შესაძლებელია თუ არა კარგი, სქელი სოუსის მომზადება, რომელსაც ადრე საბჭოთა სასადილოებში მიირთმევდნენ?

1012

ცნობილი კერძი “გულიაში” მხოლოდ ერთხელ მოვამზადე და არც ისე კარგი გამომივიდა, ამიტომ ზუსტი რეცეპტისთვის ბებიას მივმართე. ეს კერძი საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა და კარგა ხანია არსებობს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ მოამზადოთ ნამდვილი გულიაში.

როგორ მოვამზადოთ გულიაში საქონლის ხორცით

რეცეპტი, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ, ძალიან მარტივია. იმისათვის, რომ კერძი გამოვიდეს წვნიანი და გემრიელი, უნდა მოხარშოთ ღია ცეცხლზე. თუ ახლო მომავალში სოფელში ყოფნა გიწევთ, მოიმარაგეთ ყველა საჭირო პროდუქტი და ისიამოვნეთ!

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ. საქონლის ხორცი
  • 3 თავი ხახვი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 3 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 2 ს/კტომატის პასტა
  • 1,5 ლ. წყალი
  • 1 ს/კ მარილი
  • 0,5 ს/კ შაქარი
  • 3-4 ცალი დაფნის ფოთოლი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

  1. პირველ რიგში დაამუშავეთ ხორცი. გარეცხეთ და დაჭერით ის საშუალო, ერთი ზომის ნაჭრებად.
  2. ვინაიდან კერძი იხარშება ღია ცეცხლზე, უმჯობესია, გამოიყენოთ თუჯის ღრმა ტაფა. გააცხელეთ ის, დაასხით ზეთი და დაიწყეთ ხორცის შეწვა. ამასობაში დაჭერით ხახვი წვრილად, გათალეთ სტაფილო და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაუმატეთ შემწვარ ხორცს და კარგად აურიეთ.
  3. შემდეგ აურიეთ ტომატის პასტა. თუ გიყვართ მისი არომატი, თამამად უქენით მეტი. შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი.
  4. შემდეგ დაუმატეთ მარილი და შაქარი. ეს აუცილებელია კერძის გემოს სტაბილიზაციისთვის. ჩაყარეთ დაფნის ფოთოლო და დაფქული შავი პილპილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და დააფარეთ ტაფას თავსახური. თუშეთ 1 საათის განმავლობაში.
  5. ჯამში გახსენით ფქვილი ცივ წყალში. მიღებული მასა ჩაუშვით გულიაშში, აურიეთ და ხარშეთ კიდევ 30 წუთის განმავლობაში. თქვენი კერძი მზად არის!

რჩევა რედაქციისგან: გარნირის სახით გაუკეთეთ კარტოფილის პიურე. კარტოფილისა და ხორცის კომბინაცია ყოველთვის წარმატებულია. ასევე, გამოდგება ნებისმიერი ბურღული – წიწიბურა, ხორბალი, მაკარონი…ხორცის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ მკერდის, უკანა ფეხის რბილობის ან მხრის ნაწილს. მთავარია, ხორცი იყოს ახალგაზრდა, რადგან სხვა შემთხვევაში, მის მოხარშვას მეტი დრო დაჭირდება.

კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ სხვა ხორცისგანაც. მაგალითად, ღორის ხორცი. არსებობს გულიაშის ვეგეტარიანული ვარიანტიც – სოიოს ფარშით. თქვენ გსმენიათ ამ კერძის შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს