როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სწრაფად: 5 ხრიკი

3923

მე უკვე მივეჩვიე, რომ ყველაზე ბანალური მოქმედებების გაუმჯობესებაც კი შეიძლება. აი, მაგალითად, ყველამ იცის, როგორ უნდა მოხარშოს ჭარხალი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს სწრაფად, თანაც ისე, რომ ბოლქვმა ფერი და სიტკბო შეინარჩუნოს. ვაღიარებ, არც მე ვიცოდი, სანამ ჩემებურად არ მოვხარშე. შევხედე, ვცადე და გადავყარე.

რა თქმა უნდა, მაშინვე დავურეკე დაქალს იმის მოსაყოლად, რომ ჭარხალი ნორმალურად ვერ მოვხარშე. მას გაუკვირდა და რამდენიმე რჩევა მომცა. მაშინვე გადავწყვიტე, პრაქტიკაში გამომეყენებინა და შედეგიც ვიხილე. გამიკვირდა! ახლა თქვენ გიამბობთ, როგორ უნდა მოხარშოთ ჭარხალი სწრაფად.

როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სწორად

1. მხოლოდ მდუღარე წყალში

ბევრმა იცის, რომ ჭარხალი ძალიან დიდხანს იხარშება, ამიტომ უბრალოდ ავსებენ ქვაბში წყალს, ყრიან მასში ბოსტნეულს და დიდხანს ივიწყებენ მის შესახებ. რეალურად, ჭარხალი არა ცივ, არამედ მდუღარე წყალში უნდა მოათავსოთ. მაშინ იგი ხრაშუნა და წვნიანი გამოვა.

2. უმარილოდ

გინდათ, ჭარხალი ხარშვის დროს დაამარილოთ? ეშმაკური ხრიკია, თუმცა, არ გირჩევთ. ჩვენ ხომ ჭარხალს პიდაპირ კანიანად ვხარშავთ, ამიტომ, ბოსტნეული მარილს მაინც ვერ შეიწოვს. თუმცა, შემდეგ ძალიან რთული იქნება იმის გაგება, თუ რამდენი მარილის დამატებაა საჭირო. ამასთან, მარილი ჭარხალს ხრაშუნსა და წვენს ართმევს.

3. ხარშვა და გაგრილება

ასეთი რამ გსმენიათ? აღმოჩნდა, რომ დაბალი ტემპერატურა ბოსტნეულის სწრაფად მოხარშვას უწყობს ხელს. ყოველ 10 წუთში დაუმატეთ მდუღარე წყალს 70 მლ-მდე ცივი წყალი ან რამდენიმე კუბი ყინულ. ეს ტექნოლოგია არამხოლოდ ჭარხლის, არამედ ლობიოსა და ბარდის ხარშვის დროსაც გამოიყენება.

4. ძმარი?

აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ძმარი ქმნის მჟავე გარემოს, რომელიც ბოსტნეულს უნარჩუნებს მკვეთრ და ლამაზ ფერს. თუმცა, მეორე მხრივ, იგი მომზადებას უშლის ხელს. ჭარხალი შეიძლება გამაგრდეს, თუმცა ლამაზი დარჩეს. თუ მაინც გინდათ ძმრის დამატება, დაუმატეთ მომზადების ბოლოს.

5. გადახარშვა

თუ ბოსტნეულს გადახარშავთ, იგი ტკბილი და წითელი აღარ იქნება, გაყავისფერდება. ეს კი საერთოდ არ გვჭირდება. თუ ჭარხალი ბუნებრივად არ იყო ტკბილი, წყალში ცოტა შაქრის დამატებაც შეიძლება. ეს ბოლქვის გემოს გაუსვამს ხაზს.

სხვათა შორის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაჭრათ ბოსტნეულს კუდები, თორემ მთელ წვენსა და სიტკბოს დაკარგავს. ხარშეთ იგი მთლიანად, მხოლოდ შემდეგ გაფცქვენით და მოაჭერით ზედმეტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს