აგარ-აგარი: სახეობები, თვისებები, რეცეპტები

0
9300

აგარ-აგარი შეუცვლელი ინგრედიენტი ყველა შესაძლო დესერტის მოსამზადებლად. ჟელატინის მცენარეული ანალოგი აღმოსავლეთში დიდი ხანია ცნობილია და ცოტა ხნის წინ ევროპაშიც გავრცელდა. მისი სახელი უბრალოდ ითარგმნება – „ჟელე“.

რა არის აგარ-აგარი

აგარ-აგარს წითელი და ყავისფერი წყალმცენარეებიდან შავი და თეთრი ზღვების, წყნარი ოკეანიდან უკვე 300 წელზე მეტია იღებენ. ის პოლისაქარიდი აგოროზის და აგაროპექტინის ნარევს წარმოადგენს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში სხვადასხვა მინერალური კომპონენტი შედის.

პოლისაქარიდებში შედის გალაქტოზი და პენტოზი, ასევე კეტონმჟავა.

აგარ-აგარი იწარმოება შემდეგი წყალმცენარეებიდან:

  • გრაცილარია (ინდონეზია) – პროდუქციის დიდი ნაწილი ბაზარზე;
  • ჟელიდიუმი (მაროკო) – წყალმცენარე, რომლის გაშენებაც შეუძლებელია;
  • ფურცელარია (ბალტიისპირეთის ქვეყნები);
  • ანფელცია (თეთრი ზღვა) – აგარ-აგარის იშვიათი სახეობა;
  • ფილოფლორა (შავი ზღვა) – აგარ-აგარი ჟელეს წარმოქმნის დაბალი კონცენტრაციით;

შემადგენლობა

უნიკალური შემადგენლობის აგარ-აგარი როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და დიეტოლოგიაში გამოიყენება. ხშირად ხმელი ფხვნილის ან ფანტელის სახით იყიდება, თუმცა ძაფის, ფირფიტის და აბის სახითაც გვხვდება.

თანაფარდობა დაახლოებით ასეთია: 1 ს/კ ფანტელი = ½ ჩ/კ ფხვნილი.

ცხელ წყალში გაზავებით აგარ-აგარი მკვრივი კონსისტენციის გელი ხდება.

პროდუქტის ქიმიური შემადგენლობა ბოსტნეულის და ხილის უჯრედისს ჰგავს, რომელიც დიეტურ კვებაში გამოიყენება.

100 გრ აგარ-აგარში იპოვით:

  • 80 გრ ნახშირწყლები
  • 6,1 გრ ცილა
  • 7,7 გრ ბოჭკოები
  • 1120 მგ კალიუმი
  • 620 მგ კალციუმი
  • 775 მგ მაგნიუმი
  • 102 მგ ნატრიუმი
  • 52 მგ ფოსფორი
  • 24 მგ K ვიტამინი
  • 5 მგ E ვიტამინი

მაღაზიებში პროდუქტს საკვები დანამატის E 406 ნიშანი აქვს. აგარ-აგარის ორ სახეობას განასხვავებენ – მაღალი და პირველი. მაღალი სახეობის პროდუქცია ღია მოყვითალო ფერის, პირველი – გამოხატული ყვითელი შეფერილობის.

ზოგიერთი წარმოების აგარ-აგარს ძლიერი სუნი აქვს: ზოგი მას ზღვის არომატს უწოდებს, ზოგი კი იოდს უკავშირებს.

საკვებ დანამატს გემო არ აქვს, ამიტომ მარილიანი და ტკბილი კერძების მოსამზადებლად იდეალურად გამოდგება.

სასარგებლო თვისებები

პირველ რიგში, აგარ-აგარი სასარგებლო დიეტური პროდუქტია: ის დაბალკალორიულია, პრებიოტიკის როლს ასრულებს და ნაწლავების მუშაობას სტიმულირებს. მისი დახმარებით დიეტაზე მყოფი ბევრი ხალხი სასურველ ეფექტს, დანაყრების შეგრძნებას მიაღწევს: პროდუქტში შემავალი მცენარეული ბოჭკოები ნაწლავებში მოცულობაში იზრდება, სითხეს აკავშირებს, რაც გვეხმარება ნაკლები ვჭამოთ და შიმშილობა არ ვიგრძნოთ.

ინდონეზიელები აგარ-აგარს გულის უსიამოვნებების და შაქრიანი დიაბეტის დროს იღებენ. საშუალება ორგანიზმს წიდებისა და ქოლესტერინის ფოლაქებისგან წმენდს, ასევე სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს.

გარდა ამისა, აგარ-აგარი ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს და ცხიმს ეფექტურად შლის.

გამოყენება

აგარ-აგარი შესანიშნავი ჟელეს მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც სუფლეს, პუდინგის, ჟელეს, ჯემის, ნაყინის და სოუსის მოსამზადებლად გამასქელებლის სახით გამოიყენება. კულინარები აღნიშნავენ: მის საფუძველზე ჟელე სუფრაზე 20-30 წუთში მაგრდება!

კერძის კონსისტენცია ინგრედიენტის თვისებაზე, ასევე მასში პექტინების, ცხიმის და მჟავების შემცველობაზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, რეცეპტში მითითებულია, თუ რამდენი აგარ-აგარის დამატება არის საჭირო. ჟელე რომ მიიღოთ 1 ჩ/კ ფხვნილი ან ჭიქა ფანტელები საკმარისია.

თუ ზეფირის მომზადებას აპირებთ, შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმის აგარ-აგარი გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ფანტელები ყოველთვის ფხვნილზე 2-ჯერ მეტი დაგჭირდებათ.

როგორ გავხსნათ აგარ-აგარი

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სახის პროდუქტი შეიძინეთ.

ფანტელებს ოთახის ტემპერატურის წყალი უნდა დაასხათ. როცა ნედლი დარბილდება, სითხეს აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფანტელები მთლიანად დაიშალოს. მხოლოდ ამის შემდეგ მიღებული ნარევი რეცეპტში ინგრედიენტებს დაუმატეთ.

ფხვნილი ცივ წყალში ან რძეში იხსნება. რამდენიმე წუთით სითხე ადუღებამდე მიიყვანეთ, მუდმივად დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ. როცა ნარევი 35 გრადუსამდე გაგრილდება, თქვენ გელს მიიღებთ.

კიდევ ერთი მეთოდი არსებობს: აგარ-აგარი ყველა ინგრედიენტს აურიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის წყალი, ადუღებამდე მიიყვანეთ. როცა ფხვნილი ბოლომდე გაიხსნება, ცეცხლიდან გადმოდგით და ფორმებში ჩაასხით.

მნიშვნელოვანია! ცხელ წყალთან არევისას, ასევე ზეთის დამატების დროს ხშირად გოროხებად იკვრება.

შესაძლო სირთულე

გამორიცხული არაა, რომ მომზადების პროცესში გარკვეულ სირთულეებს გადააწყდეთ.

მაგალითად, ცნობილია შემთხვევები, როცა მარაგად ნაყიდ აგარ-აგარს მზადების პროცესში სინესტის ცუდ სუნი ჰქონდა, რომელიც მზა ნაწარმში არ გაქრა. როგორც წესი, სპეციფიკური სუნი ქრება. თუ ასე მოხდა, დიდი ალბათობით დაბალი ხარისხის გამასქელებელი შეგხვდათ.

მუშაობის პროცესში ყურადღება მიაქციეთ, რომ სითხე აგარ-აგარით არ დაიწვას – სამწუხაროდ, ეს ხშირად ხდება.

გარდა ამისა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ აგარ-აგარი ძალიან სწრაფად სქელდება, ამიტომ იჩქარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძი გაფუჭდება.

რით განსხვავდება ჟელატინისგან

უკვე აღვნიშნეთ, რომ აგარ-აგარი ცნობილი ჟელატინის ანალოგია. რაშია განსხვავება?

ჟელატინი ცხოველის ძვლების და ხრტილების ნივთიერებაა – ეს პირველი მთავარი განსხვავებაა. 1 ჩ/კ აგარ-აგარი 8 ჩ/კ ჟელატინს ცვლის.

აგარ-აგარის ჟელე სიმკვრივეს დიდხანს ინარჩუნებს, მაშინაც კი, თუ მაცივარში არ შეინახავთ. წყალმცენარეების ნივთიერებიდან მიღებული კერძი ნაკლებ კალორიულია. შედარებისთვის: 100 გრ ჟელატინი 355 კალორიას შეიცავს!

აგარ-აგარის კიდევ ერთი უპირატესობა – განმეორებითი გაცხელების შესაძლებლობა ჟელატინის კერძისგან განსხვავებით, რომლის გამოსწორებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

გამოცდილი მზარეულები აღნიშნავენ: აგარის პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ ჟელატინისგან განსხვავებით მჟავე ბოსტნეულზე და ხილზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, მის საფუძველზე კივის დესერტი თამამად შეგიძლიათ მოამზადოთ.

აგარ-აგარი: რეცეპტები

ყურძნის ჟელე

ინგრედიენტები 2 ჭურჭლისთვის (0,25 ლ მოცულობა):

  • 1 კგ ნებისმიერი სახეობის ყურძენი
  • 200 გრ შაქარი
  • 1 ჩ/კ აგარ-აგარი
  • 3 მწიკვი ლიმონის მჟავა
  • 100 მლ წყალი

მომზადების დრო: 35 წუთი

კალორიულობა: 112 კალორია

მომზადება:

  1. კენკრას ტოტები და პატარა კალმები მოაშორეთ.
  2. ყურძენი ღრმა თასში ჩაყარეთ და ცივ წყალში კარგად გარეცხეთ.
  3. წყალი გადაასხით, კენკრა მიწვის საწინააღმდეგო ძირიან ქვაბში გადაიტანეთ. შაქარი და ლიმონის მჟავა დაუმატეთ, აურიეთ.
  4. 100 მლ თბილი წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 15-20 წუთით ხარშეთ, სანამ კენკრის რბილობი არ გამოჩნდება.
  5. შემადგენლობა საწურზე გაწურეთ, ჩენჩო მოაშორეთ. მიღებული წვენი კონტეინერში ჩაასხით, აგარ-აგარი დაუმატეთ, აურიეთ და ნარევი 3-4 წუთით გააცხელეთ.
  6. ცხელი სითხე მდუღარე წყალ გადავლებულ ქილაში ჩაასხით. თავსახური დაახურეთ. ჟელე მზადაა! შენახვის ვადა – ნახევარი წელი!

ზეფირი

ინგრედიენტები:

  • 3 ვაშლი და 50 გრ შაქარი – პიურეს მოსამზადებლად
  • 75-80 მლ წყალი, 200 გრ შაქარი, 1 ს/კ აგარ-აგარი – შაქრიანი სიროფისთვის
  • 50 გრ შაქარი და 40 გრ აკვაფაბი (თურქული ბარდის ნახარში ) – ცილოვანი საფუძვლისთვის

მომზადება:

  1. პიურეთი დაიწყეთ: ვაშლი ქერქისა და თესლისგან გაასუფთავეთ, კუბებად დაჭერით.
  2. ვაშლის კუბები ქვაბში მოათავსეთ, წყალი დაასხით ისე, რომ ძირი დაიფაროს. თუშეთ.
  3. ვაშლი დააბლენდერეთ და საწურში გაწურეთ. შაქარი დაუმატეთ, სუსტ ცეცხლზე დადგით, რომ შაქარი გადნეს. ნარევი გააგრილეთ.
  4. აკვაფაბი შაქართან ერთად ათქვიფეთ, ხარშეთ, სანამ ცილის მსგავს კონსისტენციას არ მიიღებთ. ნახარში აუცილებლად აწონეთ: აკვაფაბი ზუსტად 40 გრ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარშვა გააგრძელეთ.
  5. გააგრილეთ და პიურეს დაუმატეთ. სქელი მასის მისაღებად ათქვიფეთ.
  6. სიროფზე გადადით: ყველა მითითებული ინგრედიენტი აურიეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ (შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას), კიდევ 5-7 წუთით ხარშეთ, მუდმივად აურიეთ.
  7. როცა ნარევი გასქელდება, სიროფი დაასხით და კვლავ ათქვიფეთ.
  8. მასა საკონდიტრო ტომარაში სწრაფად გადაიტანეთ და პაკეტზე ან პერგამენტის ქაღალდზე ზეფირები დააწყვეთ. მთელი ღამით გასაშრობად დატოვეთ. გემრიელად მიირთვით!

მნიშვნელოვანია! ზეფირის მოსამზადებლად ხშირად გამოიყენება ხილის პიურე, რომელიც მცენარეულ მჟავებს შეიცავს. მჟავე გარემოში დიდხანს ხარშვის დროს აგარ-აგარი ჟელეს თვისებებს იცვლის ან კარგავს. სწორედ ამიტომ, თუ რეცეპტში მითითებულია ხილის პიურეს ან ლიმონის მჟავის გამასქელებელთან ერთად გაცხელება, ჟელეს ხსნარი ჯერ 60-70 გრადუსამდე გააგრილეთ, შემდეგ კი მჟავე ინგრედიენტებს დაუმატეთ. გახსოვდეთ: რაც უფრო მჟავეა გარემო, მით უფრო მეტი აგარ-აგარი დაგჭირდებათ.

მარმელადი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ აგარ-აგარი
  • 150 მლ ხილის წვენი ან პიურე
  • 50 მლ ფორთოხლის წვენი
  • თაფლი გემოვნებით

მომზადება:

  1. ხილის წვენი სუსტ ცეცხლზე დადგით, თაფლი დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ.
  2. აგარ-აგარს ფორთოხლის წვენი დაასხით, ბორცვების გაქრობამდე შეათბეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ.
  3. ნარევი აურიეთ და ფორმებში გადაანაწილეთ. მაცივარში გასამაგრებლად შეინახეთ. ტკბილეულით ისიამოვნეთ!

სუფლე

ინგრედიენტები 3-4 პორციაზე:

  • 2 კვერცხის ცილა
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 20 გრ შავი მოცხარი
  • 100 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ აგარ-აგარი

მომზადება:

  1. კვერცხი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
  2. მოცხარის პიურე მოამზადეთ და საწურში გახეხეთ.
  3. აგარ-აგარს წყალი დაასხით, ცეცხლზე დადგით და შაქარი დაუმატეთ. 2 წუთით ხარშეთ.
  4. ცილას მოცხარის პიურე მოხარშულ აგართან ერთად დაუმატეთ. მიქსერით ათქვიფეთ.
  5. მიღებული მასა ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ. გააგრილეთ და 3 საათით მაცივარში შეინახეთ.
  6. სუფლე გამოიღეთ, დაჭერით და ახლობლებს გაუმასპინძლდით!

უშაქრო ხილის დესერტი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ აგარ-აგარი
  • 2 მსხვილი ბანანი
  • 1 ვაშლი
  • 1 მსხალი
  • 3 კივი
  • 100-150 გრ ფინიკი
  • ½ ჭიქა წყალი + წყალი ფინიკის პიურესთვის

მომზადება:

  1. ფინიკი გარეცხეთ, კურკები მოაშორეთ, წყალი დაუმატეთ და დააბლენდერეთ, რომ პიურე მიიღოთ.
  2. აგარ-აგარი ცივ წყალში გახსენით, შეათბეთ, აურიეთ და 2 წუთით ადუღეთ. აგარ-აგარი პიურეს აურიეთ.
  3. ხილი გაასუფთავეთ და დაჭერით. პიურეს აურიეთ და ფორმებში ჩაასხით.
  4. ტკბილეული მაცივარში გააგრილეთ (საყინულე ან ზამთარში აივანი გამოდგება). 1 საათში ტკბილეული მზად იქნება!

მნიშვნელოვანია! ყველაფერს ზომიერება სჭირდება: დღეში 4 გრამამდე აგარ-აგარის მიღებით, კუჭის აშლილობა შეიძლება მიიღოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი