სავარჯიშო “გადაჯვარედინებული თითები”: როგორ და რატომ უნდა შეასრულოთ იგი

445

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს სხვადასხვა პერიოდი. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ყველა ეს პერიოდი ნათელი და ბედნიერი იყოს, თუმცა, რთულ სიტუაციებშიც ყოველთვის არსებობს გამოსავალი.

თითქმის ერთი თვის წინ, მამაჩემი საავადმყოფოში ინსულტით მივიყვანეთ, 2 კვირა რეანიმაციაში გაატარა და აგერ უკვე ათი დღეა, რაც სახლში გამოწერეს. წუხელ დამოუკიდებლად წამოჯდა, ფეხებშიც ცოტათი დაუბრუნდა მგრძნობელობა.

ბოლო დროს უამრავი ინფორმაცია მოვიძიე ინსულის შემდეგ რეაბილიტაციის შესახებ. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდის შესახებ ჩემმა ნაცნობმა რეაბილიტოლოგმა მიამბო.

სავარჯიშო ტერფებისთვის

როცა ადამიანს მოძრაობის უნარი შეეზღუდა, მასში მაინც რჩება სიცოცხლის, მოძრაობის წყურვილი და მას ვერ აიძულებთ, მთელი ცხოვრება მიეჯაჭვოს ინვალიდის ეტლს ან საწოლს. ამ შემთხვევებში, დასახმარებლად მზადაა აღდგენითი სავარჯიშოები. ხოლო ვარჯიში, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ნამდვილი სასწაულია!

ეს მეთოდი ასობით წლის წინ შეიმუშავეს ტიბეტელმა ბერებმა, თანამედროვე ადამიანისთვის კი იგი ცნობილი მხოლოდ ახლახან გახდა. ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ თითების გადაჯვარედინების სავარჯიშოს, რომელიც ფეხებს ახალგაზრდობასა და მოძრაობის უნარს დაუბრუნებს.

ჯანმრთელი ტერფები და მუხლები წარმოადგენს სხვაობას დამოუკიდებელ სიარულსა და ეტლით გადაადგილებას შორის. თუ ამ სავარჯიშოს მონდომებით შეასრულებთ, გამოასწორებთ იმ ზიანს, რომელიც ტერფებს სიცოცხლის მანძილზე მიაყენეთ.

ფეხებისა და ხელების თითების გადაჯვარედინება

1. დაჯექით სკამზე ან იატაკზე. მოხარეთ მარცხენა მუხლი, წამოწიეთ ფეხი მკერდისკენ და დაიჭირეთ მარცხენა ტერფი ორივე ხელით.

2. გადააჯვარედინეთ მარჯვენა ხელის თითები მარცხენა ფეხის თითებთან.

3. ამოწიეთ ფეხის თითები მუხლებისკენ და გადაწიეთ გვერდებზე.

4. შეინარჩუნეთ ასეთი მდგომარეობა 1 წუთის მანძილზე, შემდეგ გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ, ყურადღება მიაქციეთ, როგორ შეიცვლება ტერფის ფერი, სისხლის მიმოქცევის სტიმულირების შემდეგ.

5. თუ ხელის თითებს ტერფის თითებს შორის ვერ ატარებთ, ეცადეთ, თითები დაიჭიროთ ხელის გულით, ტერფის ძირის მხრიდან, ხელის გულის ქვედა ნაწილი მიაჭირეთ თითებქვეშ არსებულ მომრგვალებულ ძვალს. მიიზიდეთ ფეხის თითები მუხლისკენ და ეცადეთ, მაქსიმალურად განზე გაწიოთ.

ერთკვირიანი ასეთი ვარჯიშის შემდეგ, თანდათან დაიწყეთ ხელის თითების დაჭერა სხვადასხვა რეფლექტორულ წერტილებზე, ფეხის დიდ თითზე. ამასთან, მეორე ხელის დიდი თითით შეგიძლიათ ფეხის დიდი თითი დამატებით გაწელოთ. გაწელეთ ნეკა და დიდი თითები საწინააღმდეგო მიმართულებებით.

ეცადეთ, ყოველდღე გაზარდოთ სავარჯიშოს ხანგრძლივობა. დაიწყეთ დღეში 5 წუთით.

ხელისა და ფეხის თითების გადაჯვარედინება წოლისას

1. წამოწექით ზურგზე, თავქვეშ დაიდეთ დაკეცილი საბანი ან წიგნი. მოხარეთ ორივე მუხლი და ტერფები დაალაგეთ იატაკზე, თეძოებთან.

მოქაჩეთ მარჯვენა მუხლს მკერდისკენ და დაეყრდენით მარჯვენა ფეხის გვერდითა ნაწილს მარცხენა თეძოსთან, მუხლთან ახლოს. დაიჭირეთ მარჯვენა ტერფი მარცხენა ხელით.

3. გადააჯვარედინეთ მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ფეხის თითებთან, ღრმად ჩაეჭიდეთ ხელის თითების ფუძეს.

4. ასეთი გადაჯვარედინებული მდგომარეობის შენარჩუნებით, მოქაჩეთ მარჯვენა ტერფს და მიმართეთ ფეხის თითები მარჯვენა მუხლისკენ.

5. ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, მოაშორეთ მარცხენა ტერფი იატაკს და მიიზიდეთ მარცხენა მუხლი მკერდისკენ. მარჯვენა ხელით დაიჭირეთ მარჯვენა მუხლი ან ტერფი, რათა მარცხენა თეძოდან არ ჩამოსრიალდეს (თუ ფეხის თითებს ვერ სწვდებით, დაიდეთ მარცხენა ტერფქვეშ სქელი წიგნი ან მუთაქა და გაზარდეთ თავქვეშა საყრდენის სიმაღლეც.

6. ჩამოუშვით მარჯვენა ფეხი და გაიმეორეთ ყველაფერი მეორე მხარეს.

ნუ ინერვიულებთ, თუ ეს სავარჯიშო თავიდან დისკომფორტს გამოიწვევს, რამდენადაც, რაც უფრო ძლიერია ტკივილი, რომლითაც ფეხის თითებს წელავთ, მით უფრო სასარგებლოა ეს სავარჯიშო. ეცადეთ, გაიხსენოთ რამდე კარგი, რაც გაგაღიმებთ, ისუნთქეთ ნელა და ღრმად, და თავადაც გაგიკვირდებათ, რა სწრაფად გაქრება ტკივილი და შებოჭილობა.

თქვენ ხომ გირჩევნიათ, მოითმინოთ ეს მსუბუქი ტკივილი ტერფებში, ვიდრე დაიტანჯოთ გაცილებით ძლიერი ტკივილებით, მთელ სხეულში.

ხელებისა და ფეხების თითების გადაკვარედინება ხელახლა გასწავლით სიარულს, თუ საკმაოდ მომთმენი და მომთხოვნი იქნებით საკუთარი თავის მიმართ. არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხებზე 10 თითი გაქვთ და თითოეულ მათგანს საჭირო ყურადღება უნდა დაუთმოთ.

იმედია, ეს მარტივი სავარჯიშო დაგეხმარებათ ფეხების ახალგაზრდობისა და მობილობის დიდხანს შენარჩუნებაში. გაუზიარეთ ეს შესანიშნავი მეთოდი მას, ვისაც სჭირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს