ტიბეტელი ბერების ახალგაზრდული და ენერგიული იერის საიდუმლო, რომელსაც ასობით წლის განმავლობაში მალავდნენ, ახლა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. იმ 5 მარტივი სავარჯიშოს შესრულება, რომლებსაც “ტიბეტური მარგალიტები” სამართლიანად ეწოდება, შესანიშნავ შედეგს იძლევა: კურნავს დაავადებებს, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, აღადგენს მხედველობას, არეგულირებს წონას, ზრდის ამტანობასა და შრომისუნარიანობას, გავსებთ ენერგიითა და კარგი განწყობით.
ჩვენ ეს მეთოდიკა საკუთარ თავზე გამოვცადეთ და საბოლოოდ დავრწმუნდით: ტიბეტური “აღორძინების თვალი” დიდ დროს არ გვართმევს, რეგულარული შესრულების შემთხვევაში კი სხეული ივსება ენერგიით, კუნთები – ძალით, ხოლო გონება პოზიტიურ განწყობაზე დადგება.
ტიბეტური სავარჯიშოები
1. პირველი სავარჯიშო მოიცავს საათის ისრის მიმართულებით ტრიალს. ხელები გაშალეთ განზე, მხრების დონეზე, ხელის გულები ჩააბრუნეთ იატაკისკენ. დაიწყეთ ტრიალი საათის ისრის მიმართულებით, თქვენი ღერძის გარშემო, სანამ მსუბუქ თავბრუსხვევას არ იგრძნობთ. ეცადეთ, ისუნთქოთ ნელა, თანაბრად და ღრმად. პირველად სამჯერ დატრიალდით, თანდათან კი ბრუნვების რაოდენობა 21-მდე აიყვანეთ. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ შეჩერდით, ხელები მკერდზე დაილაგეთ და დაელოდეთ, სანამ თავბრუსხვევა მთლიანად გაქრება.
2. დაწექით ზურგზე, ხელები კორპუსის გასწვრივ დაალაგეთ. ამოისუნთქეთ მაქსიმალურად. ჩაისუნთქეთ ღრმად, ტალღოვნად და წამოწიეთ ორივე ფეხი 90-გრადუსიანი კუთხით, თავი მკერდისკენ წაიღეთ. ეცადეთ, მენჯები იატაკიდან არ წამოწიოთ და მუხლებიც არ მოხაროთ. ტალღოვან ამოსუნთქვასთან ერთად, დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
დაიწყეთ სამი აუჩქარებელი გამეორებით, თანდათან გაზარდეთ 21-მდე. მეორე მარგალიტის შესრულების შემდეგ, იატაკზე დაწექით და 30-60 წამით მოდუნდით.
3. დადექით მუხლებზე, ფეხები ერთმანეთის პარალელურად დაალაგეთ, ფეხის თითებით დაეყრდენით იატაკს, ხელის გულები დაიდეთ დუნდულებზე. ამოსუნთქვისას, დახარეთ თავი მკერდისკენ, ჩასუნთქვისას – გადაწიეთ უკან, ოდნავ გადაიხარეთ და მკერდი ამოზნიქეთ. ამოსუნთქვასთან ერთად, ისევ დახარეთ თავი მკერდისკენ და გააგრძელეთ დახრა სუნთქვასთან ერთად. გაიმეორეთ 3-დან 21-მდე. დასრულების შემდეგ, აღადგინეთ სუნთქვა და დაისვენეთ 30-60 წამით.
4. დაჯექით ხალიჩაზე, ხელის გულები დაალაგეთ იატაკზე, თითები წინ უნდა იხედებოდეს. ფეხები გაასწორეთ, ტერფები მხრების სიგანეზე დაალაგეთ, თავი დახარეთ მკერდისკენ. ამოსუნთქვისას, ქუსლიდან ცერზე ქანაობით, წამოწიეთ მენჯები ზემოთ, ხოლო თავი გადაწიეთ უკან.
გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, დაჭიმეთ ყველა კუნთი. ამოსუნთქვისას დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. დაიწყეთ 3 ნელი გამეორებით, თანდათან გაზარდეთ 21-მდე. მეოთხე მარგალიტის შესრულების შემდეგ, დაისვენეთ 30-60 წამით.
5. ბოლო ტიბეტური მარგალიტია ძაღლი სახით ზემოთ. დაეყრდენით ხელებს, მუხლები და მენჯები იატაკს არ უნდა ეხებოდეს. გადაწიეთ თავი უკან და ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვისას წამოწიეთ მენჯები და გადადით ძაღლის პოზაში. ნიკაპი მკერდისკენ წაიღეთ, ფეხები მაქსიმალურად გაასწორეთ.
ამოსუნთქვისას დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, არ დაგავიწყდეთ სწორად სუნთქვაც. არ შეგეშინდეთ, დროთა განმავლობაში შეძლებთ სწორად სუნთქვას: ჩასუნთქვისას მოხარეთ სხეული, ამოსუნთქვისას – გაშალეთ. შეასრულეთ 3-21 გამეორება – ეს თქვენს მზაობაზეა დამოკიდებული.
განკურნებისა და გაახალგაზრდავების ეს პრაქტიკა სასურველი შედეგით რომ დასრულდეს, აუცილებლად დაიცავით რამდენიმე მარტივი წესი.
საერთო წესები:
- მთავარი წესია რეგულარუობა! შეასრულეთ სავარჯიშოების კომპლექსი დღეში ერთხელ, არ გამოტოვოთ. თუ მაქსიმალური ეფექტის მიღება გსურთ, გაზარდეთ შესრულებსი რაოდენობა: პირველ კვირას – 3-3 გამეორება, მეორე – 5-5, მესამე – 7-7, და ასე, მეათე კვირას უკვე 21-ჯერ უნდა გაიმეოროთ.
- ამ სავარჯიშოების შესრულებისთვის საუკეთესო დროა დილით, უზმოზე.
- სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევის კიდევ ერთი პირობაა სწორი, თანაბარი, ღრმა სუნთქვა ცხვირით.
- თუ გიჭირთ ამა თუ იმ სავარჯიშოს შესრულება, ნუ აიძულებთ თავს. უმჯობესია, ნაკლებჯერ შეასრულოთ, ოღონდ ხარისხიანად.
- თითოეული სავარჯიშოს შესრულების შემდეგ, არ დაგავიწყდეთ თითოწუთიანი შესვენება, მოდუნება და სუნთქვის აღდგენა.
არსებობს უამრავი აღმოსავლური სავარჯიშო და სავარჯიშოთა კომპლექსი, თუმცა ეს, ალბათ, ყველაზე ეფექტურია. 5 ტიბეტური მარგალიტი გვავსებს ცხოვრებისეული ძალებით, ტონუსში მოჰყავს კუნთები, არეგულირებს ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობას, კვებავს გონებასა და სულს. შეუდექით ამ კომპლექსის შესრულებას დღეს და იგრძენით, როგორ იცვლებით შიგნიდან და გარედან.