მონიკა ბელუჩის დიეტა: როგორ ინარჩუნებს იტალიელი ლამაზმანი ფიგურას

3305

მონიკა ბელუჩისთვის იტალიელი ქალღმერთის წოდება უმიზეზოდ არ მიუნიჭებიათ: 56 წლის ასაკში, მას ულამაზესი ქალური ფიგურა, გამხდარი ფეხები და ახალგაზრდული იერი აქვს, თითქოს, დრომ მას გვერდი აუარა. მოდელი ახერხებს და ორი ათწლეულით უფრო ახალგაზრდად გამოიყურება, არადა, თავადვე განაცხადა, რომ არ მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც დილის ექვსზე იღვიძებენ და სპორტ-დარბაზში გარბიან.

სათქმელს არ გავწელავთ: მისი საიდუმლო მსახიობის პირად დიეტასა და შერჩეულ პროდუქტში მდგომარეობს. როცა რამდენიმე კგ-ს დაკლება სასწრაფოდ სჭირდება, ბელუჩი გადადის მენიუზე, რომელსაც ახლა ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ.

ვარსკვლავური დიეტა

იტალიის პირველი ლამაზმანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მის რაციონში შედიოდეს შემდეგი პროდუქტი: ხორბლის მყარი სახეობისგან დამზადებული მაკარონი, პომიდორი, ზეითუნის ცივი დაწურვის ზეთი, ზღვის თევზი, წითელი ღვინო და ცხარე წიწაკა.

ზღვის თევზი ცილის, ომეგა-3 და -6 ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წყაროა. ჰოლივუდის ბევრმა ცნობილმა ადამიანმა საერთოდ უარი თქვა წითელ ხორცზე, ზღვის პროდუქტის სასარგებლოდ.

ზეითუნის ზეთს მსოფლიოს ყველა შეფ-მზარეული ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკულ ცხიმად მიიჩნევს. მის გარეშე შეუძლებელია თავისი ბალანსით ცნობილი ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს წარმოდგენა.

მცირე რაოდენობით წითელი ღვინოს სარგებელზე ახლა საუბარს არ დავიწყებთ, უბრალოდ გირჩევთ, შემოიღოთ მისი მიღება ჩვევად. გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ესაა №1 სასმელი: ინფარქტი, ინსულტი და ათეროსკლეროზი ახლოსაც არ ჩაგივლით.

უნდა ითქვას, რომ მონიკა ბელუჩი საკვებში თავს არასდროს იზღუდავდა, სპორტის დაწყებაზე კი მხოლოდ მაშინ დაფიქრდა, როცა მეორე შვილი შეეძინა. მნიშვნელოვანი ფოტოსესიის წინ, ვარსკვლავი შემდეგ დიეტას იცავს.

ხუთდღიანი დიეტა

სწრაფი გახდომა მარტივი მხოლოდ მაშინაა, თუ დიეტას სიამოვნება მოაქვს. მონიკა ბელიჩი საერთოდ არ ჰგავს იმ ქალს, რომელიც შიმშილით მოიკლავს თავს ან შეჭამს იმას, რაც ამაზრზენად გამოიყურება.

I დღე

  • საუზმე: 1 ჭიქა ახლადდაწურული წვენი.
  • სადილი: შეუზღუდავი რაოდენობით სალათის ფოთოლი, შეზავებული ზეითუნის ზეთით, ლიმონის წვენით, ბალზამის ძმრით ან ნატურალური მაწვნით.
  • ვახშამი: ბოსტნეულის პასტა (მოთუშული სტაფილო, ყაბაყი, ბადრიჯანი, პომიდორი, ხახვი და კიტრი), მყარ ყველთან ერთად.

II დღე

  • საუზმე: 200-250 მლ უცხიმო მაწონი
  • სადილი: ორი კვერცხი ნებისმიერი სახით (ერბო, ომლეტი, პაშოტი) 1 ნაჭერი სრულმარცვლოვანი პურით.
  • ვახშამი: ხორცი ბოსტნეულით (გამოაცხვეთ ხორცი ბოსტნეულთან ერთად ღუმელში ან შეწვით გრილზე).

III დღე

  • საუზმე: 1 ჭიქა ახლადდაწურული წვენი.
  • სადილი: კარტოფილის პიურე მყარი ყველით.
  • ვახშამი: პასტა პომიდვრის სოუსით (სოუსისთვის აიღეთ თავის წვენში დაკონსერვებული პომიდორი და თუშეთ 30 წუთით.

IV დღე

  • საუზმე: 200-250 მლ უცხიმო მაწონი.
  • სადილი: 100 გ თევზი ან ხორცი.
  • ვახშამი: ბოსტნეულიანი ბრინჯი (აიღეთ გაუფცქვნელი და მოგრძო ბრინჯი).

V დღე

  • საუზმე: 1 ჭიქა ახლადდაწურული წვენი.
  • სადილი: სპაგეტი სუნელებით (მაიორანი, რეჰანი, ბეგქონდარა, თავშავა, ხახვი).
  • ვახშამი: ანანასი.

ეს იტალიური დიეტა მართლაც უნიკალურია! ახლა უკვე იცით, როგორ გახდეთ ხუთ დღეში. მინიმალური მორალური ზეწოლა, მაქსიმალური სიამოვნება. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ულუფები უნდა იყოს მცირე, შესაბამისად, ეს მენიუ იაფიც გამოდის.

კიდევ ერთი რჩევა: მაკარონი არ მოხარშოთ ბოლომდე, მიირთვით იტალიელებივით, ალ დენტე. გემრიელად მიირთვით! დარჩით ჩვენთან, ყველაზე გემრიელი დიეტების გასაცნობად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს