ქათმის ფილედან უამრავი გემრიელი კერძის მომზადება შეგიძლიათ: კატლეტი, რულეტი, ძეხვეული, ხორცის პეროგი, დაბეგვილი. პროდუქტი ძალიან კარგი და სასარგებლოა. თუმცა, ამ შემთხვევაში ფილეს დამატებით ჭირდება სხვა ინგრედიენტებიც: პური, ფქვილი, კვერცხი და ა. შ. ხოლო ქათმის სტრიფსებს არაფერი სჭირდება დარდა საყვარელი სანელებლებისა.
დიახ, დაგვჭირდება მხოლოდ ქათმის ხორცი. მომზადების პროცესში უნდა მოვაცილოთ ზედმეტი სისველე და ცხიმი. არ კარგავს ცილას, სასარგებლოა სანელებლებთან ერთად და შესანიშნავი საშუალებაა არა მარტო შიმშილის მოსაკლავად, არამედ სპორტსმენებისთვის ფორმის შესანარჩუნებლად. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მის მომზადებას გასწავლით.
ქათმის სტრიფსები
ინგრედიენტები
- 1 კგ. ქათმის ფილე
- 1 ჩ/კ ნატრიუმის მარილი
- 0,5 ჩ/კ დაფქული ნიორი
- 1 ჩ/კ სასურველი სანელებელი
- წითელი წიწაკა
მომზადების წესი
- აიღეთ ნედლი ფილე, მოაჭერით ცხიმის ნაჭრები, გარეცხეთ გამდინარე წყალში და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. შემდეგ შედეთ საყინულეში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, რათა გამაგრდეს და ადვილად დაჭრათ.
- გამოიღეთ მკერდი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ძალიან თხლად ნუ დაჭრით, მაგრამ არც დიდი ნაჭრები არ გვჭირდება, დაახლოებით ნახევარი სმ. სისქის. ჩაყარეთ დაჭრილი ფილე ღრმა ჯამში და მოაყარეთ ნატრიუმის მარილი. ის შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალიზებულ მაღაზიებში, ინტერნეტით. ნატრიუმის მარილი კარგად ებრძვის ბაქტერიებს და უნარჩუნებს ხორცს ფერს.
- დაუმატეთ სანელებლები, ნიორი, დაფქული წიწაკა. ეს ეტაპი მთლიანად თქვენი სურვილით შეგიძლიათ გააკეთოთ, რადგან ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს. ზოგს წიწაკა ურჩევნია, ზოგს ძირა და კარი, ზოგს პაპრიკა და ა.შ. მთავარია, სანელებელი უხვად უქნათ. დააფარეთ ჯამს თავზე და შედგით მაცივარში 12 საათის განმავლობაში.
- შემდეგ ვიღებთ და თუ გვაქვს ელექტრო საშრობი, ვაშრობთ 70 გრადუს ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში. ხოლო ღუმელს ვაყენებთ 60-70 გრადუსზე და ვრთავთ კონვექციის რეჟიმს. კარს ვტოვებთ ოდნავ შეღებულს. 3 საათში მივიღებთ სასურველ შედეგს.
ასეთი სტრიფსები განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც სისტემატიურად მოგზაურობს და გარეთ უწევს ჭამა. ასეთი მომზადების შემდეგ პროდუქტი ძალიან მსუბუქი და გემრიელია. მისი შენახვა შეიძლება ჩანთაში და არ ფუჭდება.
ხოლო ლუდის მოყვარულებისთვის ნამდვილი ნეტარება იქნება. კომფორტულად მოკალათდნენ ტელევიზორთან და დატკბნენ ქათმის სტრიფსების და ლუდის შეხამებით. რატომ უნდა მისცეთ მაღაზიაში ბევრად უფრო ძვირი, როცა სახლის პირობებში მისი მომზადება ძალია მარტივია? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.