კერძები მწვანე ბარდით რომელიც ნებისმიერ სუფრას მოუხდება.

277

ახალი ბარდის ნაზი ტკბილეული ნაღებთან და ყველთან ერთად შესანიშნავად იხსნება. მისი რძიანი გემო ნივრით და ხახვით ივსება, მოთუშულ ხორცს და წითელ თევზს უხდება. მწვანე ბარდის კერძები, რომელსაც დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ, ამ ზაფხულს თქვენს მაგიდას დაამშვენებს და გასულ ივნისს ზურმუხტისფრად მოგაგონებთ.

კერძები მწვანე ბარდით

ტორტელინი პესტოს სოუსით და მწვანე ბარდით – გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ ბარდა უბრალო ხალხის კერძია, მას ბევრი მოდური რესტორნის მენიუში შეხვდებით. კაზინო–სასტუმროში, Caesars Palace ყოველწლიურ კულინარიულ ფესტივალზე Las Vegas Uncork’d ტორტელინმა ბარდით აღფრთოვანებული შეფასებები მიიღო.

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჭიქა ახალი ბარდა
  • 400 გრ ტორტელინი ნებისმიერი შიგთავსით
  • 0,5 ჭიქა პიტნის ფოთლები
  • 1 კონა ოხრახუში
  • 0,25 ჭიქა ლიმონის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • გახეხილი  პარმეზანი გემოვნებით
  • პიტნის ფოთლები გასაფორმებლად

მომზადება:

  1. ტორტელინი (იტალიური პელმენი) ინსტრუქციის მიხედვით მომზადებამდე მოხარშეთ.
  2. ბლენდერის ჭიქაში პიტნა, ოხრახუში, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  3. თბილ ტორტელინს მწვანე ბარდა და პესტოს სოუსი ბლენდერიდან დაუმატეთ.
  4. ტორტელინი პესტოს სოუსით და მწვანე ბარდით ისე, როგორც სასტუმროს Caesars Palace რესტორანში მზადაა. გემრიელად მიირთვით!

კროსტინი ბარდის პესტოთი – იტალიური კროსტინი – შემწვარი პურის პატარა ნაჭერი სხვადასხვა წასასმელით. დღევანდელ ვარიანტში ბარდის პესტოს წავუსვამთ, პომიდვრით, გახეხილი ყველით და ბეკონის ნაჭრებით მოვრთავთ.

ინგრედიენტები:

  • 8 ნაჭერი ბაგეტის პური
  • 0,3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1 პომიდორი
  • 8 ნაჭერი ბეკონი

პესტოს სოუსის ინგრედიენტები:

  • 250 გრ ახალი ან გაყინული ბარდა
  • 1 კბილი ნიორი
  • 0,5 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
  • 1 ჩ/კ მსხვილი მარილი
  • 0,3 ჩ/კ დაფქული წიწაკა
  • 0,3 ჭიქა ზეითუნის ზეთი

მომზადება:

  1. ბარდა, ნიორი, პარმეზანი, მარილი და წიწაკა დააბლენდერეთ. ცოტა პარმეზანი შეგიძლიათ გასაფორმებლად დატოვოთ. ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და კიდევ 2 წუთით დააბლენდერეთ. პატარა თასში გადაიტანეთ.
  2. პურის ნაჭრებს ორივე მხრიდან ზეითუნის ზეთი წაუსვით.
  3. ტაფაზე 1-2 წუთით ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ამავე ტაფაზე ბეკონი მსუბუქად შეწვით.
  4. თითოეულ ნაჭერს რამდენიმე კოვზი მომზადებული პესტო წაუსვით.
  5. პომიდვრით, ბეკონით და გახეხილი პარმეზანით გააფორმეთ.
  6. კროსტინები ყველიანი სუპპიურეთი სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

სალათი მწვანე ბარდით, კიტრით და კვერცხით – მწვანე ბარდის და კვერცხის სალათზე დაუყონებლივ ოლივიეს სალათი გვახსენდება, მაგრამ ზაფხულში ახალი ბოსტნეულის დამატება და რაღაც მსუბუქის მომზადება გვსურს.

ინგრედიენტები:

  • 1 კიტრი
  • 2 კვერცხი
  • 100 გრ მწვანე ბარდა
  • 100 გრ კომბოსტო
  • 20 გრ მწვანე ხახვი
  • 2-3 ს/კ მაიონეზი
  • კამა გემოვნებით

მომზადება:

  1. კვერცხი კარგად მოხარშეთ. კიტრი და კვერცხი საშუალო ზომის კუბებად დაჭერით.
  2. კომბოსტო დაჭერით. მწვანილი წვრილად დაჭერით. დაკონსერვებული ბარდის სითხე გადაასხით. ახალი ბარდა 5-10 წუთით სახეობის და სიმწიფის მიხედვით მოხარშეთ.
  3. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მაიონეზი მოასხით. აუცილებლობის შემთხვევაში მარილი დაუმატეთ.
  4. სუფრაზე გატანამდე მაცივარში გააგრილეთ. გემრიელად მიირთვით.

მწვანე ბარდის პიურე – პიურეს მოსამზადებლად ახალი ან გაყინული ბარდა გამოიყენეთ.

ინგრედიენტები:

  • 600 გრ ბარდა
  • 2 ს/კ ნაღები 10-20% ცხიმიანობით
  • 3 კბილი ნიორი
  • 20 გრ კარაქი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1,5 ლ წყალი

მომზადება:

  1. გაყინული ბარდა შეგიძლიათ არ გაალღოთ. ქვაბში მოათავსეთ და 1,5 ლ ცხელი წყალი დაასხით, მარილი და ნიორი დაუმატეთ.
  2. მომზადებამდე 5-7 წუთით ხარშეთ (გაყინული ბარდა 10 წუთით). ქაფი მოხადეთ.
  3. ბარდა საწურზე დაწურეთ, ერთგვაროვანი პიურეს მისაღებად დააბლენდერეთ.
  4. კარაქი და ნაღები დაუმატეთ. თუ საჭიროა, მარილიც დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  5. მზა პიურე სუფრაზე ხორცის და თევზის გარნირად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

წვნიანი მწვანე ბარდით და პიტნით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა მწვანე ბარდა
  • 1 ხახვი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • წიწაკა გემოვნებით
  • პიტნის ტოტები

მომზადება:

  1. ხახვი დაჭერით და გაცხელებულ ზეითუნის ზეთში 5 წუთით შეწვით.
  2. მწვანე ბარდა დაუმატეთ და 2 წუთით თუშეთ.
  3. წყალი დაასხით, მარილი და შაქარი დაუმატეთ, 10-15 წუთით ხარშეთ.
  4. მასა ბლენდერში მოათავსეთ და პიტნის ფოთლებთან და წიწაკასთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  5. გემრიელი ბარდის წვნიანი პიტნით მზადაა!

ბარდა კარგად ინახება და დაკონსერვების შემთხვევაში თავის თვისებებს არ კარგავს. გამოდის, ზემოთ მოცემული კერძებით მთელი წელი შეგიძლიათ ისიამოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს