაიწყებთ, სამომავლოდ, სახსრების დაზიანების რისკი რამდენჯერმე მცირდება, ზუსტად ისე, როგორც მოძრაობის შეზღუდვის საშიშროება.

თუ სახსრები გაწუხებთ, გაეცანით სიმპტომებს რომელიც რევმატიზმზე მიუთითებს. სახსრების დაავადების დროს ძალიან სასარგებლო პროდუქტია ვაშლის ძმარი, ხოლო პოლიართრიტის, რევმატიზმის დროს ანწლი. სახსრების დაავადებას შეგვიძლია ვებრძოლოთ ბუნებრივი საშუალებებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს