აპრილის შუა რიცხვებიდან, ფიზიკური ფორმის აღდგენაზე სერიოზულად დავფიქრდი. პატიოსნად ვაღიარებ, რომ ზამთარში წონა მის ნებაზე მივუშვი. ამიტომ, დილით სირბილი და იოგა ძალიან გამიჭირდა. თუმცა, ბიოლოგიური ასაკის ტესტის შედეგები მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.
ეს ტესტი ჩემმა საყვარელმა ფიტნეს-ბლოგერმა თავის არხზე გააზიარა. მან თქვა, რომ ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრა მარტივ ფიზიკურ სავარჯიშოს შეუძლია. მცირე მოთელვის შემდეგ, ტესტის შედეგმა შემაძრწუნა. საკუთარ თავზე სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს.
ტესტი ბიოლოგიური ასაკის გასაგებად
ამ ტესტის წყალობით, თქვენ შეძლებთ იმის განსაზღვრას, თუ რა ასაკს შეეფერება თქვენი ფიზიკური ფორმა. თუმცა, დავალების შესრულებამდე აუცილებლად უნდა გახურდეთ. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.
1. ზურგის მოქნილობა
გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე და, მუხლმოუხრელად, ეცადეთ, იატაკს ხელის გულებით მისწვდეთ. თუ ხელის გულები იატაკს მიაწვდინეთ, თქვენი ასაკი 20-25 წელს უდრის. თუ მხოლოდ ხელის თითები დაალაგეთ – 25-38. თუმცა, თუ იატაკს საერთოდ ვერ შეეხეთ, თქვენი ბიოლოგიური ასაკი 50 წელს აღემატება.
2. ხელების მოქნილობა
ხელები ზურგს უკან, ბეჭებთან ახლოს წაიღეთ. თუ ხელის გულები ერთმანეთს შეეხო, 20-25 წლის ხართ. თუ ხელები გადაიტანეთ ზურგს უკან, თუმცა, ხელის გულები ვერ შეკარით, 40 წელს გადაგიბიჯებიათ. თუმცა, თუ ხელები ზურგს უკან ვერც კი გადაიტანეთ, 60 წელზე მეტის ყოფილხართ.
3. აზიდვები
ალბათ, იცით, როგორც უნდა აიზიდოთ. მაგრამ მაინც აგიხსნით: ხელები იატაკზე, მხრების სიგანეზე ან ოდნავ უფრო განზე დაალაგეთ. ფეხები დაჭიმეთ, მუხლები იატაკს რომ არ ეხებოდეს. ჯანმრთელი ქალისთვის აზიდვების ნორმალური რაოდენობა 15-ია. რაც უფრო ნაკლებ აზიდვას შეასრულებთ, მით უფრო დიდია თქვენი ბიოლოგიური ასაკი.
4. სავარჯიშო “გუთანი”
დაწექით ზურგზე, ფეხები თავამდე აიტანეთ. ცერები იატაკს უნდა ეხებოდეს. მარტივი ჩანს, მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის. თუ სავარჯიშო პირველივე ჯერზე შეასრულეთ, შესანიშნავი შედეგი მიგიღიათ და თქვენი სხეული 25 წლისაც არაა.
5. თამასა
იდაყვებით იატაკს დაეყრდენით, ზურგი და ფეხები კი დაჭიმეთ. როგორც აზიდვების დროს, მუხლები იატაკს არ უნდა ეხებოდეს. ამ მდგომარეობაში, ტრენერი 1 წუთით გაჩერებას გვირჩევს. თუმცა, თუ 30 წამს მაინც გაძელით, ესე იგი, თქვენი ბიოლოგიური ასაკი 25 წელს არ აღემატება. რაც უფრო ნაკლებ ხანს გაძლებთ, მით უფრო ასაკოვანი ხართ.
6. სავარჯიშო “ველოსიპედი”
ეს სავარჯიშოც ზურგისთვისაა. დაწექით იატაკზე, ფეხები გაასწორეთ, ხელები კი თავქვეშ შემოილაგეთ. ახლა ჯვარედინად მიაწვდინეთ იდაყვი მუხლს. 1 წუთში ახალგაზრდა ორგანიზმი 45-ჯერ შეასრულებს ამ სავარჯიშოს.
7. არყის ხე
ამ სავარჯიშოს შესასრულებლად, დაწექით ზურგზე და წამოწიეთ ფეხები მაღლა. ხელებით ჩაეჭიდეთ წელს, გაჩერდით ამ მდგომარეობაში 1 წუთით. თუ ამას მოახერხებთ, 25 წლის ყოფილხართ, 30 წამიდან 1 წუთამდე – 40 წლისა. თუ 30 წამიც ვერ გაძელით, 60 წლის სხეული გაქვთ.
ფიტნეს ბლოგერმა, რომელმაც ეს ტესტი გაგვიზიარა, მაშინვე გააფრთხილა მაყურებელი, რომ მისი შედეგები ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად არ უნდა მიიღოთ. თქვენ ხომ, შესაძლოა, იდეალურ ფორმაში იყოთ, თუმცა, კუჭ-ნაწლავის ან გულის პრობლემები გქონდეთ. ამიტომაც, ჩვენი ბიოლოგიური ასაკი გავლენას არამხოლოდ კუნთებზე, არამედ მთლიან ორგანიზმზე ახდენს.