დღეს ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ პაშტეტი ქათმის ღვიძლით. რეცეპტი მარტივი და სწრაფია, შედეგი – ძალიან გემრიელი. ჩვენ გირჩევთ, ერთბაშად ბევრი არ მოამზადოთ, რამდენადაც ახალი პაშტეტი ყოველთვის უფრო გემრიელია.
ბევრი ადამიანი, ვისაც ღვიძლი არ უყვარს, მასზე აზრს მას შემდეგ იცვლის, რაც პაშტეტს გასინჯავს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მას დაუმატოთ თქვენთვის საყვარელი სუნელები. თუმცა, მათ გარეშეც მშვენიერი კერძი გამოდის.
როგორ მოვამზადოთ პაშტეტი
აქედანვე გაფრთხილებთ, რომ პაშტეტის მოსამზადებლად გამართულად მომუშავე ბლენდერი უნდა გქონდეთ. თუ იგი არ გაქვთ, გამოიყენეთ ხორცსაკეპი, თუმცა, ისეთივე პასტისებრ შედეგს მაინც ვერ მიიღებთ.
ინგრედიენტები:
- 500 გ ქათმის ფილე
- 200 გ ნაღები
- 100 გ კარაქი
- 150 გ ხახვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. პირველ რიგში, ოდნავ გაავლეთ ღვიძლი და გააშრეთ მშრალი ხელსახოცებით. შემდეგ დაჭერით მცირე ნაჭრებად. ამ მომენტში უნდა გააცალოთ ყველა სისხლძარღვი და ის ნაწილები, რომლებიც არ მოგწონთ.
2. დაჭერით წვრილად ხახვით.
3. შემდეგ გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით ღვიძლი რამდენიმე წუთით. იგი კარგად უნდა შეიბრაწოს.
4. როცა ღვიძლს ქერქი გაუჩნდება, დაუმატეთ ხახვი. შემდეგ შეწვით ყველაფერი 5 წუთით ძლიერ ცეცხლზე.
5. ამის შემდეგ, შეამცირეთ ცეცხლი, დაახურეთ თავსახური და თუშეთ 15 წუთით, სრულად მომზადებამდე. პერიოდულად ურიეთ.
6. ახლა შეგიძლიათ ღვიძლს მარილი და პილპილი მოაყაროთ და ნაღები მოასხათ. შემდე თუშეთ ხორცი ნაღებში კიდევ 5 წუთით. ნაღები ცოტათი უნდა შესქელდეს.
7. გადაალაგეთ ტაფიდან მთელი კერძი ბლენდერის ჯამში, დაუმატეთ 50 გ კარაქიც. კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
8. მზა პაშტეტი გადადეთ იმ ჭურჭელში, რომელში შენახვასაც აპირებთ.
9. დარჩენილი 50 გ კარაქი დაადნეთ ორთქლზე ან მიკროტალღურში და მოასხით კერძს. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.
ამრიგად, პაშტეტის ზედა ფენა არ ამჟავდება ან გაშავდება. გემო კი მხოლოდ გაუმჯობესდება. თუმცა, თუ მის შეჭმას 1-2 დღეში აპირევთ, შეგიძლიათ, ეს ეტაპი გამოტოვოთ. მაშინ ნაკლებ ცხიმს მიიღებთ. გემრიელად მიირთვით!