“აღორძინების თვალი” ტიბეტელი ბერების განსაკუთრებული ტანვარჯიშია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. ეს პრაქტიკა მიმართულია სხეულის გამოჯანმრთელებისა და გაძლიერებისკენ. ტიბეტელი ხომ არამხოლოდ კარგად გამოიყურებიან, არამედ გაცილებით უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე სხვა ერები.
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 5 სავარჯიშოს, ჯანმრთელობისა და ენერგიის მოზღვავებისთვის. ამ კომპლექსს “5 ტიბეტური მარგალიტი” ეწოდება. მისი მთავარი თავისებურება კი იმაში მდგომარეობს, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ ასაკს შეეფერება. მოდით, დავიწყოთ.
ტიბეტელი ბერების ვარჯიში
არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც ტანვარჯიშის შესრულებისას უნდა დაიცვათ. პირველ რიგში, სწორედ მათ გაგაცნობთ. მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგებით უშუალოდ ვარჯიშების შესრულებას.
- პრაქტიკის შესასრულებლად საუკეთესო ადგილი სუფთა ჰაერზეა. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, გამოყავით სავარჯიშო ადგილი ფანჯარასთან ახლოს. გააღეთ იგი და ჩაიცვით მსუბუქი, მოსახერხებელი ტანსაცმელი
- მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვარჯიში გულწრფელად გინდოდეთ. ცუდი განწყობით დაწყებული ვარჯიში რთული იქნება და არც მისი განმეორება მოგინდებათ. ამიტომ, განეწყვეთ პოზიტიურ ტალღაზე და მიიღეთ სიამოვნება!
- აგრეთვე, სავარჯიშო მშიერ კუჭზე უნდა შესრულდეს. სავარჯიშოდ საუკეთესო დრო დილაუთენიაა. ასე არამხოლოდ ვარჯიშს, არამედ ამომავალი მზის სხივებით ტკბობასაც შეძლებთ. გარდა ამისა, რეკომენდებულია სავარჯიშოების დღეში ორჯერ გამეორება: უზმოზე და საღამოს, დაძინებამდე არანაკლებ 2 საათით ადრე.
- ნუ ეცდებით სავარჯიშოს სწრაფად შესრულებას. არ იჩქაროთ, შეისვენეთ, ისუნთქეთ ღრმად, გააზრებულად. აგრეთვე, არ გადახტეთ ერთი სავარჯიშოდან მეორეზე, თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია.
- დაიწყეთ 3 გამეორებით. თანდათან გაზარდეთ თითოეული სავარჯიშოს გამეორების რაოდენობა. საბოლოოდ, თითოზე 21-მდე უნდა ახვიეთ. მაგრამ, ორიენტირდით მხოლოდ საკუთარი შეგრძნებებით.
5 ტიბეტური მარგალიტი
პირველი სავარჯიშო – დადექით სწორად და ხელები განზე გაშალეთ, მხრების სახსრები დონეზე. ამ მდგომარეობაში იმოძრავეთ საათის ისრის მიმართულებით, კონცენტრირდით საკუთარ მდგომარეობაზე. გაიმეორეთ ბრუნი სამჯერ. თუ თავს კარგად გრძნობთ, ხუთჯერაც.
იმოძრავეთ კომფორტული სიჩქარით. თუმცა, ითვლება, რომ რაც უფრო სწრაფად აკეთებთ ამას, მით უფრო ძლიერია ეფექტი. ამ დროს თვალების დახუჭვაც შეიძლება. თავიდან მსუბუქ თავბრუსხვევას იგრძნობთ, რაც ნორმალურია. შესრულების შემდეგ, 2-3-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. ისუნთქეთ მუცლით.
მეორე სავარჯიშო – დაწექით ზურგზე და ხელის გულები იატაკზე, ტორსის პარალელურად დაალაგეთ. შემდეგ, ჩასუნთქვისას, ნელა წამოწიეთ თავი და ფეხები, იატაკის პერპენდიკულარულად. ეცადეთ, იატაკს წელი და მენჯები არ დააშოროთ. ნიკაპით მკერდისკენ შეძლებისდაგვარად მიიზიდეთ, ხერხემალი კარგად რომ გაწელოთ.
ამოსუნთქვისას დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. 3-5 გამეორების შემდეგ, დაისვენეთ და ისუნთქეთ. შემდეგ გადააჯვარედინეთ ფეხები, მუხლებზე მსუბუქად რომ გადახვიდეთ. ეს მდგომარეობა შემდეგი სავარჯიშოსთვისაა.
მესამე სავარჯიშო – მუხლები მენჯ-ბარძაყის სახსრების სიგანეზე დაალაგეთ. ფეხის თითებს დაეყრდენით. ხელები თეძოებზე დაილაგეთ. მსუბუქი ამოსუნთქვისას, თავი წინ და დაბლა დახარეთ, ჩასუნთქვისას კი გადაწიეთ უკან, ხელები კი წელზე გადაიტანეთ. ცვალეთ თავისა და ხელების მდგომარეობა ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს.
კეფა ქუსლებისკენ მაქსიმალურად მიზიდეთ. თუმცა, ზედმეტად არ ეცადოთ, წელი რომ არ გეტკინოთ. ძალიან ფრთხილად იყავით! არ დაგავიწყდეთ დასვენება.
მეოთხე სავარჯიშო – ხელის გულებით იატაკს დაყრდენით, მიბიძგეთ და აიზიდეთ თხემიდან კუდუსუნამდე. ჩასუნთქვისას, ქუსლებიდან ცერებზე გადაინაცვლეთ, მენჯები წამოწიეთ, თავი კი უკან გადაწიეთ. ამოსუნთქვისას დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ეს სავარჯიშო “ხიდს” ჰგავს, თუმცა, ამ შემთხვევაში, სხეულის მოზნექა საჭირო არაა.
ბოლო გამეორების დროს, სხეული ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით გააჩერეთ. ხელის გულებით უფრო ძლიერად უბიძგეთ და სხეულის თითოეული კუნთი დაჭიმეთ. შემდეგ დაჯქით ლოტოსის პოზაში და დაისვენეთ.
მეხუთე სავარჯიშო – ამ მდგომარეობიდან, კორპუსი რბილად გადაიტანეთ წინ, ხელებს დაეყრდენით. აგრეთვე, ამ პოზას ეწოდება “ძაღლი, სახით ზემოთ”.
ჩასუნთქვისას, წამოწიეთ მენჯები, გაასწორეთ ხერხემალი, ხელ-ფეხი. ამ პოზას “ძაღლი, სახით ქვემოთ” ჰქვია. ქუსლები იატაკს არ უნდა მოაშოროთ. ამ სავარჯიშოში ყველაფერი თქვენი ფიზიკური მომზადების დონეზეა დამოკიდებული. ანაცვლეთ პოზები 3-5-ჯერ.
ახლა მიიღეთ თქვენთვის მოსახერხებელი მდგომარეობა, მაგალითად, ლოტოსის. აგრეთვე, შეგიძლიათ ხალიჩაზე ვარსკვლავივით (შავასანას პოზაში) დაწვეთ და ბოლომდე მოდუნდეთ. იგრძენით ენერგია, რომელიც თქვენს სხეულს ავსებს. ისუნთქეთ ღრმად და გააზრებულად.
თქვენ ოდესმე შეგისრულებიათ ეს კომპლექსი? რა შედეგი მიიღეთ?