მზარეული გვასწავლის, როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სწრაფად

0
5665

ვინეგრეტი ძალიან მიყვარს, თუმცა მას იშვიათად ვამზადებ. წინა ჯერზე, სანამ მოვამზადებდი, უკვე გადამინდა. ეს სიზარმაცის კი არა, ჭარხლის ბრალი იყო. ეს ჯიუტი ბოსტნეული 2 საათით მაინც იხარშება. ამასთან, წყლის დამატებაც მუდმივად სჭირდება. მოკლედ, ბოლოს ნერვები მომეშალა და ვიპოვე იდეალური საშუალება, რომელმაც ძვირფასი დროის დაზოგვის შესაძლებლობა მომცა. ახლა უკვე ამ ბოსტნეულს ვაცხობ და თქვენც გეტყვით, რატომაა ეს მეთოდი მოხარშვაზე უკეთესი.

როგორ გამოვაცხოთ ჭარხალი?

პირველ რიგში, მოგიყვებით ამ მეთოდის უპირატესობების შესახებ. როცა კერძს ჭარხლის დიდი ნაჭრები სჭირდება, აუცილებელია, რომ ბოსტნეული გემრიელიც დარჩეს მომზადების შემდეგ. თუ მას უბრალოდ მოხარშავთ, დაკარგავთ მის ძვირფას მიკროელემენტებს, აგრეთვე, იგი გაწყალდება და უგემური გახდება.

ღუმელში ჭარხლის მომზადების დროს, ბოსტნეული წვენს სრულად ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, იგი არამხოლოდ უფრო სასარგებლო, არამედ გაცილებით გემრიელიცაა. აგრეთვე, ისიც გავიგე, რომ სწორედ ასე ამზადებენ ჭარხალს რესტორნის მზარეულები. აი, რაში მდგომარეობს რესტორნის ჭარხლიანი კერძების საიდუმლო.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. ჯაგრისის ან ღრუბლის გამოყენებით, კარგად გარეცხეთ ჭარხალი. შემდეგ გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.

2. მოაჭერით ღეროები. თუ რამდენიმე ბოსტნეულის ერთბაშად გამოცხობა გსურთ, მნიშვნელოვანია, რომ ნაყოფები დაახლოებით თანაბარი ზომისა იყოს.

3. საცხობი ფოლგის ფირფიტას დააფინეთ წყლით გაჟღენთილი პერგამენტის ქაღალდი. შემდეგ დაჩხვლიტეთ ბოსტნეული კბილის ჩხირით და დაამარილეთ.

4. შეაზილეთ მარილი ხელებით და მოასხით ზეთი. ნუ მოერიდებით მარილის რაოდენობის გადაჭარბებას. გემოს გასაძლიერებლად, შეგიძლიათ ჭარხალს ბალზამის ძმარი ან ცოტაოდენი შაქარი შეაზილოთ.

5. გაახვიეთ ერთი ჭარხალი ფოლგაში და აცხვეთ ღუმელის შუა თაროზე, 200 გრადუსზე, 1-1.5 საათით. დრო დამოკიდებულია ჭარხლის ზომაზეც. 1 საათში შეამოწმეთ, მზადაა თუ არა.

ამ მეთოდის წყალობით, ჭარხალი უფრო გემრიელი გამოდის. მისი მთელი წვენი და სასარგებლო ნივთიერებები ნარჩუნდება, აგრეთვე, მარტივადაც იფრცქვნება. ნუ გაფცქვნით მას ცივი წყლის ქვეშ, თორემ გემოს მთლიანად დაკარგავს.