გადასაგდებად ვერ ვიმეტებ მწვანილის ღეროებს, რაში შეიძლება მისი გამოყენება?

291

ბევრი დიასახლისი უკიდურესად სკურპუროზულია იმ პროდუქტების მიმართ, რომლის გამოყენება შესაძლებელია. მართლაც, რატომ უნდა გადაიყაროს სრულიად ნორმალური ინგრედიენტები? ხშირად ეს მწვანილს ეხება. მაგალითად, სალათის გაკეთების შემდეგ დარჩენილი მისი ღეროები უნდა გადავყაროთ თუ არა? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

მწვანილი სალათებისთვის

სატელევიზიო შოუებში ვხედავთ ხოლმე, რომ სალათის მომზადების დროს ღეროებს უმოწყალოდ ყრიან ხოლმე, მაგრამ მწვანილი არც თუ ისე იაფი ღირს და მისი გადაყრა დასანანია ყოველდღიურ ცხოვრებაში და არაეკონომიურიც.დავიწყოთ იმით, რომ მწვანილის ღეროების გადაყრა არ არის აუცილებელი. მისი გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება, მაგალითად წვნიანებში. ის ფოთლებზე არანაკლებ არომატულია, ასევე გაგიზიარებთ სხვა ხრიკებსაც.

მოთხოვნადი მიქსი – დაჭერით წვრილად მწვანილის ღეროები და გაყინეთ. მოათავსეთ სპეციალურ გასაყინ პაკეტებში. შეგიძლიათ შეიძინოთ ყინულის გასაკეთებელი კონტეინერები და იმაში მოათავსოთ ცალ-ცალკე განყოფილებებში. ასე ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება.თუ გაყინვა არ გსურთ, უბრალოდ გაახმეთ მწვანილის არჩენები. შემდეგ გამოიყენეთ წვნიანებში, ხორცის ან თევზის შეწვის დროს. შეგიძლიათ მოამზადოთ გარნის ნაკრები, რომელშიც შედის დაფნის ფოთოლი, ოხრახუში და პიტნა. ამ ყველაფერს ეთად კრავენ ძაფით და საჭიროების შემთხვევაში აგდებენ ნახარშებში.მრავალფეროვანი არომატის მისაღებად დააბლენდერეთ დარჩენილი მწვანილი, დაუმატეთ ნიორი და ღორის ცხიმი. მიღებული მუსი კარგად ეხამება წვიანებს, ბორშს. გამოდის მსუყე და არომატული.

როგორ გამოვიყენოთ დარჩენილი მწვანილი სალათებში – შინაური ცხოველების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებულად უყვართ მწვანილები. მაგალითად ზღვის გოჭებს, კურდღლებს… შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა ბოსტანი თქვენს ფანჯრის რაფაზე.ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარულია სახლში მიკრომწვანილის მოყვანა. მოთხოვნადია რუკოლა, ქინძი, ჭარხალი, ბარდა, მზესუმზირაც კი. ტენიანობა, სითბო და სინათლე – აი, რა სჭირდება პაწაწინა ყლორტებს ბედნიერებისთვის!ასეთ მწვანილებს უმატებენ წვნიანებში, სალათებში, ხორცისა და თევზის კერძებში. ის მდიდარია მიკროელემენტებით, რაც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს იმუნიტეტს.

თქვე რაში იყენებთ მორჩენილ მწვანილებს? შენახვის რომელ ხერხს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს