გაზაფხულის სარეველა, რომელიც იჭმევა: ვამზადებთ სალათს პირველი მწვანილით

0
1003

ბოტანიკოსების მტკიცებით, პირველი მწვანილის საკვებად გამოყენება შეიძლება თოვლის დადნობისთანავე. აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში კი საკვები სარეველა ისე მრავლდება, რომ გამოგივათ სრულყოფილი სალათი – ვიტამინებით სავსე, ორგანიზმის გამწმენდი, გამამხნევებელი – მოკლედ, ძალიან სასარგებლო.

პირველი მწვანილისგან დამზადებული საგაზაფხულო სალათისთვის გამოგადგებათ სარეველების ახალგაზრდა ფოთლები, ყვავილები და ხის კვირტებიც კი – უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომლის მოხმარება შეიძლება საკვებად. რა თქმა უნდა, მწვანილი ქალაქისგან მოშორებით, გზიდან 200 მეტრით შორს მაინც, უნდა მოკრიფოთ, იდეალური ვარიანტია ველური სარეველების მოკრეფა საკუთარ მიწის ნაკვეთზე.

პირველი მწვანილისგან სალათის მოსამზადებლად, სერიოზული ბოტანიკური განათლება არაა საჭირო. ჩვენს სარტყელში, დიდი ალბათობით, შეხვდებით ველურ სარეველებს, რომლებიც ქვემოთ წარმოგიდგინეთ:

1. მარიამსხალა

დიდი ალბათობით, თქვენ ფეხქვეშაა მარიამსხალა – ჩვენთვის ყველაზე საძულველი სარეველა. შეხედეთ მას სხვა თვალით: მარიამსხალა ორგანიზმიდან გამოდევნის მარილებს, კურნავს პოდაგრას, თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, შეიცავს ასკორბინის მჟავასა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ასე, რომ თამამად მოათავსეთეს მცენარე სალათში.

2. ჭინჭარი 

ჭინჭარი საკვებად უკვე ბევრმა გამოსცადა. სლავები მისგან ამზადებენ ტრადიციულ წვნიანს – შის. გაზაფხულის ახალგაზრდა ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას (ზაფხულში რაოდენობა მცირდება), კაროტინს, K, B2 ვიტამინებს, მაგნიუმსა და კალციუმს.

3. ანგელოზა

სანელებლის სახით, დაუმატეთ სალათს სამკურნალო ანგელოზას ფოთლები. ისინი შეიცავს ასკორბინის მჟავას, კალციუმსა და ფოსფორს, გვეხმარება კუჭის კოლიკების, მუცლის შებერილობის დროს, აუმჯობესებს გულის მუშაობას.

4. სანელებელა

სალათი რომ არ იყოს უგემური, დაუმატეთ სანელებელას ახალგაზრდა ფოთლები. სხვადასხვა კერძში, იგი მარტივად ჩაანაცვლებს ნიორსა და მდოგვს.

5. პირწმინდა

მცოცავი პირწმინდა, ხშირად, ირგვება საყვავილეებში, თუმცა მისი ფოთლები სალათებსაც მშვენივრად ერგება.

6. ღანძილი და ჩიტისთავა

ეს მცენარეებიც არომატულია და სანელებლების როლს შეასრულებს სალათში.

7. ბალბი

საკვებად ვარგისი და გემრიელია ბალბის ახალგაზრდა ფოთლებიც. სამკურნალო მცენარის სახით, სალბისებრები გამოიყენება გაციებისა და ნაწლავური დაავადებების დროს, სალათებში კი, როგორც ფოთლოვანი და ისპანახის მსგავსი მწვანილი.

8. ყვითელი შროშანი

კიდევ ერთი ბაღის მცენარე, რომელიც თამამად უნდა დაუმატოთ საგაზაფხულო სალათს, გახლავთ ყვითელი შროშანი. ახალგაზრდა ფოთლები გემოთი ხახვს მოგაგონებთ, თუმცა ცხარე არა, ცოტათი ტკბილია.

9. ვირისტერფა

ამ მცენარის ყვავილები ერთ-ერთი ყველაზე პირველი ჩნდება მინდორში, მათ თითქმის ყველგან იპოვით. ყვავილები კაროტინის უხვი რაოდენობის გამოა სასარგებლო.

10. ზიზილა

ზიზილას ყვავილები ინგლისური ველური მცენარეების სალათის კლასიკაა. ისინი დააქუცმაცეთ და შეურიეთ სალათის დანარჩენ კომპონენტებს, ცოტა მოიტოვეთ მოსართავადაც.

11. ორფერი

აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე, მინდვრებსა და ბაღებში ორფერის ფოთლები იწყებს ზრდას. ისინი გამოიყენება სალათებში მთელი ზაფხულის განმავლობაში, რამდენადაც მთელი სეზონის მანძილზე, ძველი ფოთლები ცვივა და ჩნდება ახალი – რბილი და გემრიელი.

12. ბაბუაწვერა

რა თქმა უნდა, ამ სალათში აუცილებლად უნდა დაუმატოთ ბაბუაწვერას პირველი ფოთლები ან ყვავილედები.

13. ციცები

პირველი მწვანილის სალათს უმატებენ ხეების ახალგაზრდა ფოთლებსა და ციცებსაც.

როცა ყველა ინგრედიენტს შეაგროვებთ, კარგად გარეცხეთ და დაჭერით მაქსიმალურად წვრილად. მოაყარეთ მარილი მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეფშებში გადადებთ: თუ მომზადების დროს მოაყრით მარილს, მწვანილი წვენს გამოიღებს და სალათი თხევადი, ნაკლებად გემრიელი იქნება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი