ბაზილიკით რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ გიცდიათ ჭარხლის პესტოს მომზადება? ის შესანიშნავი დასაყოლებელია მაკარონისა და ხორცისთვის. ამ მართლაც გასაოცარი და სასარგებლო სოუსის რეცეპტი ლატვიელმა მზარეულმა გაგვიზიარა და პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ მისი მომზადების სრულ ინსტრუქციას.
ჭარხლის სოუსი
ინგრედიენტები
- 2 საშუალო ზომის ჭარხალი
- 4 ს/კ მცენარეული ზეთი
- ლიმონის წვენი და ცედრა
- 2 კბილი ნიორი
- 1 ჩ/კ თაფლი
- კაკალი, მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გარეცხეთ ჭარხალი, შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ ღუმელში ან მოხარშეთ.
- შემდეგ დაჭერით მოხარშული ჭარხალი ნაჭრებად და დააქუცმაცეთ ბლენდერით.
- გახეხეთ ლიმონის ცედრა და გამოურეთ წვენი.
- ბლენდერის ჯამში ჩაყარეთ ნიგოზი, ნიორი და ზეთი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაამატეთ ჭარხალი, თაფლი, ლიმონის წვენი და ცედრა. აურიეთ, შეანელეთ გემოვნების მიხედვით.
- სულ ეს არის, ჭარხლის პესტო მზად არის. გემრიელად მიირთვით!
რჩევა რედაქციისგან: ჭარხლის სოუსი შეგიძლიათ მოამზადოთ მზესუმზირის ან კეშიუს თესლით. პირველი ვარიანტი ბიუჯეტური და გემრიელია. მეორე კი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ბევრად უფრო გემრიელი. ასევე, ეს სოუსი შეგიძლიათ იგივე პრინციპით მოამზადოთ სტაფილოთი. მიიღებთ ყვითელ პესტოს. სტაფილოს პესტოს ძალიან უხდება შებოლილი პაპრიკა.
აუცილებლად სცადეთ, ძალიან მოეწონებათ ოჯახის წევრებს, ჩვენ კი გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს