პოვარის რჩევით ქათამი რომ მთლიანად შეწვათ, ამისთვის უბრალოდ სწორად ჩალბობაა საკმარისი.

0
431

როგორ გამოვაცხოთ მთლიანი ქათამი, თუ ქილაზე ვერ ვსვამთ, თუმცა, გვინდა, რომ ხორცი წვნიანი და ნაზი გამოვიდეს? ამისთვის ხომ ან საკმაოდ ტევადი ღუმელი უნდა გქონდეთ, ან ძალიან პატარა ქათამი. თუ არც ერთი გაქვთ და არც მეორე, ჩვენი რეცეპტი გამოიყენეთ.

ასე არც ქათმის კილიტაში გახვევა მოგიწევთ, არც საცხობ ცელოფანში მოთავსება. მთელი საიდუმლო განსაკუთრებულ მარინადში მდგომარეობს, რომელშიც ქათამი გამოცხობამდე უნდა ჩაალბოთ.

როგორ გამოვაცხოთ მთლიანი ქათამი

ინგრედიენტები:

  • 1 მთლიანი ქათამი
  • 50 გ კარაქი
  • 1.5-2 ლ წყალი
  • 3 ს.კ. მარილი 1 ლ წყალზე
  • 1.5 ჩ.კ. დაფქული პაპრიკა
  • შავი პილპილი, კურკუმა, ქინძი გემოვნებით
  • 2-3 ვაშლი

მომზადება

  1. გააგრილეთ ადუღებული წყალი ოთახის ტემპეტარურამდე, დაუმატეთ მარილი – 3 ს.კ. 1 ლ წყალზე.
  2. კარგად მოურიეთ, მარილი ბოლომდე რომ გაიხსნას. გარეცხეთ ქათამი, მოათავსეთ შესაფერისი ზომის თასში და დაასხით მარილწყალი.
  3. დაახურეთ თეფში, დაადეთ სიმძიმე და შედგით მაცივარში 8 საათით.
  4. გარკვეული დროის შემდეგ, ამოიღეთ ქათამი მარინადიდან და კარგად გაამშრალეთ, ქაღალდის ხელსახოცებით.
  5. ვაშლები დაჭერით ლებნებად, მოათავსეთ ქათამში.
  6. ახლა ქათამი საცხობ ფორმაში გადადეთ.
  7. შეურიეთ კარაქს პაპრიკა და დანარჩენი სუნელები. გადაანაწილეთ მიღებული პასტა ქათმის მთელ ზედაპირზე.
  8. შედგით ქათამი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1.5-2 საათით.
  9. ცხობის პერიოდში, დროდადრო მორწყეთ ქათამი ცხიმით, რომელიც საცხობ ლანგარზე ჩამოიღვრება.

ახლა უკვე იცით, როგორ უნდა გამოაცხოთ ქათამი მთლიანად, ქილის, კილიტის ან საცხობი ცელოფნის გარეშე. გემრიელად მიირთვით! ამ რეცეპტით მომზადებული ქათამი შიგნიდან წვნიანი ხორცითა და გარედან მადისაღმძვრელი ქერქით დაიტრაბახებს. თქვენ რომელს აირჩევთ: ქათამს მთლიანად გამოაცხობთ თუ ნაჭრებად, ბოსტნეულთან ერთად?