უკვე მეშვიდე წელია ქათმის ხორცს მარილიან წყალში ვათავსებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამზადებ, სხვანაირად აღარ მომწონს.

0
2047

ქათმის ხორცი არის ცილის კარგი წყარო და ამასთან, დიეტური პროდუქტი. ის ერთნაირად სასარგებლოა ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის. სამწუხაროდ, სუპერმარკეტების თაროებზე შინაური ქათმის ხორცი არ იშოვება. ყველგან არის ჩვენთვის უცნობი ნივთიერებებით დამუშავებული ხორცეული.

დამუშავებული ხორცი

რა თქმა უნდა, უმჯობესია კარგი ხორცი ბაზარში შევიძინოთ, მაგრამ არც იქ გვაქვს გარანტია, რომ არ მოგვატყუებენ. ქათმებს კვებავენ სხვადასხვა კონსერვანტებითა და ქიმიკატებით, რათა უფრო სწრაფად გაიზარდოს, ქონდეს დიდი წონა და ჯანსაღად გამოიყურებოდეს. ამიტომ უმჯობესია, ნაყიდი ქათმის ხორცი დაამუშავოთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით რამდენი მე ხერხს.

მარილიანი წყალი – მარილს აქვს ანტიბაქტერიული თვისება. რა თქმა უნდა, ქიმიური ნივთიერებებისგან ხორცს ბოლომდე ვერცერთი საშუალებით ვერ გავათავისუფლებთ, მაგრამ უმეტეს ნაწილს მაინც მოვაშორებთ. აიღეთ 1 ლიტრი სუფთა წყალი, ჩაუმატეთ 1 ჩ/კ ლიმონმჟავა და 3 ს/კ მარილი. მოათავსეთ ქათამი ამ სხნარში, უნდა დაიფაროს ბოლომდე.ასეთი ხერხით ხორცს მოაშორებთ ზედმეტ მავნე მინარევებს, და ამასთან ის გახდება უფრო წვნიანი და ნაზი. ქათმის კანი უმჯობესია, გადააგდოთ. სწორედ მასში გროვდება ყველაზე მეტი ტოქსიკური ნივთიერებები.

წამოხარშვა – ქათმის პირველი ნახარში უნდა გადაღვაროთ. მავნე ნივთიერებების 80% ბულიონში გადადის. ამიტომ პირველად ხარშეთ 20 წუთი და წყალი გადაწურეთ, შემდეგ გარეცხეთ ხორცი და ქვაბი, დაასხით სუფთა წყალი და მოხარშეთ.

მარინადი – ეს საუკეთესო საშუალებაა გახადოთ ქათმის ხორცი უფრო გემრიელი და თან გააუვნებელყოთ ის. დამარინადების შემდეგ ხორცი მალე იბრაწება შეწვის დროს. დაგჭირდებათ 2 ს/კ მარილი და ლიმონის წვენი.მოაცალეთ ხორცს კანი, გარეცხეთ და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, დატოვეთ მარინადში 2 საათით, შემდეგ გადაღვარეთ სითხე და მოამზადეთ ახალი მარინადი.

ოზონირება – არსებობს პროდუქტების ოზონიზატორები. ისინი საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ ნებისმიერი პროდუქტის დასამუშავებლად გამოდგება: ხილი, ხორცი, ბოსტნეული, მწვანილი… ოზონი რეაქციაში შედის მავნე ნივთიერებებთან და ანეიტრალებს მას, ამასთან არ აზიანებს პროდუქტს. აქედან გამომდინარე, ოზონით დამუშავებული პროდუქტისგან დამზადებულ კერძს უფრო კარგი გემო ექნება. ოზონატორი აგრეთვე გამოიყენება კონსერვაციის დროს ჭურჭლის დასამუშავებლად.

რჩევა რედაქციისგან – არსებობს საინტერესო მეთოდი – ქათმის ხორცის გამოცხობა მარილში. ქათმის ხორცს ათავსებენ საცხობ დაფაზე, რომელზეც მარილის სქელი ფენაა დაყრილი და ზემოდანაც მთლიანად ფარავენ. მომზადების შემდეგ მარილი უნდა მოაშოროთ და გადაყაროთ. ხორცი კი განუმეორებელ გემოს შეიძენს.თქვენ როგორ ასუფთავებთ ქათმის ხორცს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.