ბარდის ფაფა ინგლისურად. გაჟღენთვისა და ზედმეტი აურზაურის გარეშე

161

გაჟღენთვის გარეშე მომზადებული ბარდის ფაფა – გემრიელი გარნირი იქნება ძალიან ბევრი კერძისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ მიართვათ ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად. მსუყე, მადისაღმძვრელი და სასარგებლოა. მათაც კი მოეწონებათ, ვისაც ბარდა არ უყვარს. თუმცა, ასეთი ინგლისურ სტილში მომზადებული ბარდა ნამდვილად შეაცვლევინებს აზრს ყველა სკეპტიკოსს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ბარდის ფაფის მომზადების ერთ ძალიან კარგ რეცეპტს გთავაზობთ.

ბარდის ფაფა გაჟღენთვის გარეშე

როგორ მოვამზადოთ ასეთი ფაფა? ბარდა ხომ ძალიან დიდხანს იხარშება და გაჟღენთვის გარეშე შეიძლება სულაც არ მოიხარშოს ბოლომდე. დამეთანხმეთ, რომ ეს არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არსებობს რეკომენდაციები. ინგლისურ სტილში ბადრის ფაფის მოსამზადებლად უმჯობესი იქნება გამოიყენოთ ყვითელი შუაზე გაყოფილი ბარდა. იგი შესანიშნავად იხარშება წინასწარ გაჟღენთვის გარეშეც.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ყვითელი შუაზე გაყოფილი ბარდა;
  • 2,5 ჭიქა წყალი;
  • 50 გრამი ქათმის ფილე ან შებოლილი ქათამი;
  • 100 გრამი ბეკონი;
  • 1 ხახვი;
  • 1 სტაფილო;
  • 2 კვერცხის გული;
  • 1 ს.კ ნაღების კარაქი;
  • 2 ს.კ მცენარეული ზეთი;
  • სანელებლები გემოვნებით;
  • ახალი მწვანილი – მოსართავად.

მომზადების წესი

  1. ბარდა გარეცხეთ სუფთა წყლით, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით საჭირო რაოდენობის წყალი. ბარდა უნდა ხარშოთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ჯერ ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ კი ხარშეთ მინიმალურ ცეცხლზე. თუ ქაფი გაუჩნდება, აკურატულად მოაშორეთ კოვზით.
  2. ამ დროის განმავლობაში უნდა მომზადდეს დანარჩენი ინგრედიენტები. ნახევარი ფილე ან შებოლილი ქათმის ხორცი და ბეკონის ნახევარი დაჭერით წვრილ კუბებად. შეწვით კარაქისა და ზეთის ნარევში. მზა ხორცი ბარდაში მოათავსეთ მისი მზადების ფინალურ სტადიაში. ბარდა და ხორცი ერთად უნდა ხარშოთ მინიმალურ ცეცხლზე – 5 წუთის განმავლობაში.
  3. ამ დროის განმავლობაში ბარდა ბოლომდე უნდა მოიხარშოს. დაელოდეთ, სანამ ფაფა ოდნავ გაცივდება. შემდეგ, აიღეთ ხელის ბლენდერი და ბარდა და ხორცის ნაჭრები ერთგვაროვან მუსად აქციეთ. ამის შემდეგ, ჩაამატეთ ორი კვერცხის გული და შემდეგ, ისევ დააბლენდერეთ.
  4. როგორც კი ბარდა ნაზ მუსად გადაიქცევა, ჩაამატეთ სანელებლები, რომლებიც მოგწონთ. შემდეგ, ისევ დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. როგორც კი შენიშნავთ, რომ ფაფა იწყებს ადუღებას, მაშინვე გამორთეთ ცეცხლი და ქვაბს თავსახური დააფარეთ. კერძი ცოტა ხანს დაასვენეთ.
  5. სანამ კერძს ასვენებთ, წვრილ კუბებად ან ზოლებად დაჭერით ქათმის ხორცისა და ბეკონის დარჩენილი ნახევარი. ასევე, ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი და სტაფილო. ეს ინგრედიენტები შეწვით ტაფაზე და დაამატეთ სანელებლები, რომლებიც მოგწონთ.
  6. შემწვარი ბოსტნეული და ხორცი ზემოდან უნდა დაადოთ ბარდის ფაფას. ეს კერძი შეგიძლიათ მიართვათ, როგორც ცალკე, ასევე გარნირის სახით. არ დაგავიწყდეთ ფაფის მორთვა ახალი მწვანილით.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი სურნელი დატიალდება მთელ სამზარეულოში. ცხელი ფაფა ოჯახის ყველა წევრს მოიზიდავს. იგი შესანიშნავია, როგორც ცალკე კერძი და ასევე ძალიან კარგი იქნება ხორცთან ტანდემში, მაგალითად, მწვადთან ერთად. თქვენი სტუმრები ნამდვილად კმაყოფილები იქნებიან.ეს ფაფა საუზმისათვის არ გამოგადგებათ. მართალია, ბარდის გასაჟღენთად დრო არ დაგეხარჯებათ, მაგრამ იგი ძალიან კალორიულია და საუზმისათვის შეუსაბამო. თუმცა, ეს გადაწყვეტილება თავად ოჯახის დიასახლისზეა დამოკიდებული. თქვენც თუ იცით ბარდის ფაფის მომზადების რაიმე საიდუმლო, მოხარულები ვიქნებით თუ ჩვენც გაგვიზიარებთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს