კომბოსტოს ყველაზე გემრიელ კოტლეტებს ბოშა მეგობრის რეცეპტით ვამზადებ. ჩემს ქალიშვილს ეს ბოსტნეული არ უყვარს, ალბათ, როგორც სხვა დანარჩენ ბავშვს. მათთვის ასეთი კოტლეტები შესანიშნავი ვარიანტია, ბოსტნეულის შესაპარებლად.
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ხორცის კოტლეტების რეცეპტს, კომბოსტოთა და წიწაკით. შეხედვაც საკმარისია მადის აღსაძვრელად: დაბრაწული, ნაზი, წვნიანი… ხორცი არ იშლება, კომბოსტო კი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, მისი სასარგებლო თვისებების მისაღებად.
კომბოსტოს კოტლეტები
ინგრედიენტები:
- 800 გ ღორის ფარში
- 1 კვერცხი
- 100 გ წითელი ბულგარული წიწაკა
- 500 გ კომბოსტო
- 4 კბილი ნიორი
- 1 თავი ხახვი
- 1 ჩ.კ. პაპრიკა
- 0.5 ჩ.კ. შავი პილპილი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 5-6 ს.კ. ფქვილი
მომზადება
- ღორის ფარშს დაუმატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და პაპრიკა. სურვილისამებრ, დაუმატეთ საყვარელი სუნელებიც.
- კომბოსტო დაჭერით დანით, წვრილად. ასევე, წვრილად დაჭერით ხახვი და წიწაკაც. ბოსტნეული დაუმატეთ ხორცს.
- კარგად მოურიეთ ხორცის მასას. დახეხეთ ნიორი წვრილად და მოურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
- გამოძერწეთ ფარშისგან კვერები. ამოავლეთ ფქვილში.
- ტაფაზე, გახურებულ ზეთში შეწვით კვერები ორივე მხრიდან, ოქროსფერი ქერქის მიღებამდე.
- ქაღალდის ხელსახოცით ამოწმინდეთ ტაფიდან ზედმეტი ცხიმი, კიდევ ერთხელ ჩაალაგეთ კოტლეტები ტაფაში, დაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით, დაახურეთ თავსახური და თუშეთ 35-40 წუთი, ნელ ცეცხლზე. ამავე პრინციპით შეგიძლიათ კოტლეტების მომზადება მულტისახარშ ქვაბში. გემრიელად მიირთვით!
გირჩევთ, ეს გემრიელი კოტლეტები ღორის ხორცითა და წიწაკით მოამზადოთ. აგრეთვე, თუშვის ეტაპზე შეგიძლიათ პომიდვრის წვენისა და არაჟნის ნარევის მოსხმაც – ზარმაცი ტოლმის მსგავს რაღაცას მიიღებთ. გაასინჯეთ მათ, ვისაც კომბოსტო არ უყვარს – ასე სასარგებლო ბოსტნეულს გემრიელად მიირთმევენ.