როგორ აჯობა მოსაწყენ “შუბას” “ლალისფერმა შუბამ”

1039

ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოამზადოთ სალათი “ლალისფერი შუბა”. ეს კერძი შესანიშნავად ეხამება ნებსმიერ საზეიმო სუფრას. სალათი ქაშაყით, კარტოფილით, ჭარხლითა და მაიონეზით მზადდება. ის რაღაცით კლასიკურ “შუბას” გვაგონებს მაგრამ, ის დანარჩენებისგან თავისი დახვეწილი და განუმეორებელი გემოთი გამოირჩევა.

Photo credit: Depositphotos

სალათი ჭარხლითა და მაიონეზით

ლამაზი გაფორმების წყალობით ეს სალათი თქვენი მაგიდის ყველაზე საყვარელ კერძად იქცევა. ყოველ დიასახლისს მომზადების საკუთარი ვარიანტი აქვს. ამიტომ აქ ექსპერიმენტების ბევრი ვარიანტის ჩატარება შეგიძლიათ.

სალათის ინგრედიენტები

  • 250 გრამი კარტოფილი
  • 250 გრამი მოხარშული, გახეხილი ჭარხალი
  • 250 გრამი მოხარშული გახეხილი სტაფილო
  • 5 მოხარშული კვერცხი
  • 70 გრამი ხახვი
  • 200 – 250 გრამი მაიონეზი

მარინადის ინგრედიენტები

  • 150 მილიგრამი ცხელი წყალი
  • 20 გრამი შაქარი
  • 15 მილიგრამი ლიმონი წვენი (ან ძმარი)

ჟელეს ინგრედიენტები

  • 100 გრამი მოხარშული ჭარხალი
  • 350 მილიგრამი წყალი ჭარხლისთვის
  • 25 გრამი ჟელატინი
  • 150 მილიგრამი ცივი წყალი ჟელატინისთვის
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი

1. მოხარშული კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ, ჯამში მოათავსეთ და სუფრის კოვზი მაიონეზი დაუმატეთ, საგულდაგულოდ მოურიეთ. ცალკე ჯამში გახეხილი კვარცხი და 1 კოვზი მაიონეზი მოათავსეთ. კარგად აურეით ინგრედიენტები.

2. კიდევ ერთ ჯამში გახეხილი მოხარშული სტაფილო მოათავსეთ. დაუმატეთ სუფრის კოვზი მაიონეზი და კარგად მოურიეთ. იგივე გაიმეორეთ ჭარხალთან მიმართებაშიც – ყველა ეს ინგრედიენტი ყოველი ცალკეული ფენისთვის დაგჭირდებათ.

3. წვრილად დაჭერით ხახვი და დაამარინადეთ. დაუმატეთ შაქარი, ლიმონის წვენი და ცხელი წყალი. ხახვი დასამარინადებლად 15 წუთით დატოვეთ. ამავდროულად დაჭერით ქაშაყი – მცირე კუბებად. ამის შემდეგ შეგიძიათ სალათის ფორმირება დაიწყოთ სპეციალურ ფორმებში.

4. ავიღოთ ფილე და დავჭრათ კუბებად. პირველად ქაშაყის ფენა დაალაგეთ, ზემოდან მოათავსეთ ხახვი. შემდეგ კარტოფილის ფენა, მის შემდეგ კი სტაფილოს ფენა დაალაგეთ. ყოველი ფენა ფრთხილად გაანაწილეთ კოვზის მეშვეობით. შემდეგ კვერცხის ფენა დაალაგეთ და ზემოდან კი ჭარხლის ფენა.

ჟელეს მომზადება

5. ფენას ცელოფანი გადააფარეთ და მაცივარში 2 საათით შედგით. ამავდროულად ჟელეთი დავკავდეთ: ჟელატინს ცივი წყალი დავასხათ, მოვურიოთ და 15 წუთით დავტოვოთ გგასფუებლად. ავიღოთ 100 გრამი გახეხილი ჭარხალი და მას ცხელი წყალი დავასხათ – ჭურჭლის ნახევარზე ცოტა. შემდეგ დავუმატოთ ჟელატინი და სრულად გახსნამდე ვურიოთ.

6. ჟელეს მწიკვი მარილი დავუმატოთ, კვლავ მოვურიოთ და გავწუროთ საწურში. მასში ჟელეს მასა ჩავასხათ – ის ისე უნდა განაწილდეს, რომ 0,5 სანტიმეტრი სიმაღლის ფენა გამოვიდეს. ჟელე მაცივარში შევდგათ და 1,5 – 2 საათი გავაჩეროთ.

7. ჩვენი სალათი მაცივრიდან გამოვიღოთ, თავზე და გვერდებზე მაიონეზი წავუსვათ. ძალიან ბევრ მაიონეზს ნუ წაუსვამთ – ის ისედაც ყველა ფენაში გამოვიყენეთ. ამის შემდეგ დაჭერით ჟელე და მცირე კუბებად დაჭერით. ამ “ლალის ქვებით” სალათი მორთეთ ისე როგორც ქვემოთ მოცემულ ფოტოზეა. ჩვენი კერძი მზად არის!

სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ სალათს “ლალისფერ სალათს”. სალათი თავისი შესანიშნავი ვიზუალის გარდა – ისი პიკანტური გემოსა და გაჯერებული გემოთიც გაგახარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს