ზამთარში ახალი სალათის მირთმევა ყველას სურს, თუმცა, როცა მაღაზიაში ბულგარული წიწაკისა და კიტრი-პომიდვრის ფასებს იხილავთ, მაშინვე გადაგინდებათ. სათბურის ბოსტნეული ხომ ცივ პერიოდში ოქროსავით ფასობს, თქვენ კი არჩევანის წინაშე დგებით: სათბურის კიტრით ჩაიტკბარუნოთ პირი თუ ალტერნატივა უპოვოთ მას.
ჭარხლის გემრიელი სალათი
ჩვენი რედაქცია გიზიარებთ ჭარხლის 5 უგემრიელეს სალათს. ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად იქცევა თქვენს რჩეულ კერძად.
ჭარხლის სალათი კორეულად
ინგრედიენტები:
- 500 გ ჭარხალი
- 50 გ ძმარი
- 80 გ ზეთი
- 1.5 ჩ.კ. შაქარი
- 3 კბილი ნიორი
- 1.5 ჩ.კ. მარილი
- 0.5 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი
მომზადება
მოხარშეთ ჭარხალი და დანარჩენი ინგრედიენტებისგან მოხარშულ მარინადში გააჩერეთ 1 დღით.
იტალიური სალათი ფორთოხლით
ინგრედიენტები:
- 2 ჭარხალი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს.კ. ბალზამიკური ძმარი
- 40 გ ზეითუნის ზეთი
- 1 კონა ოხრახუში ან კამა
- 1 ფორთოხალი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
ერთი შეხედვით, უცნაური კომბინაციაა, სანამ არ გასინჯავთ. თქვენი გემოვნური რეცეპტორები გაჯერებული გემოთი კმაყოფილი იქნება. მოხარშეთ ჭარხალი, დაჭერით, დაუმატეთ ნიორი და მწვანილი და დაასხით დანარჩენი ინგრედიენტები.
ჭარხლის სალათი ფეტას ყველით
ინგრედიენტები:
- 1 ჭარხალი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 150 გ ფეტა
- 100 გ მწვანილი
- სანელებლები გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
მოხარშული ჭარხალი და ფეტა დაჭერით და შეაზავეთ ზეითუნის ზეთითა და სანელებლებით.
ჭარხლის სალათი თხილით
ინგრედიენტები:
- 200 გ მწვანე ბარდა
- 100 გ მყარი ყველი
- 2 ჭარხალი
- 2 კბილი ნიორი
- 150 გ არაჟანი
- 100 გ ბერძნული კაკალი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
სამზარეულოში ექსპერიმენტების მოყვარულებს შეუძლიათ, ეს სალათი მობეზრებული ოლივიეს ნაცვლად მოამზადონ. მასში შერეულია ბარდა, ყველი, ნიორი და ნაზი არაჟანი.
ჭარხლის სალათი ქლიავის ჩირით
ინგრედიენტები:
- 2 ჭარხალი
- 150 გ ქლიავის ჩირი
- 80 გ მაწონი
- 100 გ პირშუშხა
- 500 გ კარტოფილი
- 1 ვაშლი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- 100 გ გოგრის მოხარული თესლი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
ამ გასაოცარი სალათის მოსამზადებლად ცოტათი მეტი დრო დაგჭირდებათ:
ჩაალბეთ ქლიავის ჩირი ცხელ წყალში, წვრილად დაჭერით და შეურიეთ მაწონს. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პირშუშხა, მოაყარეთ მარილი და პილპილი. გარეცხეთ კარტოფილი, შედგით ღუმელში ჭარხალთან ერთად, ფოლგაში გახვეული, 180 გრადუსზე.კარტოფილი 45, ჭარხალი კი 60 წუთში უნდა გამოიღოთ. გამომცხვარი ბოსტნეული გააგრილეთ და გაფცქვენით, დაჭერით, დაუმატეთ ნედლი ვაშლის ნაჭრები და ლიმონის წვენი. მოხალული თესლი დააქუცმაცეთ, დაუმატეთ სალათს და კარგად მოურიეთ.
თქვენ რას ამზადებთ ჭარხლისგან? გაგვიზიარეთ საყვარელი რეცეპტები.