“როგორ უნდა მოვხარშოთ კალმარები ისე, რომ ისინი რეზინას არ ჰგავდეს?”- ვკითხე ჩემს მეგობარ დიეტოლოგს. იგი ხშირად მამარაგებს სასარგებლო რეცეპტებით.ბევრი მზარეულის თქმით, ისინი 5 წუთზე მეტხანს არ უნდა ვხარშოთ. “აიღეთ გასუფთავებული და გამლღვალი კალმარები, ცალკე ქვაბში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მას მარილი, დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები, შემდეგი მასში მოლუსკები ჩაყარეთ”.- მირჩია მან, შემდეგ კი სალათის რეცეპტი მასწავლა.
როგორ მოვხარშოთ კალმარები სალათისთვის
ინგრედიენტები
- 0,5კგ კალმარი
- 4 თავი ხახვი
- 2ც. სტაფილო
- 1ჩ.კ შაქარი
- 3ს.კ მზესუმზირის ზეთი
- 30მლ ძმარი
- 70მლ წყალი
- 2ც. დაფნის ფოთოლი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გაფცქვენით ხახვი და დაჭერით რგოლებად, ჩააწყვეთ ისინი ქვაბში, შემდეგ დაუმატეთ ძმარი, შაქარი, მარილი, დაფნის ფოთოლი და წიწაკა, კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს.
- ქვაბი ცეცხლზე დადგით, გააცხელეთ იგი 80 გრადუსამდე, თუმცა დუღილამდე არ მიიყვანოთ. აცადეთ ხახვს გაგრილება, შემდეგ კი მზესუმზირის ზეთი დაასხით. ხახვი დასამარინადებლად იგი 3 საათით მაცივარში შეინახეთ.
- მოხარშეთ კალმარები ზემოთ აღწერილი მეთოდით. შემდეგ ისინი ზოლებად დაჭერით.
- გათალეთ სტაფილო და თხლად გახეხეთ ან ზოლებად დაჭერით. სალათში დამატებამდე მას დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ 10 წუთი. ამას მის დასარბილებლად ვაკეთებთ.
- ხახვს და სტაფილოს გადაუღვარეთ წყალი და მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ ისინი კალმარებს. კერძს მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, კარგად მოურიეთ და სალათი მწვანილით მორთეთ. გემრიელად მიირთვით!
რედაქციის რჩევა: ახლა უკვე იცით, თუ როგორ უნდა მოხარშოთ კალმარები სალათისთვის, რათა ხორცმა გემო არ დაკარგოს და რეზინას არ დაემსგავსოს. სხვათაშორის, მათ წითელი კანი სწრაფად რომ გააცალოთ, მოლუსკები ჯერ დადუღრეთ, შემდეგ კი ყინულიანი წყლით სავსე თასში ჩაყარეთ. მათ მემბრანა გარედანაც და შიგნიდანაც ფარავს, არ დაივიწყოთ ქორდა და ხრტილები.რაც შეეხება სალათს, მისი წარმოუდგენელი გემოს სიტყვებით აღწერა შეუძლებელია!