“ღარიბი გრაფი” ყველა ჩვენს ოჯახურ დღესასწაულს სტუმრობს. ნათესავების საყვარელი ფენოვანი სალათი

887

შევნიშნე, რომ ჩემს სტუმრებს ძალიან მოსწონთ სალათი, რომელსაც მე შამპინიონით და კიტრით ვამზადებ. მასში ხომ მოხარშული ქათამი, ახალი კიტრი და მოხარშული სტაფილოა. ამასთანავე, “ღარიბი გრაფი” სადღესასწაულო მაგიდას თავისი ფერადი ფენების კომბინაციითაც ამშვენებს. სწორედ, ამ სალათის რეცეპტს გთავაზობთ პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

სალათი შამპინიონით და კიტრით

ინგრედიენტები

  • 1 ქათმის ფილე;
  • 200 გრამი – შამპინიონი;
  • 3 საშუალო ზომის კარტოფილი;
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო;
  • 1 ხახვი (წითელი);
  • 80 გრამი ყველი;
  • 1 ახალი კიტრი;
  • მაიონეზი;
  • მარილი და პილპილი.

მომზადების წესი

  1. სალათის აწყობამდე, მოამზადეთ ინგრედიენტები. მოხარშეთ სტაფილო და კარტოფილი. არ დაგავიწყდეთ, რომ ბოსტნეულს და ხორცს მოხარშვისას მარილი უნდა ჩაამატოთ.
  2. სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოხარშეთ მარილიან წყალში, ადუღებიდან 7 წუთის განმავლობაში.
  3. კიტრი დაჭერით ზოლებად. ხახვი – მეოთხედ რგოლებად ან კუბებად. მოხარშული ფილე ბოჭკოებად დაყავით, ჩანგლის გამოყენებით.
  4.  კარტოფილი და სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ყველი, ამჯერად წვრილ სახეხზე გავხეხე. ეს აადვილებს ზედა ფენის თხელ და თანაბარ ფენად გადანაწილებას.
  5.  დავიწყოთ სალათის აწყობა. მეტი მოხერხებულობისათვის მე გამოვიყენე კულინარიული რგოლი. მაგრამ, თუ ის არ გაქვთ, შეგიძლიათ ფენები უბრალოდ ბრტყელ თეფშზე ააწყოთ. მაშ ასე, პირველ ფენად ვალაგებთ გახეხილ კარტოფილს. აუცილებლად გაუსინჯეთ გემო, მარილი თუ აკლია, დაუმატეთ. სურვილისებრ, შეგიძლიათ პილპილიც მოაყაროთ.
  6.  მეორე ფენაა – კიტრი და მაიონეზი. ნაყიდის ნაცვლად, გირჩევთ მოამზადოთ ნატურალური, რომელიც უფრო გემრიელია და ნაზი.
  7. მესამე ფენაა – ქათმის ფილე და მაიონეზი. სხვათა შორის, ქათმის სალათი საუკეთესო გემოსი იქნება, თუ გამოიყენებთ არა მოხარშულ, არამედ წინასწარ მარინადში გაჟღენთილ და გრილზე შემწვარ ან ფოლგაში მომზადებულ ქათმის ხორცს.
  8.  მეოთხე ფენაა – წინასწარ დამარინადებული წითელი ხახვი.
  9. მეხუთე ფენა – სოკო და მაიონეზი.
  10. მეექვსე ფენა – მოხარშული სტაფილო და მაიონეზი.
  11. და ბოლო ფენა – წვრილ სახეხზე გახეხილი ყველი.
  12. სალათი, რამდენიმე საათით მაცივარში გააჩერეთ და შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე.
  13. სალათი უბრალოდ დნება პირში და არასოდეს არ მოგბეზრდებათ. მიუხედავად იმისა, რომ იგი მაიონეზსაც შეიცავს, იგი მაინც ძალიან მსუბუქია – ახალი კიტრის, მოხარშული ქათმის ფილესა და სტაფილოს წყალობით.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს