-“ოლივიეს მთელი წელი ვამზადებ. ჩემს ქმარსა და შვილებს იგი უზომოდ უყვართ, მე კი ვერ წარმომიდგენია გემრიელი სადილი ვინეგრეტის გარეშე. მისი მომზადება რთული არაა: მოხარშე, დაჭერი და ეგაა. თუმცა, პროდუქტებთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად არსებობს: მაღაზიაში სალათისთვის გემრიელი კიტრის მწნილის პოვნა რთულია, ბარდაც, ხშირად, ქვასავით მაგარია, ხანაც ზედმეტად რბილი და უგემური. როგორ უნდა დავაკონსერვო, წარმოდგენაც კი არ მაქვს…” – გვწერს მკითხველი.
ჩვენმა რედაქციამ ამ პრობლემის გადაჭრა შეძლო. წარმოგიდგენთ იდეალურ რეცეპტს კიტრისა და ბარდის ერთობლივი კონსერვის მოსამზადებლად.
კიტრის მწნილი ბარდით
ინგრედიენტები
- 1 ლ წყალი
- 800 გ კიტრი
- 1 ს.კ. მარილი
- 2 ს.კ. სუფრის ძმარი (9%)
- 200 გ ნედლი მწვანე ბარდა
- 2 ს.კ. შაქარი
- 2 კბილი ნიორი
- ალუბლისა და შავი მოცხრის ფოთლები
- კამა
მომზადება
- გააცალეთ ბარდას პარკები და გარეცხეთ კიტრი. ბარდა მოხარშთ 7-20 წუთით, სასურველ სირბილემდე.
- ქილის ფსკერზე მოათავსეთ კამა, ნიორი და ფოთლები. მჭიდროდ ჩაალაგეთ კიტრები და მოაყარეთ ბარდა.
- ახლა დაასხით ქილის შიგთავსს მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთით. შემდეგ გადაღვარეთ წყალი ცალკე ჭურჭელში: იგი მარინადისთვის დაგჭირდებათ.
- ქილაში ჩაყარეთ მარილი და შაქარი, ჩაასხით ძმარი. კიდევ ერთხელ დაასხით წყალი, რომელიც პირველად გამოიყენეთ, და გაასტერილეთ.
- ახლა მოხუფეთ და თავდაყირა დააყენეთ ქილები სრულად გაგრილებამდე.
ბარდასთან ერთად დამწნილებული კიტრი არამხოლოდ საახალწლო სუფრის წინ, არამედ ყოველდღე გამოგადგებათ. კიტრი იდეალურად უხდება კარტოფილს, ხოლო მწვანე ბარდა ავსებს ხორცის კერძებსა და სალათებს.
და არც კი იფიქროთ მარინადის გადაღვრა! მას უდიდესი სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის, თუ სწორად დალევთ.