ბადრიჯანი და ნიორი-საუკეთესო მეგობრებია. ამ სტატიაში რედაქცია “paparazzi” გაგიზიარებთ ბადრიჯნის რულეტის რეცეპტს.
გასწავლით ბადრიჯნის ორგვარი შიგთავსის მომზადებას, თქვენი გემოვნებით თავად აარჩიეთ საუკეთესო. უპირველეს ყოვლისა, ბადრიჯანი უნდა იყოს სწორი და მოგრძო.ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბოსტნეური არაა მწარე და არ შეიცავს მარცვლებს.
რულეტები ნივრის შიგთავსით
ინგრედიენტები:
- 4ც ბადრიჯანი
- 1ც წითელი ხახვი
- 1კონა მწვანილი
- 0,5 ჩ.კ მარილი
- 1ჩ.კ ხმელი სუნელი
- 1ჩ.კ ხმელი ქინძი
- 0,5ჩ.კ ცხარე პაპრიკა
- 5კბილი ნიორი
- 4ს.კ მაიონეზი
მომზადება
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ბადრიჯანი 0,7 სმ-ის სიგანის ნაჭრებად დაჭერით. თითოეულს ორივე მხრიდან მოაყარეთ მარილი.
- ბადრიჯნის ნაჭრები დაალაგეთ ჟარონაზე და თითოეული მხრიდან წაუსვით მსეზუმზირის ზეთი. გამოაცხვეთ ღუმელში “კონვექციის” რეჟიმში 180 გრადუსზე 20წუთის განმავლობაში. თუ ერთდროულად რამდენიმე ჟარონით აცხობთ, პროცესში მათ შეუცვალეთ ადგილი, რათა ბოსტნეული თანაბრად დაიბრაწოს.
- ამასობაში მოამზადეთ გულსართი. წითელი ხახვი წვრილ კუბიკებად დაჭერით, ასევე ქინძიც და ოხახუშიც.
- დაუმატეთ მარილი და სანელებლები, გადაურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები და დაურთეთ 4ს.კ მაიონეზი, არ დაგავიწყდეთ ნიორიც.
- ღუმელიდან გამოღების შემდეგ ბოსტნეულს ადროვეთ გაგრილება,რათა შემდეგ შიგთავსი არ გადმოიღვაროს. თითოეულ ნაჭერს წაუსვით 1ს.კ გულსართი და შეახვიეთ. ისინი შეგიძლიათ მორთოთ ბროწეულით. გემრიელად მიირთვით.
კლასიკური ქართული რულეტები ნიგვზით
ინგრედიენტები:
- 4ც ბადრიჯანი
- 1კონა ქინძი
- 1კონა ოხრახუში
- 100გ ნიგოზი
- 4კბილი ნიორი
- 1ჩ.კ ხმელი სუნელი
- 0,5ჩ.კ ცხარე პაპრიკა
- 0,5ჩ.კ მარილი
- 1ს.კ ლიმონის წვენი
- 30მლ მდუღარე წყალი
მომზადება
- წვრილად დააქუცმაცეთ ნიგოზი ბლენდეში.
- მას შეურიეთ ნიორი,წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში,მარილი და სანელებლები (ხმელი სუნელი აუცილებლად).
- შეკმაზულ ნიგოზს დაუმატეთ 30მლ მდუღარე წყალი და 1ს.კ ლიმონის წვენი. გადაურიეთ ყველაფერი ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უკვე მზა გულსართი გადაუსვით ნაჭრებზე და შეახვიეთ. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს