3 სავარჯიშო პოპულარული საბჭოთა ჟურნალებიდან: გაივარჯიშეთ გონება

275

რაში სჭირდება გონებას ვარჯიში? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: საღი აზროვნება დიდი ხნით რომ შეინარჩუნოთ. მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ გონების მუდმივი ვარჯიში და ინტენსიური სწავლა გვეხმარება ჩვენი ტვინის ასაკობრივი კოფნიტური დაჩლუნგების შენელბაში. ბავშვობასა და მოზარდობაში სწავლა მარტივია, აი, შუა ხნის ასაკში ეს პროცესი ნამდვილ წამებად იქცევა ხოლმე. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ ღრმა სიბერეშიც კი საღი გონებისა და აზრის შენარჩუნებას.

გონების ვარჯიშები

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კოგნიტური ფუნქციების უმაღლეს დონეზე შესანარჩუნებლად საუკეთესო საქმიანობა უცხო ენების შესწავლა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაა. ორივე ტვინის მრავალ მონაკვეთს ერთდროულად ამუშავებს, აიძულებს მას დაძაბვასა და სულ ახალ-ახალი კავშირების დამყარებას.

ამ კავშირების დიდი რაოდენობის წყალობით, ჩვენ უფრო სწრაფად ვიაზრებთ, მარტივად ვჭრით რთულ ამოცანებს და, ზოგადად, საღ აზრზე ვრჩებით. რთული გონებრივი საქმიანობით დაკავებისას, თითქოს, ჩვენ მომავალ საკუთარ თავზე ვმუშაობთ. ეს იგივეა, რაც პენსიისთვის ფულის გადადება ხელფასიდან.

რაღა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია იაპონურის სწავლა ან ვიოლინოზე დაკვრა. თუმცა, იშვიათად გონების სპეციალური სავარჯიშოებით დატვირთვაში ხელს არაფერი შეუშლის, მაგალითად, ყურადღებისა და ლოგიკის განვითარების თვალსაზრისით. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქციამ რამდენიმე ასეთი სავარჯიშო მოგიმზადათ.

1. ცხრილი ყურადღების გასავარჯიშებლად

სწორედ ამ ცხრილით ავარჯიშებდნენ გონებას 70-იანი წლების დასაწყისში. როგორ? უბრალოდ დრო დაინიშნეთ და სცადეთ, უჯრებში 1-დან 43-მდე ყველა რიცხვი იპოვოთ. დასრულების შემდეგ ნახეთ, რა დრო დაგჭირდათ ამისთვის. ის, ვინც ამას 2 წუთზე ნაკლებ დროში გაუმკლავდება, მართლაც ყურადღებიანია. ხოლო მას, ვისაც 5 წუთზე მეტი დასჭირდა, კიდევ ბევრი აქვს სავარჯიშო.

2. ნახატები, რომლებშიც განსხვავებები უნდა იპოვოთ.

სულ 10 განსხვავება უნდა იპოვოთ. ბავშვობაში ეს დავალებები ბევრს უყვარდა. სცადეთ და ახლაც გაერთეთ.

3. ფერთა რიგი

დავალების არსი მარტივია. დაალაგეთ რიგში რამდენიმე ერთნაირი ფორმის, თუმცა სხვადასხვა ფერის ნივთები. 2 წუთის განმავლობაში იმახსოვრეთ ამ ნივთების თანმიმდევრობა. ამოიწერეთ ცოტა ხანში გონებიდან და შეადარეთ ორიგინალს.

რედაქციის რჩევა

მსგავსი უამრავი დავალება არსებობს. აირჩიეთ ისინი, რომლებიც ყველაე მეტად მოგწონთ, და დღეში რამდენიმე წუთით ივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, კითხვაც არ დაგავიწყდეთ. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ არამხოლოდ სამხატვრო ლიტერატურას, არამედ პოპულარულ სამეცნიერო წიგნებსაც წაიკითხავთ. ამასთან, რეგულარული კითხვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეტყველებასა და აზრების ნათლად გამოხატვის უნარს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს