განათლების სისტემა ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ძალისხმევასა და აზროვნებას მოითხოვს. სკოლაშიც კი, ბავშვებისა და პედაგოგების დატვირთვა სულ უფრო იზრდება. გასაკვირი არაა, რომ საბავშვო ამოცანები თავისი სირთულითა და ჩახლართულობით აბნევს ზრდასრულებსაც კი, სოლიდური უნივერსიტეტების დიპლომით. რატომ ხდება ასე? ნუთუ ახალი თაობა ჩვენსაზე ამდენად უფრო ჭკვიანია?
Paparazzi.ge-ის რედაქცია დარწმუნდებულია, რომ თანამედროვე ზრდასრული ადამიანები ვერ უმკლავდებიან სასკოლო ამოცანებს მხოლოდ იმიტომ, რომ გადაეჩვივნენ მათ ამოხსნას. ამიტომ, ჩვენ დროდადრო შემოგთავაზებთ საინტერესო და სახალისო ამოცანებს, რომელთა ამოხსნაც შესანიშნავი სავარჯიშო იქნება ტვინისთვის. ამასთან, ამოცანებზე მუშაობა შეგიძლიათ როგორც მარტო, ისე ბავშვებთან ერთადაც.
საბავშვო ამოცანები
ამოცანების მოცემულობები
1. პირველ ამოცანად გთავაზობთ ჩვეულებრივ მაგალითს. თუმცა, ბევრი აქაც უშვებს შეცდომებს, რამდენადაც მაგალითი მოიცავს მიმატებას, გამოკლებასა და გაყოფას. თუმცა ის, ვისაც კარგად ახსოვს მათემატიკის ძირითადი წესები, ნამდვილად შეძლებს გამკლავებას.
2. მრავალფეროვნებისთვის, სრულყოფილ ამოცანასაც გთავაზობთ. სწორედ ასეთი ამოცანები იწვევს მათემატიკის გაკვეთილებზე ყველაზე დიდ ინტერესს. სკოლის მოსწავლე ხომ პასუხს, ლოგიკური აზროვნებისა და გამჭრიახობის წყალობით, რამდენიმე წამში ამოხსნის.
მოკლედ, ამოცანის მოცემულობა ასეთია: ვაჟიშვილი მამაზე სამჯერ უმცროსია. არადა, 5 წლის წინ, იგი ზუსტად ოთხჯერ იყო უმცროსი. შეიძლება ამ მონაცემებით მამისა და ვაჟის ასაკების გამოთვლა?
3. დაბოლოს, გთავაზობთ უფრო რთულ ამოცანას, რომელსაც ყველა ვერ გაუმკლავდება.
ცნობისმოყვარე მკითხველმა დაითვალა, რომ მისი საყვარელი წიგნის გამომცემელს, ყველა გვერდის დასანომრავად 2775 ციფრი დასჭირდა. რამდენი გვერდია წიგნში?
ამოცანების ამოხსნა
1. “ჯერ გაყოფა და გამრავლება, შემდეგ მიმატება და გამოკლება”. – ეს წესი, ალბათ, ყველას სმენია, თუმცა, ყველას არ ახსოვს. ამიტომაც უშვებენ შეცდომებს მსგავსი მაგალითების ამოხსნისას. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. რიცხვის წილადზე გასაყოფად ხომ რიცხვი გადაბრუნებულ წილადზე უნდა გამრავლდეს.
ამიტომ, ჩვენი მაგალითი 4 – 2 * 2 + 1 = 1 ასე ამოიხსნება. თქვენ მიიღეთ სწორი პასუხი?
2. ამოცანის ამოსახსნელად, ვაჟის 5 წლის წინანდელი ასაკი x-ად უნდა ჩავთვალოთ. მაშინ, მისი ახლანდელი ასაკი x+5 იქნება. მამის ასაკი 5 წლის წინ 4x იყო, ახლა კი 4x+5 გამოდის ან (x+5)*3.
ეს იმას ნიშნავს, რომ 4x + 5 = (x + 5) * 3. თუ ფრჩხილებს გავხსნით, მივიღებთ 4x + 5 = 3x + 15, საიდანაც x = 15 – 5 = 10. ასე ვიპოვეთ ვაჟის ასაკი 5 წლის წინ. ესე იგი, ახლა იგი 15 წლისაა, მამის ასაკი კი, ამ შემთხვევაში, 15*3 ანუ 45 წელი გამოდის.
3. როგორც ჩანს, ესაა საკმაოდ სქელი წიგნი. თუმცა, ვცადოთ მისი ამოხსნა აუჩქარებლად. მაშ ასე, პირველი 9 წიგნისთვის საჭიროა 9 ერთნიშნიანი ციფრი. შემდეგ უკვე ორნიშნა ციფრების გამოყენება გვიწევს (99 რიცხვი). მაშ ასე, პირველი 99 გვერდის ნუმერაციისთვის გამოყენებულია 90 * 2 + 9 = 189 ციფრი. ცოტაა.
100-დან 999-მდე (900 გვერდი) გვერდების დანომრვას კიდევ 3*900=2700 ციფრი სჭირდება. გამოდის, რომ ჯამში 2700+189=2889 ციფრი იყო საჭირო. ეს დავალებაში მითითებულ რიცხვზე (2775) მეტია. ესე იგი, წიგნში 999 გვერდზე ნაკლებია. თანაც, (2889-2775)/3=114/3=38 გვერდით ნაკლებია. ამ შემთხვევაში, წიგნში 999-38=961 გვერდია.
იმედია, ეს ამოცანები მოგეწონათ და ტვინის გავარჯიშებაში დაგეხმარათ. გვითხარით, რომელ დავალებას გაუმკლავდით და რომელს – ვერა.