ზაფხული კარს მოგადგათ, თავს კი ქალღმერთივით ჯერ კიდევ ვერ გრძნობთ? სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორება გჭირდებათ, ზაფხულის ტანსაცმელში ჩასატევად? როგორ მივიღოთ სწრაფი შედეგი? Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ კარგ ვარიანტს, რომელიც შვრიის ფაფის სმუზის მოიცავს. არ დაიჯერებთ, როგორ სასწაულებს სჩადის ეს გემრიელი სასმელი!
შვრიის სმუზი
რამდენადაც ჩვენი მიზანი ფიგურის სწრაფად კორექტირებაა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი შვრიის ფანტელები საუკეთესო გამოსავალია. სხვათა შორის, მას დაუმსახურებლად ივიწყებენ ხოლმე. შვრიის ბურღულის სასარგებლო თვისებების შესახებ ინტერნეტში დაუსრულებელ ინფორმაციას იპოვით, თუმცა, მანამდე იმას გეტყვით, რომელი პრინციპით გამოიყენება იგი.
100 გ შვრიის ფანტელი ცელულოზის დღიური ნორმის საკითხს გადაწყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენებით შიმშილის გრძნობას მარტივად ჩაახშობთ. სწორედ ეს გვაიძულებს მაცივარში ძვრომიალს და კარგად ჩახეთქვას. სმუზი ამ პრობლემას მოგვიხსნის. მისი დალევა შეგვიძლია საუზმეზე, ჭამა არ დაგვჭირდება.
სმუზის მომზადება მარტივია: 2 ბანანი, 0.5 ლ რძე, 8 ს.კ. ფანტელი, 1 მწიკვი დარიჩინი ან 1 ჩ.კ. თაფლი უნდა შეურიოთ ბლენდერში. მიიღებთ სქელ მასას, რომელიც ნახევარი დღე გეყოფათ. მომაბეზრებელი ფაფის ნაცვლად, მიირთვით სმუზი დღის პირველ ნახევარში. არავითარი შეზღუდვა. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ არ გეყოთ, გთავაზობთ “შვრიის სამდღიან ინტენსივს”.
იქეცით ქალღმერთად 3 დღეში
ზოგადად, ასეთი რეჟიმის დაცვა მთელი თვის განმავლობაში შეიძლება, თუმცა, ეს ინდივიდუალურად, ექიმთან უნდა გაარკვიოთ. იმის მიუხედავად, თუ როგორ გრძნობთ თავს, სამდღიანი შვრიის შეტევის უფლება მიეცით საკუთარ თავს. ეს ხომ მინუს 3 კგ იქნება. თუმცა, სმუზის გადადება მოგიწევთ.
1. პირველი დღე
- პირველი საუზმე: ჩვეულებრივი შვრიის ფაფა წყლით, 0.5 ჭიქა ბურღულისგან.
- მეორე საუზმეზე ისევ წყლის ფაფას მიირთმევთ, უკვე 1 ჩ.კ. თაფლით.
- სამხარზე მიირთვით კიტრისა და ბოლოკის 100 გ სალათი.
- ვახშმისთვის მოიმზადეთ 0.5 ჭიქა ფანტელის ფაფა სეზონურ კენკრასთან ერთად.
2. მეორე დღე
- პირველი საუზმე: ჩვეულებრივი ფაფა წყლითა და 0.5 ჭიქა ფანტელით.
- მეორე საუზმე: 1 ჭიქა დაბალცხიმიანი კეფირი.
- სადილზე 0.5 ჭიქა ფანტელი, რომელსაც მდუღარე წყალი უნდა დაასხათ, და 1 ჩ.კ. თაფლი დაუმატოთ.
- სამხარზე 1 ფინჯანი მწვანე ფოთლების ჩაი და ნახევარი გრეიფრუტი მიირთვით.
- ვახშამზე ისევ წყალზე მოამზადეთ შვრიის ფაფა, ამჯერად კი 1 ლეღვი, ორი კურაგა და ორი ქლიავის ჩირი დაუმატეთ.
3. მესამე დღე
- პირველი საუზმე: ჩვეულებრივი ფაფა წყლითა და 0.5 ჭიქა ფანტელით.
- მეორე საუზმე: 1 ჭიქა მაწონი, უცხიმო.
- სადილზე კიდევ ერთხელ წყლიანი ფაფა და 1 ჩ.კ. თაფლი.
- სამხარზე ისევ მწვანე ჩაი და 1 მთლიანი ფორთოხალი.
- საღამოს მიირთით მდუღარე წყლით დალბობილი შვრიის ფანტელები, 1 მუჭა ქიშმიშთან ერთად.
მესმის, რომ ამ მენიუს ადამიანის ჭკუიდან გადაყვანა შეუძლია. ამიტომ, ხელთ ყოველთვის გქონდეთ შვრიისა და ბანანის სმუზის რეცეპტი. ეს ერთგვარი მხარდაჭერა იქნება, როცა საბრძოლველად ძალა აღარ გექნებათ. გახსოვდეთ, მხოლოდ 3 დღე! თუ გაგრძელება გსურთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
რედაქციის რჩევა
ეს საკმაოდ რადიკალური მეთოდია, რომელიც ფიგურას ჩამოადნობს. აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, დაგეხმარათ თუ არა მსგავსი მიდგომა. იქნებ, გაქვთ რჩევები, რომლებიც ამ პერიოდის გადალახვას გაგვიმარტივებს?