ფიგურის შენარჩუნება, ხშირად, ძალიან რთულია. ძირითადად, გასტრონომიული სიამოვნების უკმარისობის გამო. მის მისაღწევად, ან ნებისყოფა უნდა გამოწვრთნათ ცეცხლში, ან ჭარხლისკენ გაიხედოთ. დიახ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარიანტია. ჩვენ ახლა გეტყვით, როგორ აქციოთ ჭარხლის გასახდომი სალათები ნამდვილ დელიკატესებად.ჭარხლის სალათები, ბევრმა ჩვენგანმა, ჯერ კიდევ ბაღში გაიცნო. იაფფასიანი პროდუქტი, რომელიც უჯრედისითაა მდიდარი, ხანგრძლივ დანაყრებას უზრუნველყოფს, თუმცა, ბავშვობაში ის ბევრს არ მოსწონდა. ასაკთან ერთად ვხვდებით, რომ პრობლემა ჭარხალში კი არა, მის მომზადებაშია.
ჭარხლის გასახდომი სალათები
ფეტასა და ჭარხლის სალათი
ინგრედიენტები:
- 4 ჭარხალი
- 100 გ ფეტა
- ისპანახი, ქინძი ან რუკოლა გემოვნებით
- 1.5 ს.კ. ძმრის ბალზამი
- 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
ჭარხალი მოხარშეთ ან გამოაცხეთ. დაჭერით წაგრძელებულ საშუალო ზომის ნაჭრებად ან კუბებად. შეურიეთ მწვანილი. შეაზავეთ ჭარხალი ძმრის ბალზამით, ლიმონის წვენით, ზეთით, მარილითა და პილპილით. მოაყარეთ ზემოდან ფეტა. მზადაა!
ჭარხალი თხილით
ინგრედიენტები:
- 1 ჭარხალი
- 100 გ ბერძნული ნიგოზი
- 2 ქლიავის ჩირი
- 1 ს.კ. თაფლი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მოხარშული ჭარხალი კუბებად დაჭერით. დაჭერით ქლიავის ჩირიც და შეურიეთ ჭარხალს. ჩაყარეთ აქვე დაქუცმაცებული ნიგოზი და შეაზავეთ თაფლის, ზეითუნის ზეთისა და სუნელების ნარევით. მზადაა!
ჭარხლის სადღესასწაულო სალათი
ინგრედიენტები:
- 1 ჭარხალი
- 120 გ ბრინზა ან ფეტა
- 1 მანდარინი
- 1/4 თავი ცისფერი ხახვი
- 1 ჩ.კ. ფრანგული მდოგვი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ს.კ. თხილი
- მწვანილი და მარილი გემოვნებით
მოხარშეთ ჭარხალი და დაჭერით თხელ ფირფიტებად. გამოიყენეთ ბასრი დანა, რამდენადაც მოხარშული ჭარხალი ძალიან ნაზია. მოათავსეთ იგი თეფშზე. გადაანაწილეთ ზემოდან მწვანილი, მანდარინის ლებნები და თხილი. შეურიეთ ერთმანეთს დანარჩენი ინგრედიენტები, ყველისა და თხილის გარდა, და მოასხით სოუსი სალათს. დაფლეთილი ყველი და თხილი ბოლო შტრიხი იქნება. მზადაა!
დიეტური სალათი ჭარხლითა და ვაშლით
ინგრედიენტები:
- 2 ჭარხალი
- ვაშლი
- სტაფილო
- 1 თავი ხავი
- 250 გ კომბოსტო
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 2 შ.კ. ვაშლის ძმარი
- მარილი და მწვანილი გემოვნებით
ამ რეცეპტში ჭარხალს მოხარშვაც კი არ სჭირდება. უბრალდო დახეხეთ წვრილად, ვაშლისა და სტაფილოს მსგავსად. შეურიეთ ამ მასას წვრილად დაჭრილი ხახვი, ძმარი, მარილი და ზეთი. მზადაა!
ჭარხლის სალათი ბრინჯითა და მაწვნით
ინგრედიენტები:
- 1 ჭარხალი
- 1 სტაფილო
- 70 გ ბრინჯი
- 2 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდი
- 8 ც ზეთისხილი
- 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი
- 3 ს.კ. მაწონი
- 1 ს.კ. თხილი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
ჭარხალი და ბრინჯი წინასწარ მოხარშეთ. დახეხეთ ბოსტნეული სახეხზე და შეურიეთ ბრინჯი და სიმინდი. შეაზავეთ მაწვნით, სოიოს სოუსით, მარილითა და პილპილით. მორთეთ თხილით, მწვანილითა და ზეთისხილით. მზადაა!თვითონ ჭარხალს უსასრულო კულინარიული პოტენციალი აქვს. ოდესმე გაგისინჯავთ ჭარხლის რიზოტო? ეს თვალისა და კუჭის სიმღერაა! ჭარხლით გახდომა ერთი სიამოვნებაა, თუ რეცეპტს სწორად შეარჩევთ.
თქვენ რას ამზადებთ ამ ბოსტნეულით?